16 სექტემბერს სკოლის მიმართულებით გაფორმებულ ტაქსის შეკვეთათა რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა

16 სექტემბერს სკოლის მიმართულებით გაფორმებულ ტაქსის შეკვეთათა რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა

17 სექტემბერი, 2019
#ტაქსი#მაქსიმი#სწავლისპირველიდღე#გაზრდილიგამოძახებები#ბავშვებთანერთადმგზავრობა#taxi#maxim#შენიკომპანია

ტაქსის გამოძახების სერვისი „მაქსიმის“ სტატისტიკის მიხედვით, სწავლის პირველ დღეს სკოლის მიმართულებით ჩვეულზე 4-ჯერ მეტი შეკვეთა გაფორმდა, რაც ბავშვებთან ერთად მგზავრობით იყო განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ სერვისით სარგებლობისას დამატებით ინფორმაციად არასრულწლოვანთან ერთად გადაადგილებას სულ უფრო მეტი მომხმარებელი უთითებს, ეს ნიშნავს რომ საზოგადოება დიდ ყურადღებას აქცევს უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას და ითვალისწინებს მომსახურების ხარისხს.

„შვილებთან ერთად მუდმივად სადღაც მიგეჩქარება, განსაკუთრებით სკოლის პერიოდში, ამ დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება საკმაოდ არაკომფორტულია. ტაქსის გამოძახებისას ბავშვებთან ერთად ფეხით სიარული არ მიწევს და გზად საქმეებზე შერბენასაც ვასწრებ. მაგალითად, „მაქსიმის“ აპლიკაციით ერთდროულად ვუთითებ რამდენიმე მისამართს და კომფორტულად ვმგზავრობ წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით,-“ ეკა წერეთელი.

ამასთან, იმატა იმ შეკვეთათა რიცხვმა, რომლებიც მხოლოდ ბავშვებისთვის, მშობლის გარეშე ტაქსით გადაადგილებისას ფორმდება. რაც, მომხმარებელთა თქმით, „მაქსიმთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობით, თანამედროვე მომსახურებითა და სანდოობის მაღალი ხარისხითაა განპირობებული.

ნინა ჩილინდრიშვილი 8 წლის ნიტას ტაქსით დამოუკიდებლად გადაადგილების უფლებას აძლევს, მეტი სიმშვიდისთვის კი აპლიკაციას იყენებს:

„სამსახურის გამო ვერ მოვახერხე, რომ შვილი სკოლაში წამეყვანა. ვნერვიულობდი, მარტო გაშვება არ მინდოდა და ამ დროს გამახსენდა „მაქსიმი“, რომლის სერვისითაც ხშირად ვსარგებლობ. აპლიკაციით გავაფორმე გამოძახება და დანიშნულების ადგილამდე თვალი ვადევნე ტაქსის გადაადგილებას, მიდგომამ ნამდვილად გაამართლა.“

მოგეხსენებათ, „მაქსიმის“ აპლიკაციით შეგიძლიათ პირდაპირ რეჟიმში გაეცნოთ ტაქსის გადაადგილების მარშრუტს, მძღოლის მისვლის დროსა და ტარიფს.