უკანსამართლებრივი ინფორმაცია
უკანსამართლებრივი ინფორმაცია

სერვისი «მაქსიმის» პრემიალური პროგრამის წესები


            პრემიალური პროგრამა არის მარკეტინგული ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 27-ე თავით გათვალისწინებული წესის შესაბამისად არ წარმოადგენენ საჯარო კონკურსს, მასტიმულირებელ ღონისძიებას, და არ წარმოადგენს ლატარიას საქართველოს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ 2005 წლის 25 მარტის №1180-I ს კანონის შესაბამისად.

პრემიალური პროგრამა შეიძლება განხორციელდეს აქციების და სხვა სარეკლამო და მარკეტინგული ღონისძიებების სახით.

1. პრემიალური პროგრამის წესები განკუთვნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერვის „მაქსიმის“ ნებისმიერი უფლებაუნარიანი (ქმედუნარიანი) მომხმარებლისთვის. აღნიშნული წესები არის სერვის «მაქსიმის» ოფიციალური შეთავაზება და შეიცავს პრემიალური პროგრამის ყველა პირობას.

წინამდებარე პრემიალური პროგრამის მიზნებისთვის სერვის „მაქსიმში“ მოიაზრება იურიდიული პირი, რომელიც მითითებულია ნაწილში „კონტაქტები“ საიტზე https://taximaxim.ge ან https://taximaxim.com.

2. წესებში გამოყენებული ტერმინები:

2.1. მონაწილე — სერვის «მაქსიმის» მომსახურების მომხმარებელი.

2.2. ახალი მონაწილე — მომხმარებელი:

- რომელიც პირველად გეგმავს სერვის «მაქსიმის» მომსახურებით სარგებლობას;

- რომელსაც მანამდე არ გაუაქტიურებია სერვისი «მაქსიმის» პრომოკოდები;

- რომელსაც მანამდე არ შეუქმნია შეკვეთები ტელეფონის ნომრიდან ან აპლიკაციის მეშვეობით (აპლიკაციაზე მიბმული ტელეფონის ნომრიდან).

2.3. მომხმარებელი — ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სერვის «მაქსიმის» მომსახურების შეკვეთას, სერვის «მაქსიმის» მუშაობის წესებში» აღწერილი პირობების თანახმად.

2.4. პრომოკოდი — ასოებისა და ციფრების თანმიმდევრობა, რომელიც გენერირებულია აპლიკაციაში და განკუთვნილია პრემიალური პროგრამის მონაწილეების მიერ ინდივიდუალური გამოყენებისთვის ან პრემიალური პროგრამის მონაწილეებს შორის გაცვლისთვის. პრომოკოდი არის მისი გამგზავნისა და მიმღების, ასევე გათვალისწინებული პრემიისა და სერვის «მაქსიმის» აქციებში მონაწილეობის იდენტიფიკატორი. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ ქვეყანაში ან/და რეგიონში, რომლისთვისაც იყო შექმნილი. პრომოკოდის გააქტიურებისთვის მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს იგი აპლიკაცია «მაქსიმის» შესაბამის ველში ან უკარნახოს ოპერატორს, თუ სარეკლამო მასალებში ასახულია ასეთი შესაძლებლობა.

2.5. პრემიალური ლარი — პირობითი ერთეული, რომელიც არ არის გადახდის საშუალება,  გამოიყენება სარეკლამო მიზნებისთვის, ფასდაკლების, სარეკლამო რეტრობონუსის ან ლოიალობის სპეციალური მარკეტინგული მექანიზმის განსაზღვრისას ქართული ლარის (საქართველო) ექვივალენტურია და გამოითვლება ფორმულით - 1 პრემიალური ლარი უდრის 1 ქართულ ლარს. პრემიალური ლარები შეიძლება გამოყენებულ იქნეს 10%-მდე ფასდაკლების სახით შეკვეთების საფასურის გადახდისას ხელმისაწვდომი ტარიფების მიხედვით, თუ სხვა ოდენობა არ არის მითითებული სარეკლამო მასალებში ან/და წინამდებარე წესებში. პრემიალური ლარები არ ექვემდებარება დაბრუნებას, კონვერტაციას, გაყიდვას, ფულად სახსრებზე გადაცვლას (ასევე არ ხდება ფულადი ექვივალენტის გაცემა) და მათი გამოყენების ვადა, რომელიც დადგენილია წინამდებარე წესებით, არის შეზღუდული.

2.6. სასაჩუქრე ლარი — პირობითი ერთეული, რომელიც არ არის გადახდის საშუალება,  გამოიყენება სარეკლამო მიზნებისთვის, ფასდაკლების, სარეკლამო რეტრობონუსის ან ლოიალობის სპეციალური მარკეტინგული მექანიზმის განსაზღვრისას ქართული ლარის (საქართველო) ექვივალენტურია და გამოითვლება ფორმულით - 1 სასაჩუქრე ლარი უდრის 1 ქართულ ლარს. სასაჩუქრე ლარები შეიძლება გამოყენებულ იქნეს 100%-მდე ფასდაკლების სახით შეკვეთების საფასურის გადახდისას ხელმისაწვდომი ტარიფების მიხედვით, იმ პირობით, რომ შეკვეთის ღირებულება არ აღემატება სასაჩუქრე ლარების ნომინალს (რაოდენობას). სასაჩუქრე ლარები არ ექვემდებარება დაბრუნებას, კონვერტაციას, გაყიდვას, ფულად სახსრებზე გადაცვლას (ასევე არ ხდება ფულადი ექვივალენტის გაცემა).

2.7. ქეშბექი - პირობითი ერთეული, რომელიც არ არის გადახდის საშუალება, რომელიც გაითვალისწინება სასაჩუქრე ლარებში როგორც რეტრობონუსი და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფასდაკლების სახით აპლიკაცია „მაქსიმში“ განხორციელებული მომავალი შეკვეთების საფასურის გადახდისას ხელმისაწვდომი ტარიფების მიხედვით.

2.8. პირადი ანგარიში — სერვის «მაქსიმის» მომსახურების მომხმარებლის ვირტუალური ანგარიში, რომელიც ფორმირებულია სერვისი «მაქსიმის» მიერ და რომელზეც ფიქსირდება საავანსო გადახდები და ამ გადახდებიდან დაქვითული (ჩამოჭრილი) ფულადი სახსრები შეკვეთების საფასურის გადასახდელად ხელმისაწვდომი ტარიფების მიხედვით.

2.9. აქციები — სერვის «მაქსიმის» მიერ დაანონსებული სხვადასხვა სარეკლამო და მარკეტინგული ღონისძიება. აქციებში მონაწილეობის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ პრომოკოდები, ფასდაკლებები და სხვა პრივილეგიები წინამდებარე წესებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

2.10. აპლიკაცია „მაქსიმი“ - ელექტრონული გამომთვლელი მანქანებისთვის განკუთვნილი, მომხმარებლის მობილურ მოწყობილობაზე დასაყენებელი და პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში ინტეგრირებული პროგრამა, რომლის დანიშნულებასაც წარმოადგენს მომხმარებლებისთვის სერვის „მაქსიმის“ მომსახურების მიწოდება გლობალური საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელი „ინტერნეტის“ საშუალებით.

3. აქციის სახეები.

3.1. «პირველი პრემია». ახალ მონაწილეს აპლიკაცია «მაქსიმში» შეჰყავს სერვის «მაქსიმის» სარეკლამო მასალებიდან აღებული პრომოკოდი. პრომოკოდის წარმატებით გააქტიურების შემდეგ ახალი მონაწილის ანგარიშზე ირიცხება სარეკლამო მასალაში მითითებული თანხა პრემიალურ ლარებში, რომლის გამოყენებაც შეიძლება ფასდაკლების სახით შეკვეთების საფასურის გადახდისას ხელმისაწვდომი ტარიფების მიხედვით ჩარიცხვის მომენტიდან 90 დღის განმავლობაში.

3.2. «ახალი პრემია». ახალ მონაწილეს ან/და მონაწილეს, რომელსაც სარეკლამო მასალებში მითითებული პერიოდის განმავლობაში არ განუხორციელებია შეკვეთა თავისი ტელეფონის ნომრიდან და არ გაუაქტიურებია სერვის «მაქსიმის» პრომოკოდები, აპლიკაცია «მაქსიმში» შეჰყავს სერვის «მაქსიმის» სარეკლამო მასალებიდან აღებული პრომოკოდი ან ატყობინებს მას ოპერატორს იმ შემთხვევაში, თუ სარეკლამო მასალებში მითითებულია ასეთი შესაძლებლობის შესახებ. პრომოკოდის წარმატებით გააქტიურების შემდეგ ახალ მონაწილეს ან მონაწილეს, რომელიც შეესაბამება წინამდებარე პუნქტში მითითებულ კრიტერიუმებს, ანგარიშზე ერიცხება სარეკლამო მასალაში აღნიშნული თანხა პრემიალურ ლარებში, რომლის გამოყენებაც შეიძლება ფასდაკლების სახით შეკვეთების საფასურის გადახდისას ხელმისაწვდომი ტარიფების მიხედვით ჩარიცხვის მომენტიდან 90 დღის განმავლობაში.

3.3. «აჩუქე მეგობრებს». აპლიკაცია «მაქსიმში» მონაწილე გენერირებს პერსონალურ პრომოკოდს და ნემისმიერი შესაძლო გზით გადასცემს მას ახალ მონაწილეს. საკუთარ მობილურ მოწყობილობაზე აპლიკაციაში პრომოკოდის გააქტიურების შემდეგ ახალი მონაწილე იღებს 20 პრემიალურ ლარს. მონაწილე იღებს 5 პრემიალურ ლარს მისი პერსონალური პრომოკოდის ახალი მონაწილეების მიერ წარმატებით შესრულებული ყოველი გააქტიურებისთვის იმ პირობით, რომ ახალმა მონაწილეებმა მათთვის პრემიალური ლარების ჩარიცხვიდან 90 დღის განმავლობაში განახორციელეს მინიმუმ 3 ანაზღაურებული შეკვეთა ხელმისაწვდომი ტარიფების მიხედვით აპლიკაცია «მაქსიმის» მეშვეობით. პრემიალური ლარები ირიცხება მომხმარებლების პირად ანგარიშზე და მათი გამოყენება შესაძლებელია ფასდაკლების სახით შეკვეთების საფასურის გადახდისას ხელმისაწვდომი ტარიფების მიხედვით ჩარიცხვის მომენტიდან 90 დღის განმავლობაში.

3.4. «სააქციო პრომოკოდი». აპლიკაცია «მაქსიმის» მომხმარებელი იღებს პრომოკოდს სერვის «მაქსიმის» აქციაში მონაწილეობის მისაღებად. მომხმარებელი ხდება აქციის მონაწილე პრომოკოდის გააქტიურების შემდეგ. გააქტიურებისთვის პრემიალური ლარები არ ირიცხება. პრომოკოდის გააქტიურების ვადა და წესი, ასევე აქციის პირობები, ჩატარების წესი და მოქმედების ვადა აპლიკაცია «მაქსიმის» მომხმარებელს ეცნობება დამატებით.

3.5. «საპრიზო პრომოკოდი». სერვის «მაქსიმის» აქციაში მონაწილეობის შედეგების მიხედვით აპლიკაცია «მაქსიმის» მომხმარებელი პრომოკოდს იღებს პრიზის სახით. პრომოკოდის გააქტიურების შემდეგ სასაჩუქრე ან პრემიალური ლარები, რომელთა ტიპი მითითებულია აქციის პირობებში, ირიცხება მომხმარებლის პირად ანგარიშზე და მათი გამოყენება შეიძლება შეკვეთების საფასურის გადახდისას ხელმისაწვდომი ტარიფების მიხედვით. პრომოკოდის ნომინალი და მათი გამოყენების ვადა განისაზღვრება აქციის პირობებით.

3.6. «სასაჩუქრე პრომოკოდი». აპლიკაცია «მაქსიმის» მომხმარებელი (აპლიკაციაში ასეთი ფუნქციონალის არსებობის შემთხვევაში) ღილაკის «სასაჩუქრე პრომოკოდის შექმნის» მეშვეობით გენერირებს პრომოკოდს და თვითონვე უთითებს მის ნომინალს ქართულ ლარებში. სასაჩუქრე ლარების რაოდენობის ექვივალენტი ფულადი სახსრები ქართულ ლარებში იჭრება მომხმარებლის პირადი ანგარიშიდან ან მიბმული საბანკო ბარათიდან. მომხმარებელი თავის პრომოკოდს ნემისმიერი შესაძლო გზით გადასცემს მიმღებს, რომელსაც შეუძლია პრომოკოდის გააქტიურება. გააქტიურების შემდეგ სასაჩუქრე ლარები, რომელთა რაოდენობა შეადგენს სასაჩუქრე პრომოკოდის ნომინალს, ირიცხება მიმღების პირად ანგარიშზე ფასდაკლების სახით გამოსაყენებლად შეკვეთების საფასურის გადახდისას ხელმისაწვდომი ტარიფების მიხედვით.

3.7. „მაქსიმოგების კილომეტრები“. მისი გამოყენება შეუძლია მონაწილეს, რომელმაც სერვის „მაქსიმში“ განახორციელა 15-ზე მეტი ანაზღაურებული შეკვეთა. აპლიკაცია „მაქსიმის“ მომხმარებელი ახორციელებს და იხდის აპლიკაცია „მაქსიმის“ მეშვეობით შექმნილი შეკვეთების საფასურს შემდეგი ტარიფების მიხედვით: „ეკონომი“, „სუპერეკონომი“, „კომფორტი“, „პრემიუმი“, „კომპაქტვენი“, „მინივენი“ და „ჯიპი“. შესრულებული და ანაზღაურებული შეკვეთების რაოდენობა, რომელიც საჭიროა რეტრობონუსის (ქეშბექის) მისაღებად, დამოკიდებულია ქალაქზე, სადაც ხორციელდება შეკვეთა, და მიეთითება აპლიკაცია „მაქსიმში“. ყველა შეკვეთა უნდა განხორციელდეს კალენდარული თვის განმავლობაში ერთი ქალაქის ტერიტორიაზე. იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც უნდა განხორციელდეს აქცია „მაქსიმოგების კილომეტრები“, მითითებულია აპლიკაცია „მაქსიმში“.

საჭირო რაოდენობის შეკვეთების განხორციელებისა და მათი საფასურის გადახდის შემდეგ მონაწილე იღებს რეტრობონუსს საჭირო რაოდენობის შეკვეთების გადახდილი ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.

დარიცხული რეტრობონუსის ოდენობა მრგვალდება მთელ რიცხვამდე მეათედებისა და მეასედების გამოკლებით (მცირედის მხარეს).

შეკვეთების განხორციელება და მათი საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის - ფიზიკური პირის ანგარიშიდან.

რეტრობონუსი ეძლევა მონაწილეს და მისი გამოყენება შესაძლებელია იმ თვის მომდევნო თვიდან, როდესაც გადახდილ იქნა საჭირო რაოდენობის შეკვეთების საფასური. რეტრობონუსის გათვალისწინება ხდება სასაჩუქრე ლარებში და ექვემდებარება ფასდაკლებაზე გადაცვლას შეკვეთების საფასურის გადახდისას ხელმისაწვდომი ტარიფების მიხედვით ჩარიცხვის მომენტიდან 6 თვის განმავლობაში.

3.8. „კლიენტის დაბადების დღე“. აქციაში მონაწილეობას იღებენ მომხმარებლები, რომლებმაც მიუთითეს დაბადების თარიღი პირად კაბინეტში საიტზე taximaxim.ge ან ტაქსის გამოძახების აპლიკაცია „მაქსიმში“. ამ დღეს ანაზღაურებული შეკვეთების ღირებულების 10% ირიცხება პირად ანგარიშზე პრემიალური ლარების სახით. მათი საშუალებით შეიძლება შეკვეთის ღირებულების 30%-მდე გადახდა ჩარიცხვის მომენტიდან 90 დღის განმავლობაში.

4. პრომოკოდების, პრემიალური და სასაჩუქრე ლარების გამოყენების დამატებითი პირობები შეიძლება მითითებული იყოს სერვის «მაქსიმის» სარეკლამო მასალებში.

5. სერვისი «მაქსიმი» ათავსებს ინფორმაციას პრემიალური პროგრამის ორგანიზატორების, წესების, ვადებისა და პირობების შესახებ აპლიკაცია «მაქსიმში» და საიტზე taximaxim.com/app.

6. პრემიალური პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ პრემიალური პროგრამის პირობებით სხვა რამ არ არის დადგენილი ცალკეულ აქციებთან დაკავშირებით.

7. პრომოკოდებისა და ფასდაკლებების რაოდენობა არ არის შეზღუდული, თუ წინამდებარე წესებით, აქციის პირობებით ან/და სარეკლამო მასალებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. პრემიალური პროგრამის ან/და ცალკეული აქციებისა და სხვა სარეკლამო და მარკეტინგული ღონისძიებების მოქმედება შემოიფარგლება იმ პერიოდით, როდესაც სერვისი "მაქსიმი" ათავსებს ინფორმაციას პრემიალური პროგრამის / აქციების წესების, ვადებისა და პირობების შესახებ აპლიკაცია „მაქსიმ"-ში, საიტზე taximaxim.com/app ან/და სარეკლამო მასალებში.