მობილური აპლიკაცია  «მაქსიმი: ტაქსის გამოძახების» მომხმარებლები   უფასოდ მგზავრობას შეძლებენ

მობილური აპლიკაცია «მაქსიმი: ტაქსის გამოძახების» მომხმარებლები უფასოდ მგზავრობას შეძლებენ

2015 დეკემბერი 22

ტაქსის გამოძახების სამსახურმა «მაქსიმმა» 21 დეკემბერს აამოქმედა ბონუსების პროგრამა კლიენტებისთვის. კომპანიის მობილური სერვისის აქტიურ მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ მოიწვიონ თავიანთი მეგობრები და მათთან ერთად დააგროვონ ბონუსები, რომლითაც გადაიხდიან მგზავრობების საფასურს.

აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომია აპლიკაცია «მაქსიმი: ტაქსის გამოძახების» ახალ ვერსიაში, რომლის დაყენებასაც Android-ის და iOS-ის სმარტფონებისა და პლანშეტების მფლობელები 21 დეკემბრიდან შეძლებენ. Windows Phone-ის მომხმარებლებისთვის ის იქნება ხელმისაწვდომი ოდნავ მოგვიანებით, აპლიკაციების მაღაზიაში შემოწმების დასრულების შემდეგ.

აპლიკაციის ყოველ მომხმარებელს ენიჭება უნიკალური პრომოკოდი, რომელსაც ადვილად იპოვით მომართვების განყოფილებაში «პრომოკოდი». მისი გაგზავნა მეგობრებთან შეიძლება სოციალურ ქსელებში, მესენჯერებში, ან SMS-ით. თავის მხრივ, მათ შეუძლიათ ჩამოტვირთონ აპლიკაცია და გააქტიურონ მასში მიღებული პრომოკოდი. თითოეული მოწვეული მეგობრისთვის მომხმარებელი მიიღებს 0,5 ბონუსს, ხოლო მოწვეული მეგობარი — 2 ბონუსს. ერთი ბონუსი უდრის 1 ლარს. რაც უფრო მეტ მეგობარს მოიწვევთ, მით უფრო მეტ უფასო მგზავრობას მიიღებთ.

მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთების უმრავლესობა გამოძახების სამსახურში ტელეფონით შემოდის, უკვე მილიონობით ადამიანი სარგებლობს აპლიკაციით «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება». ტაქსის გამოძახების სერვისების კატეგორიაში Google Play -ში მას აქვს ყველაზე მაღალი შეფასება - 4,4.

- ჩვენ ვიფიქრეთ, თუ ჩვენი აპლიკაციის ჩამოტვირთვის რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება და ადამიანები მას მაღალ შეფასებას აძლევენ, რატომაც არ გავხადოთ ეს პროცესი უფრო საინტერესო და ამასთანავე არ გადავუხადოთ მადლობა ჩვენს მომხმარებლებს? პროგრამაში მონაწილეობის მიღება კარგი მიზეზია მეგობრებთან ურთიერთობისთვის. იქნებ, შევეჯიბროთ კიდეც, ვის უფრო მეტი უფასო მგზავრობა ექნება, - გვიამბობს ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმის» რეგიონალური განვითარების დირექტორი ალექსეი მარკინი.

აპლიკაციის გადმოსაწერად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულებზე:

http://taximaximapp.com/GE/android — Android-ის სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის;

http://taximaximapp.com/GE/ios — ios-ის სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის;

http://taximaximapp.com/GE/windows — Windows Phone -ს სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის.