უკანკონფიდენციალურობის პოლიტიკა
უკანკონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა კლიენტებისთვის


წინამდებარე პოლიტიკით რეგლამენტირდება სერვისი «მაქსიმის» (შემდეგში - «სერვისი») მიერ ფიზიკურ პირთა პერსონალური და სხვა კონფიდენციალური მონაცემების შენახვისა და დამუშავების წესი ინტერნეტის ქსელის მეშვეობით ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენების გზით.


ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებში გამოიყენება შემდეგი ტერმინები:

1.1. პერსონალური მონაცემები — ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.

1.2. სერვისი — პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და მეთოდებს, ახორციელებს მონაცემების დამუშავებას უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის დახმარებით.

1.3. საიტი — ელექტრონული გამომთვლელი მანქანებისთვის განკუთვნილი პროგრამებისა და საინფორმაციო სისტემაში არსებული სხვა ინფორმაციის ერთობლიობა, რომელზეც წვდომა უზრუნველყოფილია ინტერნეტის ქსელის საშუალებით დომენის სახელებითა და (ან) ქსელური მისამართებით, რაც იძლევა საიტების იდენტიფიცირების საშუალებას ინტერნეტის ქსელში, რომელიც სერვისის მიერ გამოიყენება შემკვეთისთვის პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შემკვეთის შეკვეთის შეტანის შესაძლებლობის მისაცემად. საიტების მისამართებია: https://taximaxim.ge/ და https://taximaxim.ge/enhttps://taximaxim.com/.


1.4. მობილური აპლიკაცია - ელექტრონული გამომთვლელი მანქანებისთვის განკუთვნილი პროგრამა «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება», რომელიც ყენდება შემკვეთის მოწყობილობაზე და იმართება მობილური ოპერაციული სისტემების iOS-ის, Android-ის, Windows Phone-ის მეშვეობით. აღნიშნული პროგრამა ინტეგრირებულია სერვისის პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში და მისი საშუალებით ხდება მომსახურების მიწოდებაზე შეკვეთების ფორმირების პროცესის ავტომატიზირება.

1.5. მომსახურება — სერვისის მიერ კლიენტისთვის მიწოდებული საინფორმაციო მომსახურება, რომელიც მიზნად ისახავს შემკვეთის შეკვეთის მიღებას, დამუშავებას და პარტნიორისთვის გადაცემას და შემკვეთის ინფორმირებას შეკვეთის შესრულების შესახებ. მომსახურების გაწევის საგანი და პროცედურა განისაზღვრება ვებგვერდზე განთავსებული საჯარო ოფერტის პირობებით.

1.6. შემკვეთი — ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს შეკვეთის შეტანას პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში საიტის, მობილური აპლიკაციის ან სერვისის სააბონენტო ტელეფონის ნომერზე გამოძახების მეშვეობით და ამ მიზნით წარმოადგენს თავის პერსონალურ მონაცემებს.

1.7. პარტნიორი — პირი, რომელიც დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით უწევს შემკვეთს მგზავრების გადაყვანის, ბარგის გადაზიდვის, საქონლის (ტვირთის) მიწოდების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოსთან დაკავშირებულ მომსახურებას. ამავე დროს სერვისი არ არის სატრანსპორტო ორგანიზაცია და დამოუკიდებლად არ უწევს შემკვეთს რაიმე სახის სატრანსპორტო მომსახურებას.

1.8. შეკვეთა — სისტემის მიერ დამუშავებული იმ მომსახურების შეკვეთა, რომელიც ხორციელდება პარტნიორების მიერ.

1.9. პერსონალური მონაცემების დამუშავება — ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის მიზნით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;

1.10. პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავება — მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავება;

1.11. პერსონალური მონაცემების მიწოდება — მოქმედებები, რომლებიც მიმართულია განსაზღვრული პირისთვის ან პირთა განსაზღვრული წრისათვის პერსონალური მონეცემების გადაცემისკენ.

1.12. პერსონალური მონაცემების დაბლოკვა — მონაცემების დამუშავების დროებითი შეწყვეტა.

1.13. პერსონალური მონაცემების განადგურება — მოქმედებები, რომელთა შედეგად პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემაში შეუძლებელი ხდება პერსონალური მონაცემების შემცველობის აღდგენა და (ან) რომელთა შედეგად ნადგურდება პერსონალური მონაცემების მატერიალური მატარებლები.

1.14. პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემა — მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებისა და მათი დამუშავების უზრუნველმყოფი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა.

1.15. Cookie ფაილები —მონაცემების ფრაგმენტი, რომელიც გაგზავნილია საიტის მიერ და ინახება კომპიუტერში, მობილურ ტელეფონზე ან სხვა მოწყობილობაზე, საიდანაც შემკვეთი შედის საიტზე, და რომელიც ინახავს მონაცემებს შემკვეთის მიერ საიტზე შესრულებული მოქმედებების შესახებ.

1.16. მოწყობილობის იდენტიფიკატორი — უნიკალური მონაცემები, რომელთა საშუალებით ხდება შემკვეთის მოწყობილობის იდენტიფიცირება, რომელზეც დაყენებულია მობილური აპლიკაცია. აღნიშნული მონაცემები შეთავაზებულია თვითონ მოწყობილობის მიერ ან გამოთვლილია მობილური აპლიკაციით.

2. ახორციელებს რა შეკვეთის შეტანას პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში საიტის, მობილური აპლიკაციის ან სერვისის სააბონენტო ტელეფონის ნომერზე გამოძახების საშუალებით, შემკვეთი ეთანხმება წინამებარე პოლიტიკის პირობებს, მათ შორის აძლევს სერვისს თანხმობას თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი თანხმობა მოითხოვება მოქმედი კანონმდებლობის დებულებებით.


პერსონალური მონაცემები

3. პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შემკვეთს აქვს უფლება:

3.1. მიიღოს ინფორმაცია, რომელიც ეხება მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას;

3.2. გაასაჩივროს სერვისის მოქმედება ან უმოქმედობა პერსონალური მონაცემების სუბიექტთა უფლებების დაცვის უფლებამოსილ ორგანოში ან სასამართლო წესით, თუ შემკვეთი ვარაუდობს, რომ სერვისი ახორციელებს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით ან სხვა გზით არღვევს მის უფლებებსა და თავისუფლებებს;

3.4. დაიცვას თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, მათ შორის მოითხოვოს სასამართლო წესით ზარალის ანაზღაურება და (ან) მორალური ზიანის კომპენსაცია.

4. პერსონალური მონაცემების დამუშავებისას სერვისი კისრულობს ვალდებულებას:

4.1. წარუდგინოს შემკვეთს მისივე თხოვნით შემდეგი ინფორმაცია:

4.1.1. მის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება;

4.1.2. მონაცემთა დამუშავების მიზანი;

4.1.3. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

4.1.4. რა გზით შეგროვდა მონაცემები;

4.1.5. ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი

4.2. უზრუნველყოს ზომების მიღება შემკვეთის პერსონალურ მონაცემებზე არასანქციონირებული წვდომის თავიდან ასაცილებლად.

4.3. გამოაქვეყნოს ან სხვა გზით უზრუნველყოს შეუზღუდავი წვდომა დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას პერსონალური მონაცემების დამუშავების მიმართ, ასევე ინფორმაციაზე პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართ რეალიზებადი მოთხოვნების შესახებ.

5. შემკვეთის პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზანი არის პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შემკვეთის შეკვეთის შეტანის შესაძლებლობის მიცემის შესახებ შეთანხმება შემკვეთსა და სერვისს შორის.

6. შემკვეთის პერსონალური მონაცემები ინახება ელექტრონულ მატარებლებზე და მუშავდება პერსონალური მონაცემების დამუშავების ავტომატიზირებული სისტემების გამოყენებით.

7. სერვისი შემკვეთის თანხმობის საფუძველზე, აგროვებს და ამუშავებს შემკვეთის შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

7.1. სახელს, გვარს;

7.2. დაბადების თარიღს;

7.3. სააბონენტო ტელეფონის ნომერს;

7.4. ადგილმდებარეობის მისამართს;

7.5. ელექტრონული ფოსტის მისამართს.

8. შემკვეთს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ მიაწოდოს სერვისს შემდეგი პერსონალური მონაცემები, ასევე თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს და (ან) წაშალოს ისინი:

8.1. სახელი, გვარი;

8.2. დაბადების თარიღი;

8.3. ადგილმდებარეობის მისამართი;

8.4. ელექტრონული ფოსტის მისამართი.

9. შემკვეთის პერსონალურ მონაცემებს სერვისი ანადგურდებს შემდეგ შემთხვევებში:

9.1. შემკვეთის მიერ პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შეკვეთის შეტანის მომენტიდან სამი წლის შემდეგ;

9.2. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი უარს განაცხადებს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

10. შემკვეთის პერსონალური მონაცემების განადგურება ხორციელდება მისი შემდგომი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე.

11. შემკვეთების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც მომსახურების გაწევასთან უშუალო შეხება აქვთ. სხვა შემთხვევაში სერვისი არ ავრცელებს შემკვეთის პერსონალურ მონაცემებს, ასევე არ აძლევს მათზე წვდომას მესამე პირებს შემკვეთის წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე, გარდა შემთხვევებისა, როდესაც პერსონალური მონაცემების მიწოდება ხდება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

12. შემკვეთის პერსონალურ მონაცემებზე არასანქციონირებული წვდომის თავიდან ასაცილებლად სერვისი მიმართავს შემდეგ ზომებს:

12.1. ნიშნავს თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პერსონალური მონაცემების დამუშავების ორგანიზებაზე;

12.2. მიმართავს ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

12.3. უზრუნველყოფს ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვას.

12.4. სერვისის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, ვალდებულია არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთანავე, მას ეკისრება ვალდებულება, დაიცვას მონაცემთა საიდუმლოება, მათ შორის, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.

12.5. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით იღებს სხვა ზომებს განსაზღვრულს საქართველოს კანონმდებლობით.

13. შემკვეთს უფლება აქვს მოითხოვოს სერვისისგან მისი პერსონალური მონაცემები გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ, ასევე გამოითხოვოს თავისი თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება წარდგენილი იქნას წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული საშუალების გამოყენებით. სერვისი ვალდებულია შემკვეთისგან ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან შემკვეთს აცნობოს უარის თქმის საფუძველი. შემკვეთის მიერ მოთხოვნის წარდგენიდის შემდგომ, სერვისს აქვს უფლება დაბლოკოლს მონაცემები შემკვეთის მომართვის საფუძველზე. მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 3 დღის ვადაში და ძალაშია სერვისის მიერ მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, წაშლისა და განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება დაბლოკვის მიზეზის არსებობის განმავლობაში უნდა ერთოდეს შესაბამის მონაცემებს.


გეოლოკაციური მონაცემები

14. მობილური აპლიკაციის მეშვეობით სერვისი იღებს მონაცემებს შემკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ (გეოლოკაციური მონაცემები). გეოლოკაციური მონაცემები სერვისს გადაეცემა მხოლოდ მობილური აპლიკაციის გამოყენების დროს. შემკვეთს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ აკრძალოს გეოლოკაციური მონაცემების გადაცემა თავისი მობილური მოწყობილობის შესაბამისი პარამეტრების შეცვლის გზით.

15. შეკვეთის შესრულების მიზნით სერვისი აწვდის შემკვეთის გეოლოკაციურ მონაცემებს პარტნიორებს, რომლებმაც მიიღეს შეკვეთა შესასრულებლად.


საგადახდო მონაცემები

16. პარტნიორების მიერ მიწოდებული მომსახურების შესაძლებლობის მისაღებად უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო ბარათების გამოყენებით, შემკვეთს შეუძლია მიაბას საბანკო ბარათი თავის სააბონენტო ტელეფონის ნომერზე. საბანკო ბარათის მიბმა ხორციელდება შემკვეთის მიერ დამოუკიდებლად მობილურ აპლიკაციაში.

17. უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდა საბანკო ბარათების გამოყენებით ხორციელდება საერთაშორისო საგადახდო სისტემების წესების შესაბამისად გადახდის შესრულების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპებით. შემკვეთის მიერ წარმოდგენილი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება გადახდის ბარათების ინდუსტრიის მონაცემების უსაფრთხოების სტანდარტების (Payment Card Industry Data Security Standard) მოთხოვნათა შესაბამისად და არავის შეუძლია მათი მიღება, მათ შორის არც სერვისს. საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანა ხორციელდება იმ ბანკი ეკვაიერის დაცულ საგადახდო გვერდზე, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების უნაღდო ანგარიშსწორებით ანაზღაურების შესაძლებლობას.


