საქართველოს 6 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრების მაცხოვრებლები ტაქსის შეკვეთას აპლიკაციის მეშვეობით პირველად შეძლებენ

საქართველოს 6 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრების მაცხოვრებლები ტაქსის შეკვეთას აპლიკაციის მეშვეობით პირველად შეძლებენ

18 აპრილი, 2024

სერვის „მაქსიმმა“, რომელიც დღემდე მოღვაწეობდა თბილისში და ქვეყნის კიდევ სხვა 12 მსხვილ ქალაქში, გააფართოვა გეოგრაფია. ახლა ტაქსის გამოძახება შესაძლებელი გახდა იმ ქალაქებშიც, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 20 000 ადამიანს.

საქართველოს ფარგლებში მომუშავე ტაქსის გამოძახების ყველა კომპანიებს შორის სერვისი „მაქსიმი“ გახდა პირველი, რომელმაც გახსნა ქალაქები: ოზურგეთი, ჩხოროწყუ, მარნეული, ტყიბული, ახალციხე და ახალქალაქი. ახლა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მათ მაცხოვრებლებს აქვთ აპლიკაციის მეშვეობით ხელმისაწვდომი ტაქსის გამოძახების, ხოლო ტაქსის მძღოლებს შეკვეთების უფრო სწრაფად პოვნის, მოცდენისა და ცარიელი გარბენის შემცირების შესაძლებლობა.

ამ ქალაქებში „მაქსიმის“ მოსვლამდე, ავტომობილით საჭირო ადგილამდე მგზავრობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ორი მეთოდით. მაცხოვრებლები თვითონვე ეძებდნენ ტაქსის და პირადად თანხმდებოდნენ მძღოლთან მგზავრობის შესახებ. მეორე მეთოდი გულისხმობდა ტაქსის კომპანიასთან დაკავშირებას, სადაც ოპერატორი ღებულობდა შეკვეთას და ხელით ანაწილებდა იმ მძღოლებს შორის, რომლებიც მუშაობდნენ რაციის გამოყენებით. მომხმარებელმა არ იცოდა როდის და რომელი ავტომობილი მოვიდოდა და საბოლოო ჯამში რამდენის გადახდა მოუწევდა.

აპლიკაციაში „მაქსიმი“ ტაქსის შეკვეთის და გადახდის სისტემა არის გამჭვირვალე. მომხმარებელი უთითებს მარშრუტის საწყის და საბოლოო მისამართებს, ირჩევს ტარიფს და მგზავრობის საჭირო პარამეტრებს. ამის შემდეგ პროგრამა ოპტიმალური მარშრუტით ავტომატურად დაიანგარიშებს მგზავრობის ღირებულებას, რომელიც არ შეიცვლება გზაში დახარჯული დროისა და საგზაო სიტუაციების მიუხედავად. ამავე დროს ფასი სერვისში 30%-მდე უფრო ხელსაყრელია ვიდრე კონკურენტებთან.

სერვისთან ტაქსით მგზავრობები უფრო უსაფრთხოა. პირველ რიგში, მომხმარებელი ხედავს ავტომობილის მარკას და მის სახელმწიფო ნომერს, მძღოლის სახელს, ამიტომ თავიდანვე იცის ვინ იქნება საჭესთან. მეორე რიგში, არის ახლობლებისთვის მგზავრობის ტრეკის გაგზავნის შესაძლებლობა, რომ მათ იცოდნენ სად და როგორ მიმდინარეობს მარშრუტი. ამის გარდა, მგზავრობის შესახებ სრული ინფორმაცია ინახება სერვისის მონაცემთა ბაზაში. იმ შემთხვევისთვის, თუ მომხმარებელს დასჭირდება უკუ მარშრუტის დანიშვნა ან ავტომობილში დავიწყებული ნივთების დაბრუნება.

ახლა ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ იმუშავონ შეკვეთებთან მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად აირჩიონ მათთვის უფრო ხელსაყრელი შეკვეთები ან მიიღონ მათი ადგილმდებარეობიდან უახლოესი შეკვეთები ავტომატურ რეჟიმში. ეს ფუნქცია ზრდის მძღოლის მუშაობის ეფექტურობას, ამცირებს მოცდენის დროს, ცარიელ გარბენს და ხარჯებს საწვავზე.

„მაქსიმი“ არ აიძულებს მძღოლებს ცვლაში მუშაობას ან ანაზღაურების მისაღებად გეგმის რეალიზებას. სერვისის პარტნიორები დამოუკიდებლად ირჩევენ, თუ როდის იმუშავონ და რამდენი შეკვეთა შეასრულონ. სერვისის საინფორმაციო მომსახურების სარგებლობისთვის მძღოლი იხდის საკომისიოს — 10%-დან თითოეული შეკვეთაზე. დანარჩენი თანხა — მისი სუფთა სრული შემოსავალია.

— იმის გამო, რომ ტაქსის ბაზრის სხვა მოთამაშეები მუშაობენ საქართველოს მხოლოდ მსხვილ ქალაქებში, მცირე დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლები უსამართლოდ არიან მოწყვეტილი თანამედროვე ტექნოლოგიებისაგან. ამიტომ, ამ ბოლო წელს გადავწყვიტეთ მცირედ დასახლებულ რეგიონებში მიგვექცია ყურადღება ჩვენი სერვისის განვითარებისთვის. ქალაქებში ოზურგეთი, ჩხოროწყუ, მარნეული, ტყიბული, ახალციხე და ახალქალაქი ჩვენ ვართ პირველი სერვისი, რომელიც სთავაზობს მოსახლეობას ტაქსის შეკვეთას აპლიკაციის მეშვეობით, რითაც ძალიან მოხარულნი ვართ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობის გეოგრაფიის გაფართოვებას, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობისას ქვეყნის მაცხოვრებლებს და ტურისტებს ყველგან ჰქონდეთ ერთი ჩვეული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა, — განაცხადა სერვის „მაქსიმის“ ხელმძღვანელმა საქართველოში თორნიკე კირკიტაძემ.

მომხმარებლებმა უკვე მოასწრეს სერვისის მოხერხებულობის შეფასება. ახალ ამბავზე „მაქსიმის“ მუშაობის დაწყების შესახებ სოციალურ ქსელებში ისინი პასუხობდნენ კეთილი კომენტარებით და რეპოსტებით. კლიენტებმა, რომლებმაც მსხვილ ქალაქებში უკვე ისარგებლეს სერვისით და შეაფასეს აპლიკაციის მოხერხებულობა, ხაზგასმით აღნიშნეს მისი უპირატესობა.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი