რა რჩებათ მგზავრებს საქართველოს ტაქსებში

რა რჩებათ მგზავრებს საქართველოს ტაქსებში

27 ივლისი, 2023

დავიწყებული ნივთების რეიტინგში ლიდერობს ტელეფონი, რომელიც შემთხვევების 33%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა დაკარგული საფულეები - 15,5%. შემთხვევების 10%-ში გასაღებები ავიწყდებოდათ. ლიდერების ხუთეულს ასრულებს ჩანთები და დოკუმენტები თანაბარი წილით — 6% თითოეული. მგზავრებს ასევე ხშირად რჩებათ სათვალეები (4,8%), პლასტიკური ბარათები (2,4%), ტანსაცმელი (2,4%),ქოლგები (2,1%) და ყურსასმენები (2,1%).

იშვიათ და უჩვეულო აღმოჩენებს შორის იყო ჭაღი, მაგიდის ფეხი, გასაშლელი ქანჩის გასაღები, ცეკვის ფეხსაცმელი, ასევე სტომატოლოგიური და სამშენებლო მასალები.

აღსანიშნავია კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი. ყველაზე აქტიურად მგზავრებს ახსენდებოდათ დაკარგული ნივთები და უკავშირდებოდნენ მხარდაჭერის სამსახურს დღის 11 საათიდან 14 საათამდე. შემთხვევათა 63%-ში ნივთები მართლაც დაავიწყდათ მანქანაში, შემდეგ კი დაუბრუნდათ მათ მფლობელებს. დანარჩენ შემთხვევებში, როგორც აღმოჩნდა, მგზავრებს ნივთები სხვაგან დარჩათ.

იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაიბრუნოთ ტაქსიში დავიწყებული ნივთები, უნდა შეხვიდეთ აპლიკაცია "მაქსიმში", გახსნათ მგზავრობების ისტორია, აირჩიოთ ჩატი მძღოლთან, მისწეროთ მას დარჩენილი ნივთის შესახებ და შეთანხმდეთ შეხვედრაზე. ეს ვარიანტი განკუთვნილია მათთვის, ვინც დანაკარგი ავტომობილიდან გადმოსვლისთანავე აღმოაჩინა.

ნივთების დაბრუნების კიდევ ერთი საშუალებაა მხარდაჭერასთან დაკავშირება. ამისათვის გახსენით "მენიუ", შემდეგ აირჩიეთ პუნქტი "მხარდაჭერა" და დაწერეთ მომართვა უკუკავშირის ფორმაში. ასევე შეგიძლიათ დარეკოთ სერვის "მაქსიმის" ნომერზე და დატოვოთ შეტყობინება ოპერატორთან. სერვისის თანამშრომლები დაგეხმარებიან სიტუაციის გარკვევაში და დაკარგული ნივთის დაბრუნებაში.

იმისათვის, რომ არ დაგჭირდეთ თქვენი ნივთების ძებნა, გირჩევთ, ყოველი მგზავრობის შემდეგ ტაქსიდან გადმოსვლამდე შეამოწმოთ, ხომ არაფერი გრჩებათ ავტომობილში.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი