ხუთი წესი მათთვის, ვისაც ნივთები ტაქსში დარჩა

ხუთი წესი მათთვის, ვისაც ნივთები ტაქსში დარჩა

2018 მაისი 8

სერვისი «მაქსიმის» სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სამუშაო დღეებში მგზავრებს ყოველ წუთში ავიწყდებათ თავიანთი ნივთები ტაქსში. ყველაზე ხშირად ისინი სავარძლებზე რჩებათ ან ვერ ამჩნევენ, როგორ უვარდებათ ჯიბიდან. დაკარგული ნივთის დაბრუნება ძალიან ადვილია, თუ იცით ხუთი მარტივი წესი.

1. სერვისი ემხრობა იმ პრინციპს, რომ დაკარგული ნივთი მის მეპატრონეს უნდა დაუბრუნდეს. სერვისის მენეჯერები აფრთხილებენ მძღოლებს ყოველი მგზავრობის შემდეგ ავტომობილის სალონის დათვალიერების აუცილებლობის შესახებ და იგივე შეახსენონ მგზავრებს. მძღოლებმა იციან, რომ დაკარგული ნივთის აღმოჩენისთანავე საჭიროა მგზავრთან დაკავშირება მის დასაბრუნებლად. თუ ამას ვერ ახერხებენ, მათ უნდა მიიტანონ ნაპოვნი ნივთი კომპანიის ოფისში.

2. იმ შემთხვევაში, თუ ტაქსში რაიმე ნივთი დაგრჩათ, 24 საათის განმავლობაში დაურეკეთ ან მიწერეთ მძღოლს ჩატში აპლიკაციაში «მაქსიმი». თუ ტაქსი გამოძახებული იყო ტელეფონით, შეგიძლიათ დაურეკოთ ოპერატორს და სთხოვოთ მძღოლთან დაკავშირება. ოპერატიული უკუკავშირის საშუალებით მგზავრობის მონაწილეებს უფრო ჩქარა უბრუნდებათ მათი ნივთები.

3. იმ შემთხვევაში, თუ დანაკარგს აღმოაჩენთ მგზავრობიდან 24 საათის შემდეგ, უნდა მიმართოთ სერვისი «მაქსიმის» ოფისს. კომპანიის ოფისის მისამართი, ტელეფონი და მუშაობის რეჟიმი მითითებულია საიტზე taximaxim.ge. დაასახელეთ რა დაკარგეთ, მგზავრობის თარიღი და ტელეფონი, რომლიდანაც გაკეთდა შეკვეთა. თუ ნივთი ოფისშია, მას აუცილებლად დაგიბრუნებენ.

4. ოფისში ინახება მძღოლების მიერ ნაპოვნი ყველა ნივთი მალფუჭებადი პროდუქტების გარდა. სერვისს არ გააჩნია სასაწყობე სათავსი, სადაც შეიძლება მათი შენახვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამიტომ საჭიროა, რაც შეიძლება მალე წაიღოთ თქვენი ნივთები.

5. სერვისის მოთხოვნით, ტაქსში დავიწყებული ნივთების მეპატრონეებმა უნდა აუნაზღაურონ მძღოლებს მათი მიწოდების მომსახურება.

სხვათა შორის, ტაქსში ყველაზე ხშირად რჩებათ ტელეფონები, დოკუმენტები და საქაღალდეები, ჩანთები, გასაღებები, ხელთათმანები და ქუდები. ფოთში მგზავრებს დარჩათ ჯინსები, სალარო აპარატი, ლეიბი და თვითმფრინავის ბილეთები. გორში კი მძღოლებმა მგზავრობის შემდეგ იპოვეს ფოტოაპარატი «ზენიტი» და რეზინის ბოტები. თბილისში გულმავიწყ მგზავრებს ტაქსში დარჩათ სურათი და სამზარეულოს ნიჟარა. გირჩევთ, უხერხული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, მანქანიდან გადმოსვლამდე ყოველთვის შეამოწმოთ, ხომ არაფერი გრჩებათ ტაქსში.