გილოცავთ ნათლისღებას!

გილოცავთ ნათლისღებას!

2017 იანვარი 19

ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს აღნიშნავს. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას! მუდამ გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა მოგცეთ სიყვარული და, რაც მთავარია, რწმენა არასოდეს დაგეკარგოთ. შეგეწიოთ ნათლისღების ძალა და მადლი თქვენ და თქვენს ოჯახებს!

რუბრიკები

არქივი