„მაქსიმი“ საქართველოში მოღვაწეობის 4 წლისთავს აღნიშნავს

„მაქსიმი“ საქართველოში მოღვაწეობის 4 წლისთავს აღნიშნავს

2018 დეკემბერი 5

საერთაშორისო სერვისი «მაქსიმი» საქართველოს ტაქსის ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა. პირველი ოფისი თბილისში გაიხსნა, მოგვიანებით კი კიდევ 6 ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში. ოთხწლიანი მუშაობის შედეგად ათასობით ადამიანი გახდა სერვის „მაქსიმის“ მომხმარებელი. მგზავრები, მათთვის მოსახერხებელი მეთოდით, ქმნიან შეკვეთებს, რომლებიც სერვის „მაქსიმის“ მეშვეობით გადაეცემათ შემსრულებელებს – მძღოლებს.

„მაქსიმი“ მუდმივად განაგრძობს ტექნოლოგიურ განვითარებას, რაც ხელს უწყობს მომსახურების გაუმჯობესებას და აადვილებს მის ხელმისაწვდომობას.

აპლიკაცია „Taxsee Driver“ არის მობილური ოფისი მძღოლის დამოუკიდებლად მუშაობისთვის. ამ აპლიკაციით სარგებლობენ საკუთარი ავტომობილისა და მართვის გამოცდილების მქონე მძღოლები, რომლებსაც უნდათ შეკვეთების მიღება და ტაქსით მომსახურების გაწევა. ამგვარად, ისინი გამოიმუშავებენ ფულს მათთვის სასურველ დროს, გრაფიკისა და გირაოს გარეშე.

მოსახლეობაში ძალიან პოპულარულია კლიენტისთვის განკუთვნილი აპლიკაცია „მაქსიმი: ტაქსის გამოძახება“. მისი მეშვეობით ტაქსის გამოძახება შეიძლება ძალიან სწრაფად და მარტივად. აპლიკაციას დაემატა ახალი შესაძლებლობები, მაგალითად: მგზავრობის ღირებულების გადახდა საბანკო ბარათის მეშვეობით, აქტიური შეკვეთის ეკრანზე მძღოლის ძებნის დაჩქარება ონლაინ, ავტომობილის მოძრაობაზე თვალის დევნა რუკაზე, ტარიფი „სატვირთო“ და ა.შ.

იმისათვის, რომ კლიენტმა შეძლოს ტაქსის გამოძახება ნებისმიერ ამინდში, დღესასწაულზე და დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ჩვენთან მოქმედებს ტაქსის გამოძახების შემდეგი მეთოდები:

- მობილური აპლიკაციით «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება»;

- საიტიდან taximaxim.ge;

- IVR-ის ხმოვანი მენიუს მეშვეობით;

– ფეისბუქის მეშვეობით;

- ოპერატორთან დაკავშირებით ნომრებზე:

თბილისში — (032) 260-60-60;

რუსთავში — (0341) 24-22-22;

ქუთაისში — (0431) 22–22–22;

ბათუმში — (0422) 24-00-00;

ზუგდიდში — (0415) 22-44-44;

ფოთში — (0493) 22-22-22;

გორში — (0370) 29-29-29.

მადლობას გიხდით „მაქსიმის“ ერთგულ კლიენტებს – მგზავრებს და მძღოლებს! ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ თქვენზე და ამას მოწმობს ჩვენი სერვისის ყოველი სიახლე და ის აქციები, რომლებსაც ხშირად გთავაზობთ.

ყველა თანამშრომელს გილოცავთ კომპანიის მე-4 დაბადების დღეს! გისურვებთ ახალ იდეებს, წინსვლას და წარმატებებს!