«მაქსიმი» დღესასწაულებზეც თქვენს გვერდითაა

«მაქსიმი» დღესასწაულებზეც თქვენს გვერდითაა

April 19, 2017

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყოველთვის მოუთმენლად ველოდებით და განსაკუთრებულად ვემზადებით მისთვის. იმისათვის, რომ სააღდგომო დღეებში ადამიანებს უპრობლემოდ შეძლებოდათ გადაადგილება, კომპანია «მაქსიმმა» მოიწვია მძღოლების დიდი რაოდენობა იმ ქალაქებში, სადაც მუშაობენ ჩვენი ოფისები. ჩვენს მოწოდებას არაერთი მძღოლი გამოეხმაურა. დღეს წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს, ბატონ გიორგი ეჟიშვილს.

— მოგესალმებით, ბატონო გიორგი. როგორც წესი, დღესასწაულებზე ადამიანები დასვენებას ამჯობინებენ. თქვენ ხშირად გამოდიხართ სამუშაოდ ასეთ დროს?

— დიახ. მე დასვენებასაც ვასწრებ და კლიენტების მომსახურებასაც. დღესასწაულების დროს ბევრი შეკვეთაა და დამატებითი შემოსავლის მიღების კარგი შესაძლებლობაა.

— სააღდგომო დღეებშიც მუშაობდით?

— დიახ, ვმუშაობდი. ყველას ხომ არ ჰყავს საკუთარი მანქანა, ამიტომ ბევრს ტაქსი სჭირდება.

— ბატონო გიორგი, რა უპირატესობა აქვს დღესასწაულებზე მუშაობას? რა შეგიძლიათ თქვათ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე?

— საერთოდ, დღესასწაულებზე მუშაობის პერიოდში შენც დგები ხალხის ბედნიერების ფერხულში. აღდგომის დღეებში კი მათი ტკივილის და სიხარულის თანაზიარი ხდები. ხოლო, გამომდინარე იქიდან, რომ გამოძახებების რაოდენობა ასეთ დროს იზრდება, შემოსავალიც უფრო მეტია. მინუსი ის არის, რომ ხანხადახან ნასვამ მგზავრებს შორის ცოტა შარიანებიც გვხვდებიან.

— თქვენს მგზავრებს არ უკვირდათ, რომ მაშინ, როცა მთელი ქვეყანა აღდგომას აღნიშნავდა, თქვენ სამუშაოდ იყავით გამოსული და შეკვეთებს იღებდით?

— პირიქით, მგზავრები გახარებულები იყვნენ, ზოგი იმით, რომ საცობების მიუხედავად ჰქონდათ საშუალება კომფორტულად ემგზავრათ მათთვის სასურველი მიმართულებით, ზოგი კი იმით, რომ ფხიზლებს გვხედავდნენ. გვიქებედნენ კიდევაც საქციელს და მადლიერებას გამოთქვამდნენ იმისათვის, რომ ასეთ დროს მუშაობა არ შეგვიჩერებია.

— რაიმე საინტერესო ისტორიას ან კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით?

— კურიოზი ბევრი იყო. ერთხელ, მაგალითად, მთვრალი მგზავრი ვერ ცნობდა თავის სახლს.

— ბატონო გიორგი, რას უსურვებთ საქართველოს მოსახლეობას?

— საქართველოს მოსახლეობას ვუსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ხვავს, ბარაქას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უფლის სიყვარულს, მეტ თანადგომას და პატივისცემას ერთმანეთის მიმართ. მრავალ აღდგომის დღესასწაულს დაესწარით!