Android-ზე Taxsee Driver-ის ჩამოტვირთვებმა 1 მილიონს მიაღწია

Android-ზე Taxsee Driver-ის ჩამოტვირთვებმა 1 მილიონს მიაღწია

6 апреля 2016 г.

აპლიკაცია Taxsee Driver დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს, ბულგარეთის, რუსეთის, ყაზახეთის და უკრაინის მძღოლებს შორის, რაც ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმის» მოღვაწეობის გეოგრაფიის გაფართოების დამსახურებაა.

აპლიკაციის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მასში მოხდეს კონტაქტ-ცენტრის, ტაქსის სამსახურის ოფისისა და მძღოლების გაერთიანება. სერვისი ისე არის შემუშავებული, რომ მძღოლებმა ოპერატორების მონაწილეობის გარეშე შეძლონ მგზავრობის შეკვეთებთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა მოქმედების შესრულება.

აპლიკაცია Taxsee Driver-ს აქვს თავისებურებების მთელი რიგი, რომლებითაც ის განსხვავდება ტაქსისტების მუშაობისთვის განკუთვნილი სხვა პროგრამებისგან. მასში რეალიზებულია მძღოლების ჩათი. არის მგზავრობის შეფასების შესაძლებლობა, მძღოლს შეუძლია მიუთითოს ისეთი მომენტებიც, როგორიცაა, მაგალითად, გზა გადაკეტილია ან საჭიროა ცვლილებების შეტანა, მგზავრს სალონში რაღაც ნივთი დარჩა. ინფორმაცია მგზავრობის მარშრუტის შესახებ აისახება რუკაზე. აპლიკაციის მეშვეობით მძღოლებს შეუძლიათ ხურდა გადაურიცხონ მგზავრებს და ა.შ.

აპლიკაციას მუდმივად ემატება ახალი სასარგებლო შესაძლებლობები მძღოლებისთვის და ტაქსის სამსახურებისთვის. ასე მაგალითად, მძღოლებს შეუძლიათ შეასრულონ არა მარტო თავისი, არამედ ქალაქის სხვა ტაქსის სამსახურების შეკვეთები (შეკვეთების ბირჟა), ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. ავტომობილის მდგომარეობის გაკონტროლება შესაძლებელია აპლიკაციის საშუალებით ფოტოდათვალიერების გზით. საგანგებო სიტუაციებისთვის დამატებულია «საგანგაშო ღილაკი» და push-შეტყობინებების მხარდაჭერა. გარდა ამისა, სერვისის მუშაობის ხარისხის შესახებ აზრის შესასწავლად ჩართულია მძღოლების ანონიმური ანკეტირების ფუნქცია.

უახლოეს განახლებებში დაგეგმილია ტაქსომეტრის დამატება არაფიქსირებული თანხით მგზავრობებისთვის, შეკვეთაზე მოთხოვნის გაგზავნამდე მგზავრობის მარშრუტის რუკაზე დათვალიერების შესაძლებლობა და ასევე შეკვეთების შესახებ ინფორმაციის სტრუქტურის გადამუშავება.