«მაქსიმი» საქართველოში 3 წლისაა

«მაქსიმი» საქართველოში 3 წლისაა

5 დეკემბერი, 2017

ტაქსის გამოძახების საერთაშორისო სერვისი «მაქსიმი» საქართველოში მესამე დაბადების დღეს აღნიშნავს. კომპანიაში პირველი ზარი და პირველი შეკვეთა 3 წლის წინ 5 დეკემბერს შემოვიდა.

ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ტაქსის ბაზარზე არაერთი კომპანია მოღვაწეობს, მაგრამ ჩვენი გუნდის მიზანმიმართული და დაუღალავი შრომის შედეგად შევძელით ნდობის მოპოვება და მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

«მაქსიმის» პირველი ოფისები თბილისში გაიხსნა, შემდეგ — რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. ასე, თანდათანობით, გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა და ავამოქმედეთ ოფისები ზუგდიდსა და ფოთში, 2017 წელს კი - გორშიც. დღეისათვის ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» მუშაობს საქართველოს 7 ქალაქში.

თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია მძღოლებისთვის შეთავაზებულმა პირობებმა — არავითარი გრაფიკი და გირაო. საკუთარი ავტომობილისა და არანაკლებ 1 წლის მართვის გამოცდილების მქონე პირებმა, რომლებსაც სურდათ «მაქსიმის» სერვისით სარგებლობა, დაიწყეს შეკვეთების მიღება და კლიენტების მომსახურება. ამაში კი მათ ეხმარებათ აპლიკაცია «Taxsee Driver» - მობილური ოფისი მძღოლის დამოუკიდებელი მუშაობისთვის.

იმისათვის, რომ ავტომობილის შეკვეთა ყველასათვის მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ჩვენთან მოქმედებს ტაქსის გამოძახების რამდენიმე მეთოდი:

- მობილური აპლიკაციით «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება»;

- საიტიდან taximaxim.ge;

- IVR-ის ხმოვანი მენიუს მეშვეობით;

- ოპერატორთან დაკავშირებით ნომრებზე:

თბილისში — (032) 260-60-60;

ქუთაისში — (0431) 25-88-88; (0431) 25-28-48;

რუსთავში — (0341) 24-22-22;

ბათუმში — (0422) 24-00-00; (0422) 29-99-99;

ზუგდიდში — (0415) 22-44-44;

ფოთში — (0493) 22-22-22;

გორში — (0370) 29-29-29.

ყველა ქალაქში, გარდა თბილისისა, ჩართულია Call back (ჩვენ გადმოგირეკავთ).

ჩვენ შევქმენით ორგანიზაციების მომსახურების ეფექტური სისტემა, რომელიც ამავე დროს ძალიან მოქნილია, ამიტომ ბევრი კომპანია სარგებლობს ჩვენი კორპორატიული შეთავაზებით.

გამუდმებით ვაკვირდებით თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას და ვნერგავთ მათ მიღწევებს. ამის დამადასტურებელია ის სიახლეები, რომელთა შესახებ დროდადრო გაცნობებთ საიტიდან taximaxim.ge და ჩვენი გვერდის საშუალებით Facebook-ზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის აზრი და შეფასება. გვსურს ვიყოთ თქვენთვის საიმედო სერვისი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავკარგოთ თქვენი ნდობა.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი