ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» საქართველოში 2 წლის გახდა

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» საქართველოში 2 წლის გახდა

5 დეკემბერი, 2016
города

2014 წელს, თბილისში, ნონეშვილის ქუჩაზე გავხსენით ჩვენი პირველი ოფისი, 2015 წლის იანვარში კი ავამოქმედეთ მეორე ოფისი საირმის ქუჩაზე. იმავე წელს გავხსენით ოფისები რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. მიმდინარე წლის მარტში ავამოქმედეთ კიდევ ერთი ოფისი ზუგდიდში, აგვისტოში კი - ფოთში. ქალაქის მიხედვით ოფისების მისამართები და სამუშაო საათები შეგიძლიათ იხილოთ საიტზე taximaxim.ge განყოფილებაში «კონტაქტები».

ამ ხნის განმავლობაში «მაქსიმი» ბევრმა გაიცნო და შეიყვარა. ჩვენმა კომპანიამ მოიპოვა მომხმარებლის ნდობა გამოცდილი მძღოლების, მოწესრიგებული ავტომობილების, სწრაფი მიწოდებისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ კლიენტების აზრს, მუდმივად ვზრუნავთ სერვისის მოდერნიზებაზე და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მგზავრებმა მიიღეს შესაძლებლობა მარტივად გამოიძახონ ტაქსი, მძღოლებმა კი მიიღეს შესაძლებლობა შეასრულონ შეკვეთები საკუთარი ავტომობილებით მათთვის მოსახერხებელ დროს და გამოიმუშაონ სასურველი თანხა.

თბილისში უახლესი ტექნიკით მოწყობილ კონტაქტ-ცენტრში დასაქმებული ოპერატორები იღებენ ზარებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

ტაქსის გამოძახების ტელეფონის ნომრებია:

თბილისში — (032) 260-60-60;

ქუთაისში — (0431) 25-88-88;

რუსთავში — (0341) 24-22-22;

ბათუმში — (0422) 24-00-00;

ზუგდიდში — (0415) 22-44-44;

ფოთში — (0493) 22-22-22.

ყველა ქალაქში, გარდა თბილისისა, ჩართულია ფუნქცია Call back (ჩვენ გადმოგირეკავთ), ამიტომ არც ერთი თქვენი ზარი უპასუხოდ არ დარჩება.

ჩვენი კლიენტები სარგებლობენ განახლებული მობილური აპლიკაციით «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება», რომელიც მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე და გამოირჩევა მოქნილი ფუნქციონალით. აპლიკაცია აადვილებს შეკვეთის შექმნის შესაძლებლობას პიკის საათებში, უამინდობის დროს და დღესასწაულებზე, როდესაც ხაზი გადატვირთულია ზარების დიდი რაოდენობის გამო.

ასევე თქვენს განკარგულებაშია საიტი taximaxim.ge და IVR-ის ხმოვანი მენიუ, რომელთა საშუალებით შეგიძლიათ მოკლე დროში გამოიძახოთ ტაქსი ღილაკის ერთი დაჭერით.

ორწლიანი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ზემოთაღნიშნული ქალაქების მოსახლეობისა და სტუმრებისათვის. გვსურს, რომ მომავალში შემოგთავაზობთ უფრო გაუმჯობესებული სერვისი და მივიღოთ მეტი პოზიტიური შეფასება.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი