სერვისი «მაქსიმის» აპლიკაცია iOS-ის 2 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ჩამოტვირთა

სერვისი «მაქსიმის» აპლიკაცია iOS-ის 2 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ჩამოტვირთა

2018 თებერვალი 27

«მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» მიიჩნევა ავტომობილების გამოძახების ერთ-ერთ საუკეთესო სერვისად iPhone-სთვის და iPad-სთვის. App Store-ში აპლიკაცია შედის ამ კატეგორიის ლიდერების რიცხვში მომხმარებელთა შეფასებით 4,3.

iPhone-ის მფლობელები აქტიურად იყენებენ აპლიკაციას. მისი მეშვეობით ერთი თვის განმავლობაში მომხმარებლების 65%-მა ერთხელ მაინც შეუკვეთა ავტომობილი. iOS-ზე დაყენებული აპლიკაციიდან ჯამში შემოდის შეკვეთების 45%.

აღსანიშნავია, რომ 2 მილიონი — ეს არის iOS -ზე აპლიკაციის გადმოწერის მხოლოდ სავარაუდო რაოდენობა. მომხმარებელთა უმრავლესობა თავს იკავებს ანალიტიკური მონაცემების გაგზავნისგან და სტატისტიკაში მათი აღრიცხვა არ ხდება. აპლიკაციის დაყენების ფაქტობრივი რაოდენობა 2-3-ჯერ უფრო მეტია და შეედრება Android-ის ვერსიის მონაცემებს, რომელსაც უკვე 6 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს. Windows Phone-ის ოპერაციული სისტემა ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ მასზე აპლიკაციის დაყენების რაოდენობაც ნაკლებია.

«მაქსიმი» ისწრაფვის იმისკენ, რომ გახადოს ავტომობილების შეკვეთა უფრო მარტივი და მოხერხებული. სერვისი მუდმივად ცდილობს აპლიკაციის გაუმჯობესებას. მისი პოპულარობის ზრდა და მომხმარებელთა მაღალი შეფასება არის დეველოპერების წარმატების ერთ-ერთი მაჩვენებელი.