გეოლოკაციის ნიშანი

გეოლოკაციის ნიშანი

2017 ნოემბერი 29

საქართველოში სერვისი «მაქსიმის» ლოგოტიპი ყველასათვის კარგად არის ცნობილი. ამ ბოლო დროს ბევრი შეამჩნევდა ავტომობილებზე მის ცალკეულ ელემენტს — გეოლოკაციის ნიშანს. ეს არის წითელი ფერის სტიკერი, რომელიც განთავსებულია საქარე მინის მარჯვენა მხარეს ზედა კუთხეში. ის არ უშლის ხელს ხილვადობას არც მგზავრს და არც მძღოლს.

აღნიშნული სტიკერი ნიშნავს, რომ ავტომობილის მძღოლი სარგებლობს «მაქსიმის» სერვისით, ავტომობილს გავლილი აქვს დათვალიერება კომპანიის ოფისში და მძღოლი დაშვებულია შეკვეთების შესასრულებლად.

გეოლოკაციის ნიშნის მეშვეობით მგზავრები, რომლებიც ელოდებიან ტაქსს, უფრო სწრაფად პოულობენ შეკვეთაზე მისულ ავტომობილს, მათ არ უწევთ მისი ძებნა, მაგალითად, ისეთ ადგილას, სადაც უამრავი სხვადასხვა მანქანაა. ეს მძღოლებისთვისაც ძალიან მოსახერხებელია, რადგან მცირდება ლოდინი იმ მომენტებს შორის, როდესაც მგზავრები გამოვიდნენ შენობიდან და ჩასხდნენ ავტომობილში. ასე მათ დრო ეზოგებათ და დღის განმავლობაში რამდენიმე მგზავრობის შემდეგ აქვთ შესაძლებლობა შეასრულონ კიდევ ერთი შეკვეთა.

სტიკერის გაკვრა შეუძლია ნებისმიერ მძღოლს, რომელიც სარგებლობს აპლიკაციით «Taxsee Driver» მისი სურვილისამებრ. ამისათვის მან უნდა მიაკითხოს «მაქსიმის» ოფისს. გეოლოკაციის ნიშანს აკრავს მენეჯერი ავტომობილის დათვალიერების შემდეგ.