უკანსამართლებრივი ინფორმაცია
უკანსამართლებრივი ინფორმაცია

სალიცენზიო შეთანხმება


სალიცენზიო შეთანხმება

1. ტერმინები და განსაზღვრებები

1.1. წინამდებარე სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში (შემდეგში - შეთანხმება) ქვემოთ მოცემული ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:

1.1.1. ავტორიზებული მობილური აპლიკაცია (მობილური აპლიკაცია) - ელექტრონული გამომთვლელი მანქანისთვის განკუთვნილი და მობილურ მოწყობილობებზე დასაყენებელი პროგრამა, რომლის დანიშნულებასაც წარმოადგენს განსაზღვრული მომსახურების გაწევის შეკვეთების მოძიება, ამ შეკვეთების შესასრულებლად მიღება და მომსახურების გაწევის მიმდინარეობის შესახებ შემკვეთის ინფორმირება.

1.1.2. პარტნიორი - პირი, რომელმაც მიიღო წინამდებარე შეთანხმების პირობები და მის საფუძველზე მიიღო მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლება.

1.1.3. სერვისი „მაქსიმი“ (სერვისი) - იურიდიული პირი, რომელიც პარტნიორს ანიჭებს უფლებას ისარგებლოს მობილური აპლიკაციით წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე.

1.1.4. მომსახურება - პარტნიორების მიერ მიწოდებული სერვისის მომსახურებები, რომელთა შეკვეთაც ხორციელდება სერვისის მეშვეობით.

1.1.5. შემკვეთი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურების შეკვეთას სერვისის მეშვეობით.

1.1.6. შეკვეთა - მობილურ აპლიკაციაში განთავებული ინფორმაცია მომსახურების მიწოდების საჭიროების შესახებ და რომელსაც, მომსახურების სახეობის მიხედვით, აქვს განსაზღვრული პარამეტრები.

1.1.7. მომსახურების ღირებულება - თანხის ოდენობა, რომელსაც შემკეთი უხდის პარტნიორს მომსახურების გაწევისთვის.

1.1.8. პირადი ანგარიში - ანგარიში, რომელზეც ფიქსირდება პარტნიორის საავანსო გადახდები და რომლიდანაც იჭრება ფულადი სახსრები მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლების მინიჭების საფასურის სახით.

1.1.9. პირადი ანგარიშის ბალანსი - დროის გარკვეული მომენტისთვის არსებული სხვაობა პირად ანგარიშზე შეტანილი და პირადი ანგარიშიდან ჩამოჭრილი ფულადი სახსრების ოდენობებს შორის.

2. ზოგადი დებულებები

2.1. წინამდებარე შეთანხმება განსაზღვრავს სერვის „მაქსიმის“ მიერ (შემდგომში - სერვისი) ელექტრონული გამომთვლელი მანქანისთვის განკუთვნილი პროგრამით - მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლების მინიჭების წესს.

2.2. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმება არის მიერთების ხელშეკრულება და იდება გამარტივებული წესით შეთანხმების პირობებთან მიერთების გზით. აღნიშნული შეთანხმება ელექტრონული ფორმით განთავსებულია სერვისის საიტზე ინტერნეტის ქსელში შემდეგ მისამართებზე: https://taximaxim.ge და https://taximaxim.com. თუ პირმა გაიარა შეთანხმებაში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა, მიიჩნევა, რომ მან მიიღო შეთანხმების პირობები, რაც უთანაბრდება სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებას წინამდებარე დოკუმენტში გადმოცემული პირობებით.

2.3. რეგისტრაციის გავლამდე ყურადღებით გაეცანით შეთანხმების ტექსტს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით რომელიმე პირობას, უარი უნდა თქვათ მობილური აპლიკაციით სარგებლობაზე.

2.4. შეთანხმება წარმოადგენს ლიცენზიის ხელშეკრულებას და მის მიმართ გამოიყენება დებულებები, რომლებიც დადგენილია 1999 წლის 05 თებერვლის საქართველოს კანონის  "სასაქონლო ნიშნების შესახებ" N1795-IIს 26-ე მუხლით.

2.5. წინამდებარე შეთანხმების პირობების მიღება ნიშნავს მობილური აპლიკაციით სარგებლობისას კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან თანხმობას. აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა განთავსებულია ინტერნეტის ქსელში მისამართზე https://driver.taxsee.com/privacy/.

2.6. წინამდებარე შეთანხმების პირობების მიღებით პარტნიორი აცნობიერებს, რომ ინფორმაცია, რომელზეც მან მიიღო წვდომა მოცემული შეთანხმების შესრულების ფარგლებში, მის მიერ გამოიყენება დამოუკიდებლად, თავისივე ინტერესებში და პასუხისმგებლობით. მობილური აპლიკაციით სარგებლობისას პარტნიორი ვალდებულია დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რომელიც არეგულირებს საქმიანობას შესაბამისი ტიპის მომსახურების გაწევის სფეროში, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: 2005 წლის 24 ივნისის  საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ №1775-რს 24-ე მუხლის 261 პუნქტის, 1995 წლის 4 აპრილის საქართველოს კანონის "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" N700, 2018 წლის 27 ივლისის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ N24-80, უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის წესებისა და ნორმების,  საქართველოს სხვა ნორმატიული სამართლებრივი აქტების დებულებებების მოთხოვნები.

2.7. სერვისის საქმიანობა მობილურ აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაციის შეგროვების, შენახვასა და სისტემატიაზაციასთან დაკავშირებით, ასევე პარტნიორსა და სერვისს შორის სამართალურთიერთობები, რომლებიც უკავშირდება ასეთ ინფორმაციაზე წვდომის მიცემას, ხორციელდება 2012 წლის 5 ივნისის საქართველოს კანონის „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ N6391-Iს დებულებების შესაბამისად.

2.8. „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად მობილურ აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ მიეკუთვნება გასავრცელებლად აკრძალულ ან შეზღუდულ ინფორმაციას.

3. შეთანხმების საგანი

3.1. წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად სერვისი ანიჭებს პარტნიორს მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლებას მარტივი (არაგანსაკუთრებული) ლიცენზიის პირობებითა და შეთანხმებით დადგენილი მეთოდებით, ხოლო პარტნიორი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს სერვისს გასამრჯელო შეთანხმებით დადგენილი წესითა და ოდენობით.

3.2. ტერიტორია, რომელზეც ხდება მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლების მინიჭება, არის საქართველოს ტერიტორია.

4. სერვისის გარანტიები

4.1. სერვისი იძლევა გარანტიას, რომ:

4.1.1. მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;

4.1.2. მხარეების მიერ შეთანხმების შესრულება არ გამოიწვევს მესამე პირთა ინტელექტუალური უფლებების დარღვევას;

4.1.3. ის არ არის შეზღუდული რაიმე ხელშეკრულებით, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს პარტნიორის მიერ მობილური აპლიკაციით სარგებლობას შეთანხმებაში განსაზღვრული პირობებით;

4.1.4. არ ჩაუდენია და არც განახორციელებს რაიმე ქმედებას, რომელიც შეუძლებელს გახდის პარტნიორის მიერ მობილური აპლიკაციით სარგებლობას წინამდებარე ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობებით.

5. მობილური აპლიკაციით სარგებლობის წესი და მეთოდები

5.1. პარტნიორს შეუძლია ისარგებლოს მობილური აპლიკაციით მხოლოდ შეკვეთების შესრულებისა და მომსახურების გაწევის პროცესის თანხლების მიზნით. პარტნიორის ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია მობილური აპლიკაციით სარგებლობასთან, უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ მიზნებს.

5.2. პარტნიორს არ აქვს უფლება:

5.2.1. შეცვალოს, დააკოპიროს, გადაამუშაოს (მათ შორის თარგმნოს), გაავრცელოს (მათ შორის გაყიდოს, გააქირაოს, გასცეს იჯარით), გამოაქვეყნოს მობილური აპლიკაცია ან მოახდინოს მისი რეპროდუცირება ან მოდიფიცირება, მთლიანად და ნაწილობრივ;

5.2.2. მოახდინოს დეკომპილირება, დიზასემბლირება, დეშიფრაცია, ასევე ცდილობდეს სხვა საშუალებით ამოიღოს მობილური აპლიკაციისა და მისი კომპონენტების ობიექტური კოდი მათი გამოყენების მიზნით ისეთი მეთოდით, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში და იძლევა მობილურ აპლიკაციაზე და მასში ჩადებულ ალგორითმებზე არასანქციონირებული წვდომის მიღების საშუალებას;

5.2.3. განახორციელოს მობილური აპლიკაციის ფუნქციონირების დესტაბილიზაციისაკენ მიმართული ქმედებები, განახორციელოს არასანქციონირებული წვდომის მცდელობები მობილური აპლიკაციის ან მისი დახურული ნაწილების (მათ შორის იმ ნაწილების, რომლებზეც წვდომა მხოლოდ სერვისისთვის არის ნებადართული) მართვაზე, ასევე განახორციელოს ნებისმიერი სხვა ანალოგიური ქმედება;

5.2.4. გადასცეს მობილური აპლიკაციით სარგებლობის მისთვის მინიჭებული უფლებები, მათ შორის ლოგინი და პაროლი, მესამე პირებს ან სუბლიცენზიის ხელშეკრულების დადების გზით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით.

5.2.5. შეასრულოს სხვა ქმედებები ან ისარგებლოს მობილური აპლიკაციით სხვა ფორმით, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული წინამდებარე შეთანხმებით.

6. მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის წესი

6.1. მობილური აპლიკაციით სარგებლობის შესაძლებლობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის პროცედურის გავლა მობილური აპლიკაციის ან სერვისის საიტის მეშვეობით. რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს პარტნიორის მიერ დამოუკიდებლად ინტერნეტის ქსელის გამოყენებით ან სერვისის ოფისის ადგილმდებარეობის მიხედვით.

6.2. მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაცია არის წინამდებარე შეთანხმების პირობებთან სრული და უპირობო მიერთება.

6.3. რეგისტრაცია ხორციელდება საჭირო ინფორმაციის მიწოდების საშუალებით რეგისტრაციის ფორმის შესაბამისი ველების შევსების გზით. რეგისტრაციის პროცესში სერვისს შეუძლია მოითხოვოს მითითებული ინფორმაციის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

6.4. რეგისტრაცია ხორციელდება სერვისის შეხედულებისამებს. რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიწოდება არ იწვევს სერვისის უპირობო ვალდებულებას განახორციელოს რეგისტრაციის პროცედურა.

6.5. რეგისტრაციის პროცედურა სრულდება მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ნომრის (ლოგინის) და პაროლის მინიჭებით, რომლებიც აუცილებელია მობილურ აპლიკაციაზე ავტორიზებული წვდომისთვის. მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ნომერი (ლოგინი) და პაროლი სერვისის მიერ იგზავნება მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებული იყო რეგისტრაციის პროცესში. პარტნიორს ეკრძალება მიღებული ლოგინისა და პაროლის ნებისმიერი სხვა მესამე პირებისთვის გადაცემა, ასევე ისეთი ლოგინისა და პაროლის გამოყენება, რომლებიც არ ეკუთვნის პარტნიორს. მობილურ აპლიკაციაში ავტორიზებული პირის (პირის, რომელმაც მიუთითა ლოგინი და პაროლი) მიერ შესრულებული ნებისმიერი ქმედება მიიჩნევა შესაბამისი პარტნიორის მიერ შესრულებულად, თუ ასეთმა პარტნიორმა არ დაამტკიცა საწინააღმდეგო.

 6.6. პერსონალური მონაცემები და დოკუმენტები, რომლებსაც სერვისი მოითხოვს რეგისტრაციის პროცესში, აუცილებელია მხოლოდ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობის შემოწმების მიზნით და რეგისტრაციის პროცედურის დასრულების შემდეგ სერვისი მათ არ ინახავს.

6.7. პარტნიორის მიერ გაწეული მომსახურების სახეობის  მიხედვით სერვისი ინახავს და იყენებს მობილურ აპლიკაციაში დარეგისტრირებულ პირთა შესახებ ამა თუ იმ მონაცემებს, რომლებიც არ იძლევა ასეთი პირების იდენტიფიცირების საშუალებას და არ წარმოადგენენ მათ პერსონალურ მონაცემებს. კერძოდ, სერვისი ინახავს შემდეგ მონაცემებს:

6.7.1. მომხმარებლის სახელი. მომხმარებლის სახელად მიეთითება ფიზიკური პირის სახელი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემების შესაბამისად (გვარისა და მამის სახელის გარეშე); რომელიმე ეროვნულ ენაზე სახელის რთულად წარმოსათქმელი დამწერლობის შემთხვევაში ქართულ ტრანსლიტერაციაში სახელად შეიძლება მიეთითოს ქართული ანალოგი.

6.7.2. ავტომობილის მარკა, ფერი და სახელმწიფო სარეგისტრაციო ნიშნის ციფრული ნაწილი (იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორის მიერ გასაწევი მომსახურება გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას);

6.7.3. რეგისტრაციის დროს მითითებული მობილური ტელეფონის ნომერი.

6.8. მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციით პარტნიორი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი თანხმობა საჭიროა 2011 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ N 5669-რს დებულებების შესაბამისად, ასევე აცხადებს თანხმობას საინფორმაციო შეტყობინებების, სარეკლამო ინფორმაციის ჩათვლით, ნებისმიერი გზით მიღებაზე, მათ შორის სატელეფონო არხების, ინტერნეტ-მესენჯერების შეტყობინებების («Viber», «WhatsApp», «Telegram» და ა.შ.) მეშვეობით, იმ მიზნითა და შემთხვევაში, როდესაც ასეთი თანხმობის აუცილებლობა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით რეკლამის შესახებ.

6.9. მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციით პარტნიორი 2011 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ N 5669-რს მე-4, მე-5 და მე-7 მუხლების შესაბამისად აძლევს სერვისს თანხმობას მისი გამოსახულების (ფოტოს) გამოქვეყნებასა და შემდგომ გამოყენებაზე, რათა იგი მიეწოდოს შემკვეთს შეკვეთის შესასრულებლად დანიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის შესახებ ინფორმაციის შემადგენლობაში.

7. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

7.1. სერვისი უფლებამოსილია:

7.1.1. მოითხოვოს პარტნიორისგან მობილური აპლიკაციით სარგებლობა იმ წესითა და მეთოდებით, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებით;

7.1.2. დადოს მესამე პირებთან წინამდებარე შეთანხმების ანალოგიური ხელშეკრულებები მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ, მათ შორის იმავე ტერიტორიაზე, რომელზეც პარტნიორს აქვს მინიჭებული მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლება;

7.1.3. შეაჩეროს პარტნიორის მიერ მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორის პირადი ანგარიშის ბალანსი გახდა ნულოვანი ან უარყოფითი.

7.1.4. შეაჩეროს პარტნიორის მიერ მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ სერვისმა მიიღო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას. პარტნიორისთვის  მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლება ჩერდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების საფუძველზე, რომლებითაც დადგენილია პარტნიორის მიერ დაშვებული დარღვევის ფაქტი. აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალის ან შესაბამისი სასამართლოს მიერ დამოწმებული ასლების სახით. მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლება ჩერდება მანამ, სანამ ის არ აღმოფხვრის გამოვლენილ დარღვევებს.

7.1.5. შეაჩეროს ან შეწყვიტოს პარტნიორის მიერ მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორმა არაერთგზის ან/და უხეშად დაარღვია მობილურ აპლიკაციაში განთავსებული სერვისის მუშაობის წესები ან/და წინამდებარე შეთანხმების პირობები.

7.1.6. განახორციელოს პარტნიორთან სატელეფონო საუბრების ჩაწერა ხარისხის შიდა კონტროლის მიზნით;

7.1.7. განახორციელოს სარეგლამენტო სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ტექნიკურ მომსახურეობასთან და მობილური აპლიკაციის მუშაობაში ცვლილებების შეტანასთან. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების პერიოდში მობილური აპლიკაციის ფუნქციონირება შეიძლება იყოს შეზღუდული;

7.1.8. პარტნიორის ავტომობილის სალონში შემკვეთის ნივთების დარჩენის შემთხვევაში, გადასცეს შემკვეთს პარტნიორის ტელეფონის ნომერი დაკარგული ნივთების უსწრაფესად დაბრუნების მიზნით.

7.1.9. განახორციელოს სხვა ქმედებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და წინამდებარე შეთანხმებას.

7.2. სერვისი ვალდებულია:

7.2.1. მიანიჭოს პარტნიორს მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლება და უზრუნველყოს მობილური აპლიკაციის ფუნქციონირება.

7.2.2. უზრუნველყოს მობილური აპლიკაციის შეუფერხებელი, უწყვეტი ფუნქციონირება წინამდებარე შეთანხმების მოქმედების მთლიანი ვადის განმავლობაში, გარდა სარეგლამენტო სამუშაოების ჩატარების შემთხვევებისა.

7.2.3. დროულად აღრიცხოს პარტნიორის გადახდები მის პირად ანგარიშზე;

7.2.4. დროულად აღმოაჩინოს და თავიდან აიცილოს არასანქციონირებული წვდომის მცდელობები პარტნიორის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, მისი გადაცემა იმ პირებზე, რომლებსაც არ აქვთ უშუალო კავშირი მხარეთა სამართალურთიერთობებთან;

7.2.5. არ შეცვალოს და არ მოახდინოს პარტნიორის შესახებ ინფორმაციის რედაქტირება მისი თანხმობის გარეშე.

7.3. პარტნიორი უფლებამოსილია:

7.3.1. ისარგებლოს მობილური აპლიკაციით წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული წესითა და მეთოდებით;

7.3.2. მოითხოვოს სერვისისგან მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლების მინიჭება წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად, ტექნიკური და საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით.

7.4. პარტნიორი ვალდებულია:

7.4.1. გადაუხადოს სერვისს გასამრჯელო იმ წესითა და ვადებში, რომლებიც დადგენილია წინამდებარე შეთანხმებით;

7.4.2. შეასრულოს შესასრულებლად მიღებული შეკვეთა მისი პირობების შესაბამისად;

7.4.3. დაუყოვნებლივ შეატყობინოს სერვისს მისთვის ადრე მიწოდებული სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) მონაცემების შეცვლის შესახებ, ასევე ისეთი გარემოებების დადგომის შესახებ, რომლებიც შეუძლებელს ხდის შეკვეთების შესრულებას.

7.4.4. უზრუნველყოს მობილურ აპლიკაციაში ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემთა (ლოგინისა და პაროლის) დაცულობა, ასევე მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მობილურ აპლიკაციაში მესამე პირების ავტორიზაციის შესაძლებლობა მისი ლოგინისა და პაროლის გამოყენებით.

7.5. პარტნიორი არ აწვდის სერვისს ანგარიშებს მობილური აპლიკაციით სარგებლობის შესახებ.

8. მომსახურების ღირებულების განსაზღვრის წესი

8.1. მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ავტომატურად, კონკრეტული შეკვეთის პარამეტრებიდან გამომდინარე (სატრანსპორტო საშუალების ტიპი, გადაყვანა-გადაზიდვის  მანძილი, გადასაზიდი ტვირთის ტიპი, წონა და მოცულობა, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების განხორციელების დრო, ოთახის ფართობი დასუფთავების მომსახურების გამოთვლის მიზნით და ა.შ.), ასევე ანალოგიური მომსახურების საშუალო ღირებულებიდან გამომდინარე, რომელიც პარტნიორის საქმიანობის რეგიონში ჩამოყალიბდა. 

8.2. პარტნიორს, მომსახურების გამოთვლილ ღირებულებასა და თვითონ პარტნიორის მიერ დადგენილ ღირებულებას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, აქვს უფლება არ მიიღოს შეკვეთა შესასრულებლად.

8.3. პარტნიორის მიერ შეკვეთის შესასრულებლად მიღება ნიშნავს მომსახურების შეთავაზებულ ღირებულებასთან პარტნიორის სრულ და უპირობო თანხმობას. სერვისს უფლება აქვს პარტნიორის მიმართ გამოიყენოს საჯარიო სანქციები, მათ შორის შეუწყვიტოს მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლება, იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი ცალმხრივად შეცვლის მომსახურების ღირებულებას შეკვეთის შესასრულებლად მიღების შემდეგ ან მიღებული შეკვეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

8.4. მომსახურების ღირებულება შეიძლება გაიზარდოს შემკვეთის მიერ.

8.5. შემკვეთსა და პარტნიორს შორის უნაღდო ფორმით ანგარიშსწორების განხორციელებისას სერვისი გამოდის როგორც აგენტი, რომელიც მოქმედებს პარტნიორის სახელითა და მის ხარჯზე, შემკვეთის ფულადი სახსრების მიღების ნაწილში პარტნიორის პირად ანგარიშზე მათ ჩასარიცხად. სერვისი კისრულობს პარტნიორის აგენტის ვალდებულებებს მხოლოდ შემკვეთის ფულადი სახსრების მიღების უზრუნველყოფის ნაწილში და არ იღებს თავის თავზე პარტნიორის სხვა უფლება-მოვალეობებს მომსახურების გაწევის კუთხით.

9. სერვისის გასამრჯელო

9.1. მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის პარტნიორი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს სერვისს გასამრჯელო წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი ოდენობითა და პირობებით.

9.2. მობილური აპლიკაციით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის სერვისის გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება პარტნიორის შემოსავლიდან (ამონაგებიდან) პროცენტული გადარიცხვების სახით.

9.3. გასამრჯელოს ოდენობა მითითებულია ინფორმაციაში შეკვეთის შესახებ, რომელიც პარტნიორმა მიიღო შესასრულებლად მობილურ აპლიკაციაში.

9.4. გასამრჯელოს ოდენობას სერვისი ადგენს ცალმხრივად. პარტნიორი უნდა გაეცნოს სერვისის გასამრჯელოს ოდენობას იქამდე, სანამ მიიღებს შეკვეთას შესასრულებლად და, იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება მას, უარი უნდა თქვას ასეთი შეკვეთის შესრულებაზე. პარტნიორის მიერ შეკვეთის შესასრულებლად მიღება ნიშნავს გასამრჯელოს მითითებულ ოდენობასთან თანხმობას.

9.5. გასამრჯელოს გადახდა ხორციელდება წინასწარი გადახდის სისტემით პარტნიორის მიერ პირად ანგარიშზე ფულადი სახსრების შეტანის გზით იმ ოდენობით, რომელსაც პარტნიორი დამოუკიდებლად განსაზღვრავს.

9.6. გასამრჯელოს გადახდა ხორციელდება პარტნიორის პირადი ანგარიშიდან გასამრჯელოს ოდენობის თანაბარი ფულადი სახსრების ჩამოჭრის გზით შეკვეთის შესასრულებლად მიღების მომენტში.

9.7. პირადი ანგარიშის შევსება ხორციელდება საავანსო გადასახადების შეტანის გზით საბანკო ბარათების, თვითმომსახურების ტერმინალების მეშვეობით, ფულადი სახსრების ანგარიშსწორების ანგარიშზე გადარიცხვის ან სერვისის სალაროში შეტანის გზით.

10. მხარეთა პასუხისმგებლობა

10.1. სერვისის პასუხისმგებლობა:

10.1.1. სერვისი პასუხისმგებელია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10.1.2. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მობილური აპლიკაციის სრულ ან ნაწილობრივ შეწყვეტაზე, რომელიც დაკავშირებულია მოწყობილობის, პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლასთან ან სხვა სარეგლამენტო სამუშაოების ჩატარებასთან, რაც გამოწვეულია სერვისის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შენარჩუნებისა და განვითარების აუცილებლობით.

10.1.3. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მობილური აპლიკაციის შეფერხებით მუშაობაზე პროგრამული უზრუნველყოფის ან მოწყობილობის გაუმართაობის შემთხვევაში, რომელიც არ ეკუთვნის სერვისს.

10.1.4. სერვისი არ იღებს რაიმე ვალდებულებას პარტნიორის მიერ მესამე პირებისთვის, მათ შორის შემკვეთებისთვის, მიყენებული ზარალის, მათ შორის მიუღებელი სარგებლის, ანაზღაურებასთან დაკავშირებით;

10.1.5. სერვისს არ ეკისრება პარტნიორის წინაშე პასუხისმგებლობა მესამე პირების, მათ შორის შემკვეთების, ქმედებებზე, რომელთა შედეგად პარტნიორს მიადგა რაიმე ზიანი, მათ შორის მიუღებელი სარგებლის სახით.

10.1.6. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა რაიმე გეოგრაფიული ობიექტის რუქაზე აღნიშვნასა და აღწერილობაზე, აგრეთვე მათ სისწორესა და ნამდვილობაზე. სერვისი არ არის საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე და ვერ ადგენს სახელმწიფო საზღვრებს.

10.2. პარტნიორის პასუხისმგებლობა

10.2.1. პარტნიორი პასუხისმგებელია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10.2.2. პარტნიორი დამოუკიდებლად აგებს პასუხს შემკვეთის წინაშე მომსახურების სათანადოდ მიწოდებაზე, ასევე მის მიერ მიყენებულ ნებისმიერ ზარალზე, მათ შორის შემკვეთის ქონების დაკარგვაზე ან დაზიანებაზე.

10.2.3. პარტნიორს ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე, როგორც შეკვეთის შესრულებასთან დაკავშირებით, ისე იმ ქმედებებზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული შეკვეთის შესრულებასთან. აგრეთვე, სერვისს შეუძლია გამოვიდეს შუამავლის როლში პარტნიორსა და შემკვეთს შორის დავების უმოკლეს დროში დარეგულირების მიზნით.

10.2.4. იმ შემთხვევაში, თუ სერვისი განახორციელებს შემკვეთების სასარგებლოდ რაიმე სახის გადახდას პარტნიორის (მისი დასაქმებულების ან/და კონტრაჰენტების) მიერ მომსახურების არასათანადოდ გაწევის გამო, პარტნიორი კისრულობს ვალდებულებას აუნაზღაუროს სერვისს მიყენებული ზიანი. აღნიშნული კომპენსაცია წარმოებს პარტნიორის პირადი ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრის გზით.

10.2.5. იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი ჩაიდენს ქმედებებს, რისთვისაც სერვისის წესებით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, პარტნიორის პირადი ანგარიშიდან სერვისის სასარგებლოდ ჩამოიჭრება ფულადი სახსრები დადგენილი სანქციის ფარგლებში. დარღვევების სია განთავსებულია მობილურ აპლიკაციაში. ფულადი სახსრების არასაკმარისი ოდენობის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდისთვის დარიცხული საჯარიმო სანქციები წარმოადგენს პარტნიორის დებიტორულ დავალიანებას, რომელიც პარტნიორის მიერ პირადი ანგარიშის შევსებისას პირველრიგითობის წესით დაიფარება.

11. დაუძლეველი ძალის გარემოებები

11.1. მხარეების პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენს დაუძლეველი ძალის მოქმედება. მოცემული პუნქტის მიზნებისთვის დაუძლეველ ძალაში მოიაზრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები.

11.2. მხარე, რომელიც მოექცა დაუძლეველი ძალის ზემოქმედების ქვეშ, ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით შეატყობინოს მეორე მხარეს დაუძლეველი ძალის წარმოქმნის, მისი სახისა და მოქმედების შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ, ასევე დააკონკრეტოს, რომელი ვალდებულებების შესრულებას ეწინააღმდეგება იგი.

11.3. მხარე, რომელიც მოექცა დაუძლეველი ძალის ზემოქმედების ქვეშ და არ შეატყობინა ამის შესახებ მეორე მხარეს, შემდგომში ვერ მიუთითებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას, როგორც პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველს.

12. დავების გადაწყვეტის წესი

12.1. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას მიიღონ ყველა ზომა იმისათვის, რომ მშვიდობიანად და მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ ნებისმიერი დავა და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას შეთანხმებიდან.

12.2. პრეტენზიებზე პასუხის გაცემის ვადა და დავებისა და უთანხმოების მშვიდობიანად მოგვარებისკენ მიმართული დოკუმენტების წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 (შვიდ) სამუშაო დღეს იმ მომენტიდან, როდესაც მხარე მიიღებს ამგვარ პრეტენზიებს და წარმოიქმნება აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის აუცილებლობა.

12.3. თუ არსებულ დავებზე და უთანხმოებაზე მხარეები მოლაპარაკების გზით ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავები და უთანხმოებები დაექვემდებარება სასამართლოში განხილვას სერვისის ადგილსამყოფელის მიხედვით.

13. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა

13.1. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა სერვისის მიერ ხორციელდება ცალმხრივად შესაბამისი ცვლილებების სერვისის საიტზე განთავსების გზით. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის საიტზე მათი გამოქვეყნებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის შემდეგ.

13.2. წესში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ძალაში შესვლის მომენტიდან ვრცელდება ყველა პირზე, ვინც სარგებლობს მობილური აპლიკაციით, მათ შორის იმ პირებზე, რომლებმაც დაიწყეს მობილური აპლიკაციით სარგებლობა ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღამდე. იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი არ ეთანხმება შეტანილ ცვლილებებს, მან უნდა შეწყვიტოს მობილური აპლიკაციით სარგებლობა და ამის შესახებ შეატყობინოს სერვისს.

14. ინტელექტუალური საკუთრება

14.1. პარტნიორს ენიჭება შეზღუდული უფლება გამოიყენოს სერვის „მაქსიმის“ კომერციული აღნიშვნა და სასაქონლო ნიშანი Maxim® შეკვეთის მეთოდების რეკლამის გავრცელების მიზნით.

14.2. პარტნიორს უფლება აქვს დამოუკიდებლად განახორციელოს ქმედებები, რომლებიც მიმართულია ტელეფონის ნომრის და შეკვეთის განხორციელების სხვა მეთოდების პოპულარიზაციისაკენ (რეკლამისაკენ), მათ შორის პარტნიორის სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსებით გზით. აგრეთვე პარტნიორს დამოუკიდებლად ეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ნორმებთან რეკლამის (ასევე მისი შინაარსისა და განთავსების) შესაბამისობაზე. აღნიშნული დებულება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სერვისის რეკლამის განთავსება ხდება იმ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა მიხედვითაც სერვისი გამოდის როგორც რეკლამის დამკვეთი.

15. სპეციალური პირობები

15.1. წინამდებარე შეთანხმება არ გულისხმობს პარტნიორისთვის მობილურ აპლიკაციაზე განსაკუთრებული უფლებების გადასვლას, და შესაბამისად შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებების პარტნიორისთვის მინიჭება არ ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას.

15.2. წინამდებარე შეთანხმება არის სააბონენტო ხელშეკრულება და არ მოითხოვს მხარეებისგან შესრულებული სამუშაოების ორმხრივი აქტების წარდგენას და ხელმოწერას.

15.3. პარტნიორი აძლევს სერვისს თანხმობას, თავისი შეხედულებისამებრ ჩაატაროს  მარკეტინგული აქციები და სხვა ანალოგიური ღონისძიებები, რომლებიც გამოიხატება მომხმარებლებისთვის მომსახურების ფასდაკლებაში. ამასთანავე, ამგვარი ფასდაკლების დროს პარტნიორის მიერ გაწეული ხარჯები სერვისის მიერ სრული მოცულობით კომპენსირდება სერვისის გასამრჯელოს ოდენობის პროპორციული შემცირების გზით.

15.4. შეთანხმების პირობები ვრცელდება ყველა პირზე, ვინც გაიარა რეგისტრაცია მობილურ აპლიკაციაში, თუ მხარეთა ცალკეული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები დადებენ ცალკე ხელშეკრულებას, ასეთი ხელშეკრულების პირობები ვრცელდება მხარეთა სამართლებრივ ურთიერთობებზე.