ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმის» ტარიფები ახალი წლის პერიოდში

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმის» ტარიფები ახალი წლის პერიოდში

20 დეკემბერი, 2016

ახლოვდება შობა-ახალი წელი — მხიარულების, შეხვედრების და სიურპრიზების დრო. წინასაახალწლო განწყობა უკვე ყველგან იგრძნობა. სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყველაფერი გვახსენებს ულამაზესი და ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულის მოახლოებას — მორთული ქუჩები, დამშვენებული ნაძვის ხეები, კოსტუმირებული სანახაობები და საჩუქრები. ახალი წლის წინ ყველას გვსურს მოვემზადოთ დღესასწაულისთვის, კარგად დავისვენოთ და ვიმხიარულოთ.

კომპანიისთვის ეს ის დროა, როდესაც მკვეთრად იმატებს შემოსული ზარების რიცხვი. მგზავრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის დროულად მიწოდებას და ხარისხიანი მომსახურების მიღებას, ეს კი ნაწილობრივ მძღოლზეა დამოკიდებული— რაც უფრო მოტივირებულია ის, მით უფრო სწრაფად და უკეთესად მოგემსახურებათ. ამიტომ, მძღოლების დაინტერესების მიზნით, მგზავრობის ღირებულება გარკვეულწილად გაიზრდება ამა წლის 23 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 31 დეკემბრის საღამოდან 2017 წლის 2 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს გაორმაგებული ტარიფები, რომლებიც კონკრეტულ ზღვარს არ გასცდება.

შობა-ახალი წლის დღეებში კომპანიის ოპერატორები სრული დატვირთვით მუშაობენ. თუმცა, იმის გამო, რომ ზარები ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის, ოპერატორთან დაკავშირება ხანდახან გვიანდება. ამიტომ გირჩევთ ისარგებლოთ მობილური აპლიკაციით «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება», რომლის გამოყენება ძალიან მარტივია. შეკვეთის შესაქმნელად საჭიროა მხოლოდ 7 წამი და ავტომობილი უახლოეს დროში თქვენთან გაჩნდება. ტაქსის გამოძახება შეგიძლიათ ასევე ონლაინ საიტზე taximaxim.ge და IVR ხმოვანი მენიუს მეშვეობით.

დღესასწაულების პერიოდში განსაკუთრებით ხშირდება შემთხვევები, როდესაც კლიენტებს ავტომობილში სხვადასხვა ნივთები ავიწყდებათ. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ტაქსში რაღაც დაგრჩათ, აკრიფეთ ტაქსის გამოძახების ნომერი და დაუკავშირდით ოპერატორს, ასევე შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინება აპლიკაციაში «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» ან სატზე taximaxim.ge. დაკარგული ნივთი ყოველთვის უბრუნდება თავის მფლობელს.

ჩვენი კომპანიის სერვისით სარგებლობენ მხოლოდ შერჩეული მძღოლები, რომლებსაც აქვთ მართვის გამოცდილება და გამოირჩევიან კლიენტისადმი თავაზიანი დამოკიდებულებით. ჩვენ ვზრუნავთ მომსახურების გაუმჯობესებაზე და მგზავრების უსაფრთხოებაზე.

გისურვებთ ხალისიან და ბედნიერ შობა-ახალ წელს!