სკოლის ბანკეტების დროა!

სკოლის ბანკეტების დროა!

2017 ივნისი 12

დასრულდა სასწავლო წელი და სკოლის კურსდამთავრებულთა ცხოვრებაში დაიწყო მათთვის უმნიშვნელოვანესი დღეები. გამოსაშვები საღამო — ერთ-ერთი მათგანია. ეს ის მოვლენაა, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ელოდებიან. ამაღელვებელია წინა სამზადისი — სამოსის ყიდვა, სილამაზის სალონში ვიზიტი, რესტორნის შერჩევა, ფოტო/ვიდეო გადაღების დაგეგმვა, ავტომობილების დაქირავება, შემდეგ კი ბანკეტზე წყვილებად მისვლა, მშობლებისა და მასწავლებლების მიყვანა.

როგორც დღესასწაულებზე, ამ პერიოდშიც ტაქსის გამოძახების სერვისში ზარები დიდი რაოდენობით შემოდის. საქართველოში უკვე ბევრმა იცის, რომ ჩვენი სერვისით სარგებლობენ კეთილსინდისიერი და გამოცდილი მძღოლები, რომლებიც ხელმისაწვდომ ფასად ემსახურებიან მგზავრებს საკუთარი სუფთა და მოწესრიგებული ავტომობილებით. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდები, ასევე მათი მშობლები, ირჩევენ «მაქსიმს».

ლამაზები და ხალისიანები გამოსაშვებ საღამოზე თანატოლებთან შესახვედრად კომფორტული მანქანებით მიდიან.

ხშირ შემთხვევაში რესტორნის შემდეგ სკოლადამთავრებულები მხიარულებას აგრძელებენ რომელიმე თანაკლასელის ოჯახში ან სხვა, წინასწარ დაგეგმილ ადგილას — ქალაქში, ზღვის სანაპიროზე, ბუნებაში. ამ დროს ემოციებით აღსავსე ახალგაზრდების მხრიდან არსებობს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის საფრთხე. ამიტომ ჩვენი კლიენტები იძახებენ ტაქსი «მაქსიმს». მძღოლები მზად არიან შეასრულონ შეკვეთა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში — იქნება ეს გვიანი ღამე თუ ადრიანი დილა. ამდენად, ახალგაზრდები მშვიდობით და მოულოდნელი «თავგადასავლების» გარეშე მიემგზავრებიან სასურველ ადგილას, მათი მშობლები კი მშვიდად გრძნობენ თავს, რადგან ენდობიან «მაქსიმს» და არ უწევთ ნერვიულობა შვილების უსაფრთხოებაზე.

აღსანიშნავია, რომ ძალიან მოსახერხებელია ტაქსის გამოძახება მობილური აპლიკაციით «მაქსიმ: ტაქსის გამოძახება». ტელეფონი ხომ ყველას ყოველთვის თან აქვს და არ არის იმის აუცილებლობა, რომ ხმაურიან დღესასწაულზე ადამიანმა ტელეფონით ესაუბროს ოპერატორს.

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» ყველა მეთორმეტეკლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებს და დასახული მიზნების მიღწევას!