«მაქსიმი» უკვე 12 წლისაა!

«მაქსიმი» უკვე 12 წლისაა!

2016 თებერვალი 19
  კომენტარები

19 თებერვალს ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმის» ფილიალების ქსელს 12 წელი შეუსრულდა. დღეს კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ბრენდს, რომელიც ცნობილია რუსეთის, საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთის და ბულგარეთის 126 ქალაქში.

«მაქსიმი» ქმნის ტაქსის გამოძახების ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რაც მომსახურებას უფრო თანამედროვეს, ხელმისაწვდომს და უსაფრთხოს ხდის. ჩვენ ყოველ წელს ვაუმჯობესებთ ჩვენს სერვისს და ის ხელმისაწვდომი ხდება ახალი ქვეყნებისა და ქალაქების მოსახლეობისათვის.

2015 წლის და 2016 წლის თვენახევრის განმავლობაში ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი მოღვაწეობის გეოგრაფია და დავიწყეთ მუშაობა რუსეთის, ყაზახეთის და საქართველოს 37 ქალაქში, ასევე ჩვენთვის ახალ ქვეყანაში — ბულგარეთში. ყველა ქალაქში ვიცავთ მომსახურების ერთნაირ სტანდარტებს. სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მოგზაურობისას ადამიანებს შეუძლიათ ისარგებლონ მათთვის ჩვეული სერვისით.

მობილურ აპლიკაციაში «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» დავამატეთ ახალი ფუნქციონალი: მგზავრობის შეფასების, შაბლონის შექმნის, მარშრუტის რედაქტირების და სხვა ქალაქში ტაქსის გამოძახების შესაძლებლობა. აპლიკაცია კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა და Android-ისთვის ტაქსის გამოძახების სერვისების მომხმარებლებისგან მიიღო უმაღლესი შეფასება — 4,4. მას მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს!

ვულოცავთ თანამშრომლებს და მადლობას ვუხდით მძღოლებსა და მგზავრებს, რომლებიც ჩვენი კომპანიის ერთგულნი არიან. თქვენ გვეხმარებით განვითარებაში და გვაძლევთ მოტივაციას ახალი მიღწევებისთვის.

გამგზავრების დროა!