როგორ შეგიძლიათ დაზოგოთ ტაქსით მგზავრობის ხარჯი შობა-ახალ წელს

როგორ შეგიძლიათ დაზოგოთ ტაქსით მგზავრობის ხარჯი შობა-ახალ წელს

25 décembre 2023

სერვის „მაქსიმში“ გვიამბეს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ტაქსით მგზავრობის ღირებულება დღესასწაულებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო და რომელ საათებში სჯობს მგზავრობის შეკვეთა, რომ ავტომობილი მოვიდეს უფრო სწრაფად და იმგზავროთ უფრო იაფად.

დღესასწაულების პერიოდში ტაქსის გამოძახება 2-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ჩვეულებრივ დროს. ხალხი მიდის მაღაზიებში, კორპორატიულ წვეულებებზე და ღონისძიებებზე, ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად. მანქანის მფლობელებს შორის ბევრია ისეთი, ვისაც სურს გართობა და არა საჭესთან ჯდომა, ამიტომ ტაქსით მგზავრობას ირჩევენ. გაზრდილი მოთხოვნა მომსახურების ფასზე ახდენს გავლენას.

ტაქსებზე მაღალი მოთხოვნის საათებში სერვის „მაქსიმში“ ირთვება კოეფიციენტი, რომელიც ზრდის მგზავრობის ღირებულებას. ეს მოტივაციას უქმნის ტაქსის მძღოლებს, რომ შეასრულონ შეკვეთები მაშინ, როდესაც სხვები ისვენებენ, მგზავრებს კი გადაადგილების საშუალებას აძლევს. თუ ტაქსის ისეთ დროს გამოიძახებთ, როდესაც მოთხოვნა ჯერ არ არის გაზრდილი, თქვენ შეძლებთ მგზავრობის ღირებულების 30%-დან 50%-მდე დაზოგვას.

სერვისის გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ წელს ტაქსებზე განსაკუთრებული მოთხოვნა 29-30 დეკემბერს საღამოს და ღამის საათებში იქნება, რამაც შესაძლოა ფასების 1,5-ჯერ მატება გამოიწვიოს. მოთხოვნა მაქსიმუმს მიაღწევს 31 დეკემბრის საღამოდან 2 იანვრის დილამდე, როდესაც ყველა ახალ წელს აღნიშნავს. ამ პერიოდში ტაქსებზე შეიძლება ორმაგი ტარიფი მოქმედებდეს. მოთხოვნის განმეორებითი ზრდა მოსალოდნელია 7 იანვრის საღამოდან, შობის დღესასწაულზე, რასაც შესაძლოა მოყვეს ფასების 1,5-ჯერ მატება. მდგომარეობა ნორმალურ რეჟიმს 8 იანვრის შემდეგ დაუბრუნდება.

ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ სტანდარტულ ფასად იმგზავროთ, თუ შეკვეთას გააფორმებთ ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, პარასკევს დღის საათებში, 2 იანვრის შემდეგ და 7 იანვარს დღისით. იმ ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი ხარჯების დაზოგვა ტრანსპორტზე, საშუალება აქვთ ამის გათვალისწინებით დაგეგმონ მგზავრობები. აპლიკაცია „მაქსიმში“ ყოველთვის შეიძლება მითითებულ მარშრუტზე მგზავრობის აქტუალური ღირებულების გამოთვლა.

არის სიტუაციები, როდესაც პრიორიტეტში ტაქსის მიწოდების სიჩქარეა. აპლიკაციის მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ უფრო მალე გაემგზავრონ, შეუძლიათ დამოუკიდებლად გაზარდონ მგზავრობის ფასი. ეს შეკვეთას უფრო მიმზიდველს და პრიორიტეტულს გახდის მძღოლებისთვის.

შობა-ახალ წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადღესასწაულო განწყობაზე ყოფნა. „მაქსიმმა“ უკვე დაიწყო საქართველოს მოსახლეობის მილოცვა აპლიკაციაში ზამთრის თემის ჩართვით. ახლა შეგიძლიათ აირჩიოთ საახალწლო აპლიკაციის აიკონი, კომპანიის ლოგოს სანტა კლაუსის ქუდი ახურავს, ეკრანზე თოვლის ფიფქები ცვივა, მგზავრობის შემდეგ კი მილოცვის შეტყობინება ჩნდება. სერვისი დაგეხმარებათ, რომ ყველგან დროულად მიხვიდეთ და დღესასწაულები საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშნოთ.