9 აპრილი — ერის ერთსულოვნების დღე

9 აპრილი — ერის ერთსულოვნების დღე

2018 აპრილი 9

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა. სწორედ მაშინ, 1989 წელს, ქვეყნის დამოუკიდებლობას ჩაეყარა საფუძველი. 1991 წლის 9 აპრილს კი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს მამულიშვილების თავდადება, რომელთა სახელები მუდამ დარჩება სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის მაგალითად. ისინი საქართველოს გმირები არიან. ღმერთმა გაანათლოს მათი უკვდავი სულები. უფლის ძალა და ღვთისმშობლის კალთა ფარავდეს ჩვენს სამშობლოს.