«მაქსიმმა» დანერგა ტარიფები დისტანციური შესყიდვებისა და მიწოდებისთვის

«მაქსიმმა» დანერგა ტარიფები დისტანციური შესყიდვებისა და მიწოდებისთვის

8 აპრილი, 2020
#მაქსიმი#სერვისი#სერვისიმიწოდება

ახლა სერვისის მომხმარებლებს შეუძლიათ კურიერის მომსახურების შეკვეთა, ასევე სთხოვონ მძღოლებს საჭირო ნივთების ყიდვა და მოტანა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოსალოდნელია, რომ შესაბამისი ტარიფები განსაკუთრებით აქტუალური იქნება.

ტარიფები «კურიერი» და «გიყიდით და მოგიტანთ» მოქმედებს საქართველოს ყველა ქალაქში, სადაც სერვისი ახორციელებს თავის საქმიანობას: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზესტაფონში, ზუგდიდში, ქობულეთში, ბათუმსა და ფოთში. ფასით «კურიერი» შეესაბამება ტარიფ «ეკონომს» და გულისხმობს სადარბაზომდე/სახლამდე მიტანას. შეკვეთის სურვილებში შეგიძლიათ მონიშნოთ «კარიდან კარამდე», რომლის ღირებულებაც შეადგენს 1 ლარს. კომენტარებში მიეთითება დამატებითი ინფორმაცია, მაგალითად, კონკრეტულად რისი მოტანა არის საჭირო.

«გიყიდით და მოგიტანთ» ტარიფ «ეკონომზე» უფრო ძვირია1 ლარით - ეს არის დანამატი შესყიდვის დამატებითი მომსახურებისთვის. კომენტარში უნდა მიუთითოთ სასურველი საქონლის სია, შემდეგ კი გადარიცხოთ მათ შესაძენად საჭირო თანხა მძღოლის საბანკო ბარათზე. შესყიდვის შემდეგ მძღოლი წარმოგიდგენთ ჩეკს.

ახლა მოქალაქეები მძღოლების მეშვეობით აგზავნიან ამანათებს, პირად ნივთებს, სთხოვენ კაფედან ან რესტორნიდან კერძების მოტანას. ყველაზე პოპულარული საყიდლებია – სურსათი, სააფთიაქო საქონელი, რომელიც გაიცემა რეცეპტების გარეშე, და პირველადი მოხმარების ნივთები. შემდგომში, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება, ეს ტარიფები შენარჩუნდება. ვიმედოვნებთ, რომ მათზე მოთხოვნა კარანტინის შემდეგაც იქნება, – ამბობს საქართველოში სერვის «მაქსიმის» რეგიონალური დირექტორი თორნიკე კირკიტაძე.

ახალი ტარიფებით შეკვეთების გაფორმება შეგიძლიათ არა მარტო თქვენთვის, არამედ სხვისთვისაც. ამისათვის საჭიროა სურვილებში მიუთითოთ ამ ადამიანის ტელეფონის ნომერი, რომ მას შეეძლოს მძღოლთან საუბარი და შეტყობინებების მიღება. ოპცია გამოგადგებათ, მაგალითად, როდესაც გსურთ გამოხატოთ მზრუნველობა თქვენი ნათესავების მიმართ და გაუგზავნოთ მათ საჭირო ნივთები ან გაუკეთოთ სიურპრიზი მეგობრებს

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში მძღოლები იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ პროფილაქტიკურ ზომებს.

რუბრიკები

არქივი