"Maxim"-თან ერთად შემოსავლის მიღება ახლა უფრო მარტივი  და ხელსაყრელია

"Maxim"-თან ერთად შემოსავლის მიღება ახლა უფრო მარტივი და ხელსაყრელია

2016 სექტემბერი 16

ადრე მძღოლები, რომლებსაც სურდათ ჩვენი სერვისით სარგებლობა, გვიკავშირდებოდნენ, შემდეგ კი მოდიოდნენ ოფისში და ავსებდნენ ანკეტას. ამ პროცესის დაჩქარებისა და გაუმჯობესების მიზნით «მაქსიმმა» დაამატა ანკეტის შევსების შესაძლებლობა ონლაინ საიტზე taximaxim.ge. აღმოჩნდა, რომ მძღოლების უმრავლესობა ამ მეთოდს ირჩევს, ამიტომ გადავწყვიტეთ მისი განვითარება. შედეგად, შემოვიდა 2-ჯერ უფრო მეტი ონლაინ-მომართვა. რა შეიცვალა?

შეიცვალა ის, რომ ანკეტა გახდა უფრო ინტერაქტიული და სტრუქტურირებული. მძღოლმა უნდა გაიაროს 5 ნაბიჯი, თანმიმდევრულად გასცეს პასუხი კითხვებს, ატვირთოს ტაქსით მუშაობისთვის საჭირო დოკუმენტები, თავისი ფოტოსურათი და ავტომობილის ფოტო. ბოლოს მძღოლს ვთავაზობთ, ჩამოტვირთოს აპლიკაცია Taxsee Driver, რომელიც განკუთვნილია Android-ის, iOS-ის ან Windows Phones-სთვის, და გაეცნოს თემატურ ვიდეოგაკვეთილებს, თუ როგორ გამოიყენოს აპლიკაცია.

შემცირდა ანკეტის განხილვის დრო. თუ ანკეტა სწორად არის შევსებული, მენეჯერს არ სჭირდება დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა. დოკუმენტების სრული პაკეტის მიღების შემდეგ, ის იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლობის (სერვისის მიწოდების) შესახებ.

მძღოლებს, რომლებმაც სწორად შეავსეს ანკეტა, პირადი ანგარიშის ბალანსზე ერიცხებათ 5 ლარი. თანხის დარიცხვა ხდება თანამშრომლობის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და გამოიყენება მიწოდებული სერვისის ასანაზღაურებლად.

- როდესაც გადავწყვიტე «მაქსიმთან» თანამშრომლობა, პირველ რიგში შევედი სერვისის საიტზე. ნაწილში «მძღოლად მუშაობა» ანკეტის შევსება შეიძლებოდა სახლიდან გაუსვლელად. ეს ძალიან სწრაფად და მარტივად გავაკეთე, - ამბობს თბილისელი მძღოლი გიორგი ქარსელაძე. - ერთ საათში დამირეკა მენეჯერმა და მითხრა აპლიკაციაში მუშაობისთვის საჭირო ლოგინი და პაროლი. ანკეტა სწორად შევავსე, ამიტომ ანგარიშზე დამიჯდა 5 ლარი და მაშინვე შევძელი პირველი შეკვეთის აღება. მე არ დამჭირდა ოფისში წასვლა და დოკუმენტების თან წაღება. არც ერთი წუთი ტყუილად არ დამიხარჯავს.

შემოსავლის დაანგარიშება შეგიძლიათ ჩვენი საიტი-კალკულატორით maximdriver.ru/ka ამისათვის საჭიროა თქვენი ავტომობილის კლასის, საწვავის ხარჯისა და მუშაობის ხანგრძლივობის არჩევა. ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ, რამდენი შეკვეთაა შესასრულებელი იმისათვის, რომ გამოიმუშაოთ თქვენთვის სასურველი თანხა. მძღოლებისთვის ჩვენთან თანამშრომლობა შეიძლება იქცეს არა მარტო მუდმივი შემოსავლის წყაროდ, არამედ პირველ ნაბიჯად გადაყვანა-გადაზიდვის სფეროში საკუთარი ბიზნესის განვითარებისაკენ.

გამგზავრების დროა!