სად მიემზგავრებიან ტაქსით თბილისში: ტოპ-10 ყველაზე მოთხოვნადი ადგილი

სად მიემზგავრებიან ტაქსით თბილისში: ტოპ-10 ყველაზე მოთხოვნადი ადგილი

27 fevral 2024

ადამიანები ტაქსით სხვადასხვა შემთხვევაში სარგებლობენ: ზოგიერთი გვერდით მდებარე სახლამდე მისასვლელად, სხვები კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. თუმცა, თითოეულ ქალაქს თავისი პოპულარული მარშრუტები აქვს. ტაქსის გამოძახების სერვისმა „მაქსიმმა“ გააანალიზა მომხმარებელთა მგზავრობები და მაღალმოთხოვნადი ადგილების რეიტინგი შეადგინა.

ყველაზე ხშირად ტაქსებს სადგურებსა და აეროპორტებში წასასვლელად იძახებენ. ჯამურად თბილისში სერვისის საშუალებით მგზავრობების 17% ამ მიმართულებებით ხორციელდება. ეს ბუნებრივია: ადამიანთა უმეტესობას, ვისაც კონკრეტული დროისთვის მისვლა და ბარგის გადატანა სჭირდება, სწრაფად და კომფორტულად მგზავრობა ურჩევნია. ამასთან, ყველაზე ხშირად მგზავრები ავტოსადგურ „ოკრიბაში“ მიდიან (5%), მეორე ადგილზეა ცენტრალური რკინიგზის სადგური (4%), მესამე ადგილზე კი საერთაშორისო აეროპორტი (3,9%).

კიდევ ერთი პოპულარული მიმართულება მეტროსადგურებია. ხალხი მათკენ შორეული უბნებიდან მიემართება, რომ შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადავიდეს. ყველაზე პოპულარულია მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“, ის შეკვეთების 2%-ს შეადგენს. ყველაზე მოთხოვნადი ადგილების ტოპ-ათეულში ასევე „ვარკეთილის“ მეტროსადგური მოხვდა.

ქალაქის მცხოვრებლები ტაქსის მაშინაც იძახებენ, როდესაც სასწრაფოდ სჭირდებათ ექიმთან ვიზიტი. ერთი წლის განმავლობაში ტაქსის მძღოლებმა თოდუას კლინიკამდე 40 000-ზე მეტჯერ იმგზავრეს. ადამიანები უარს ამბობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე, თუ თავს ცუდად გრძნობენ.

პოპულარული მიმართულებები მოიცავს შოპინგისა და დასვენებისთვის განკუთვნილ ადგილებს. წლის განმავლობაში „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრთან 30 000-ზე მეტი მგზავრი, „დეზერტირების“ ბაზართან კი 20 000-ზე მეტი მგზავრი იყო მიყვანილი. ტოპ-ათეულში სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრიც მოხვდა. ამ მიმართულებით ტაქსით დაახლოებით 10 000-ჯერ იმგზავრეს.

მთლიანი რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. ავტოსადგური „ოკრიბა“

2. სადგურის მოედანი, რკინიგზის სადგური, „თბილისი ცენტრალი“

3. აეროპორტი

4. მეტრო „ახმეტელის თეატრი“

5. დიდუბის ავტოსადგური

6. მეტრო „ვარკეთილი“

7. სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“

8. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (თოდუას კლინიკა)

9. „დეზერტირების“ ბაზარი

10. ახმეტელის თეატრი

აღსანიშნავია, რომ მგზავრობების აბსოლუტური უმეტესობა საცხოვრებელ მისამართებზე მოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ყველაზე ხშირად მაინც ერთმანეთთან სტუმრად დადიან, და პოპულარული ადგილების თქვენი პირადი რეიტინგიც იმ სახლებისგან იქნება შემდგარი, სადაც ახლობლები ცხოვრობენ.