ტაქსებში ყველაზე ხშირად დარჩენილი ნივთები

ტაქსებში ყველაზე ხშირად დარჩენილი ნივთები

5 ნოემბერი, 2020

ტაქსის გამოძახების სერვის „მაქსიმის“ ანალიტიკოსები გთავაზობენ სტატისტიკას იმის შესახებ, თუ ყველაზე ხშირად რა ნივთები რჩებათ მგზავრებს ავტომობილებში.

ამ წლის დასაწყისიდან ნოემბრის ჩათვლით ავტომობილში ნივთის დარჩენის შესახებ სულ 2422 შეტყობინება შემოვიდა. აქედან უმეტესობა ბათუმზე მოდის, პროცენტულად ზღვისპირა ქალაქში ასეთი შემთხვევების 37.4% ფიქსირდება. ბათუმს საქართველოს დედაქალაქი თბილისი მოყვება 30.1 პროცენტით. ამ მონაცემებით მესამე ადგილზე ქუთაისია - 17.5 %. შემდეგ ჩამონათვალში შედარებით მცირერიცხოვანი ქალაქები არიან, სადაც „მაქსიმის“ სერვისი ფუნქციონირებს: რუსთავი 4.4%, ფოთი 2.8%, გორი 2.7%, ზუგდიდი 2.5 %, ქობულეთი 1.1 %, ზესტაფონი 1.0 %.

ყველაზე ხშირად მგზავრებს ავტომობილში მობილური ტელეფონები რჩებათ, შეტყობინებების საერთო რაოდენობიდან 27% სწორედ მობილურის დაკარგვაზე შემოდის. ასევე ხშირად კარგავენ საფულეს - 8% და გასაღებს -7.5%. სხვა დაკარგული ნივთების პროცენტული გადანაწილება ასეთია: საბანკო ბარათები და სხვადასხვა ტიპის საბუთები - 5%, სათვალე 4%, ჩანთები ან ზურგჩანთები 4%.

საგულისხმოა, რომ მგზავრებს ავტომობილში არამარტო მცირე ზომის, არამედ ისეთი ნივთებიც რჩებათ როგორიცაა მაგალითად საბავშვო სკუტერი, გიტარა, ქოლგა ან ფეხსაცმელი.

სერვის „მაქსიმის“ წესების მიხედვით ავტომობილში დარჩენილი ნივთი მფლობელს უნდა დაუბრუნდეს. თუ თქვენ ტაქსში რაიმე ნივთი დაგრჩათ, 24 საათის განმავლობაში დაურეკეთ ან მიწერეთ მძღოლს ჩატში აპლიკაციაში «მაქსიმი». თუ ტაქსი გამოძახებული იყო ტელეფონით, შეგიძლიათ დაურეკოთ ოპერატორს და სთხოვოთ მძღოლთან დაკავშირება. ოპერატიული უკუკავშირის საშუალებით მგზავრობის მონაწილეებს უფრო ჩქარა უბრუნდებათ მათი ნივთები. იმ შემთხვევაში, თუ დანაკარგს აღმოაჩენთ მგზავრობიდან 24 საათის შემდეგ, უნდა მიმართოთ სერვისი «მაქსიმის» ოფისს. კომპანიის ოფისის მისამართი, ტელეფონი და მუშაობის რეჟიმი მითითებულია საიტზე taximaxim.ge.

რუბრიკები

არქივი