ვინ მუშაობს ტაქსიში? შედგენილია ტაქსის მძღოლის პორტრეტი საქართველოში

ვინ მუშაობს ტაქსიში? შედგენილია ტაქსის მძღოლის პორტრეტი საქართველოში

24 ოქტომბერი, 2023

ტაქსის გამოძახებისას ხშირად ვუფიქრდებით თუ არა, ვინ არის მძღოლი, რომელსაც სასურველ ადგილამდე მივყავართ? "მაქსიმის" სპეციალისტებმა გააანალიზეს სერვისის პარტნიორების მონაცემები და დაასახელეს ყველაზე პოპულარული სახელები, ავტომობილების მარკები, ასევე მძღოლების ასაკი.

"მოვიდა გიორგი, ..." - დიდი ალბათობით, მგზავრობის შეკვეთისას, თქვენ ასეთ შეტყობინებას მიიღებთ, რადგან სერვისის პარტნიორ მძღოლებს შორის გიორგი ყველაზე გავრცელებული სახელია. პოპულარობით მეორე ადგილზეა სახელი დავითი, შემდეგ კი - ირაკლი, ლაშა, მამუკა, ზაზა, ნიკა, ლევანი და ალექსანდრეა.

მძღოლების უმრავლესობა 35 წლამდე ასაკისაა და 50%-ს შეადგენენ, 36-დან 45 წლამდე - 26,5%-ს, ხოლო 46-დან 65 წლამდე ასაკის - მხოლოდ 23,5%-ს. აქედან გამომდინარე, ყველაზე ხშირად მგზავრებს ახალგაზრდა მძღოლები ემსახურებიან.

სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილებს შორის ყველაზე პოპულარული ბრენდი არის Toyota. ამ ბრენდის სხვადასხვა მოდელს ტაქსის მძღოლების 54,3% მართავს. ყველაზე გავრცელებული მოდელია Toyota Prius-ი. პოპულარულ ბრენდებში ასევე შედის Opel-ი, Mercedes-ი და Honda.

— აპლიკაცია "მაქსიმში" მომხმარებელი ნახავს ინფორმაციას მძღოლის შესახებ, როგორც კი ის დაადასტურებს შეკვეთაზე დანიშვნას. ეს ინფორმაცია შეიცავს ტაქსის მძღოლის სახელს, ავტომობილის მარკას, ფერს და სახელმწიფო ნომერს. ამგვარად, მომხმარებლებმა ყოველთვის იციან, ვინ და რა მანქანით წაიყვანს მათ, და მგზავრობისას თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობენ. ახლა, ვინაიდან ვიცით ტიპიური ტაქსის მძღოლის პორტრეტი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით, შეკვეთაზე მოვა 35 წლამდე გიორგი Toyota-ს რომელიმე მოდელით. გთავაზობთ თავად შეამოწმოთ ეს შემდეგი მგზავრობისას ჩვენი სერვისით სარგებლობის დროს, - განაცხადა სერვის "მაქსიმის" ხელმძღვანელმა საქართველოში თორნიკე კირკიტაძემ.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი