სერვისი „მაქსიმი“ აჩქარებს  ავტომობილების მიწოდებას მგზავრებისთვის

სერვისი „მაქსიმი“ აჩქარებს ავტომობილების მიწოდებას მგზავრებისთვის

24 ივლისი, 2017

ახალი შესაძლებლობა ხელმისაწვდომია აპლიკაცია „მაქსიმი: ტაქსის გამოძახების“ მომხმარებლებისთვის სერვისის მუშაობის შვიდივე ქვეყანაში.

მძღოლები ხალისით იღებენ შეკვეთებს, რომელზე მისასვლელადაც მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდებათ. რაც უფრო მცირეა ცარიელი გარბენი - ავტომობილით მოძრაობა კლიენტის გარეშე, მით უფრო ნაკლები ხარჯი აქვთ მძღოლებს და მეტი ხელსაყრელი შეკვეთის შესრულება შეუძლიათ მათ, მგზავრები კი ავტომობილს მინიმალურ ფასად ღებულობენ. თუმცა ამ სიტუაციას აქვს ერთი მინუსი, რომელიც მთელ დარგს უქმნის პრობლემას: ცარიელი გარბენის შემცირებისაკენ სწრაფვისას, სასურველ შეკვეთამდე მძღოლებს უფრო დიდხანს უწევთ ლოდინი და მათი მოცდენის დრო იზრდება.

სხვადასხვა სერვისები ცდილობენ დაარეგულირონ მოთხოვნილებები და მათი შესაბამისი შეთავაზებები, ზრდიან მგზავრობის ღირებულებას იმ ადგილებიდან, სადაც არ არის ავტომობილები. პრაქტიკაში კი ამას ხშირად მოყვება სპეკულაცია. მძღოლები ელოდებიან, როდის გაიზრდება შეკვეთების რაოდენობა, მათი ფასი, და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ შეკვეთების აღებას. ასეთ შემთხვევებში მგზავრი იძულებულია უფრო ძვირად იმგზავროს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მარშრუტი არ არის დამოკიდებული ცარიელ გარბენზე და ავტომობილი არის ახლოს.

სერვისმა „მაქსიმმა“ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება. თუ ახლოს არ არის თავისუფალი ავტომობილები, აპლიკაცია „მაქსიმი: ტაქსის გამოძახება“ შესთავაზებს მგზავრს აირჩიოს მძღოლი, რომელიც მისგან შორს იმყოფება და ელოდება შეკვეთებს. თუ მგზავრს სურს, რომ მძღოლი უფრო მალე მივიდეს მისამართზე, მას შეუძლია დათანხმდეს ავტომობილის მიწოდების დაჩქარებაზე და მძღოლის რეალური ხარჯების დამატებით ანაზღაურებაზე. ან შეუძლია თქვას უარი და განაგრძოს ახლოს მყოფი თავისუფალი მძღოლის ლოდინი.

სერვის „მაქსიმში“ მგზავრები ადრეც სარგებლობდნენ მომსახურებით „სასწარაფოობა“, რის მეშვეობითაც მათ შეეძლოთ მგზავრობის ფასის დამოუკიდებლად გაზრდა იმისათვის, რომ მძღოლისთვის უფრო მიმზიდველი გამხდარიყო შეკვეთა. ახალი ფუნქცია კი აძლევს მათ საშუალებას, ზუსტად იცოდნენ დამატებითი ანაზღაურების თანხა მძღოლის ადგილმდებარეობის მიხედვით.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი