ข่าวสาร

გილოცავთ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს!
26 พ.ค. 2018

გილოცავთ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს!

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს ოფიციალურად დაარსდა. ეს თარიღი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი! გისურვებთ წარმატებებს, მშვიდობას და ბედნიერებას! იხარეთ თქვენს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოში!


გილოცავთ წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!
12 พ.ค. 2018

გილოცავთ წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!

12 მაისს წმ. ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.


გილოცავთ გამარჯვების დღეს!
9 พ.ค. 2018

გილოცავთ გამარჯვების დღეს!

9 მაისი — ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ნაციზმთან ბრძოლაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა და უდიდესი დანაკლისიც განიცადა. სამწუხაროდ, ამ დღესასწაულს ყოველწლიურად მედლებითა და ორდენებით მკერდდამშვენებული სულ უფრო ნაკლები ადამიანი ხვდება.

სერვისი «მაქსიმი» ყველას, განსაკუთრებული პატივისცემით კი ვეტერანებს გილოცავთ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 73-ე წლისთავს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!


มีประโยชน์

หัวข้อ

    คลังเก็บข้อมูล