Cookie ფაილები

18. სერვისმა შეიძლება გამოიყენოს შემდეგი ტიპის Cookie ფალები:

18.1. მკაცრად აუცილებელი Cookie ფაილები. ეს Cookie ფაილები საჭიროა საიტზე გადააადგილებისა და მოთხოვნილი შემკვეთის მიერ პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შეკვეთის შეტანის შესაძლებლობის მიცემის გამოყენებისათვის. ამ ტიპის Cookie ფაილები გამოიყენება შემკვეთის რეგისტრაციისა და სისტემაში შესვლის დროს. მათ გარეშე შემკვეთის მიერ მოთხოვნილი პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შეკვეთის შეტანის შესაძლებლობა მიუწვდომელია. მოცემული Cookie ფაილები არის ძირითადი და შეიძლება იყოს როგორც მუდმივი, ისე დროებითი. ამ ტიპის Cookie ფაილების გამოყენების გარეშე საიტი სათანადოდ ვერ მუშაობს.

18.2. საექსპლუატაციო Cookie ფაილები. ეს Cookie ფაილები აგროვებენ სტატისტიკურ მონაცემებს საიტის გამოყენების შესახებ. მოცემული ფაილები არ ღებულობენ შემკვეთის პირად ინფორმაციას. Cookie ფაილების მიერ შეგროვილ მთელ ინფორმაციას აქვს სტატისტიკური ხასიათი და არის ანონიმური. ასეთი Cookie ფაილების გამოყენების მიზანია:

18.2.1. საიტების გამოყენების სტატისტიკის მიღება;

18.2.2. სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის შეფასება.

მოცემული Cookie ფაილები არის მუდმივი და დროებითი, ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს როგორც ძირითადს, ისე სხვა Cookie-ს.

18.3. ფუნქციონალური Cookie ფაილები. Cookie ფაილების ეს ტიპი გამოიყენება შემკვეთის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დასამახსოვრებლად (როგორიცაა მომხმარებლის სახელი, ენა ან ადგილმდებარეობა). მოცემული ფაილები გამოიყენებენ ანონიმურ ინფორმაციას და არ აკონტროლებენ შემკვეთის ქმედებებს სხვა საიტებზე. ამ Cookie ფაილების გამოყენების მიზნებია:

18.3.1. ინფორმაციის დამახსოვრება იმის შესახებ, მიეწოდებოდა თუ არა ადრე შემკვეთს პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შეკვეთის შეტანის შესაძლებლობა;

18.3.2. მთლიანად საიტთან ურთიერთქმედების ხარისხის გაზრდა შემკვეთის მიერ არჩეული უპირატესობების გათვალისწინებით.

მოცემული Cookie ფაილები არის მუდმივი და დროებითი, ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს როგორც ძირითადს, ისე სხვა Cookie-ს.

18.4. სარეკლამო Cookie ფაილები. Cookie ფაილების ეს ტიპი გამოიყენება რეკლამის ნახვის რაოდენობის შესამცირებლად, ასევე სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად. სარეკლამო Cookie ფაილები გამოიყენება საიტზე სარეკლამო მასალების სამართავად. სარეკლამო Cookie ფაილები თავსდება მესამე პირების მიერ — მაგალითად, რეკლამის დამკვეთებისა და მათი აგენტების მიერ. ეს ფაილები შეიძლება იყოს როგორც მუდმივი, ისე დროებითი. ისინი დაკავშირებულია საიტზე სხვა კომპანიების მიერ მოწოდებულ რეკლამასთან.

19. Cookie ფაილების დაბლოკვა ან წაშლა, ასევე მათი მომოქმედების შეზღუდვა შეიძლება ბრაუზერის პარამეტრებში, რომლითაც სარგებლობს შემკვეთი.


მოწყობილობის იდენტიფიკატორი

20. მოწყობილობის იდენტიფიკატორის შესახებ შეგროვილი მონაცემები არ შეიცავენ შემკვეთის პერსონალურ მონაცემებს.

21. მოწყობილობის იდენტიფიკატორის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზანია მობილური აპლიკაციის მომხმარებელთა შიდა აღრიცხვა.


მონაცემები ფიჭური კავშირის ოპერატორის შესახებ

22. მობილური აპლიკაციის მეშვეობით სერვისი იღებს მონაცემებს ოპერატორის შესახებ, რომელიც შემკვეთს აწვდის მოძრავი სატელეფონო კავშირის (ფიჭური კავშირის) მომსახურებას.

23. შეგროვილი მონაცემები ფიჭური კავშირის ოპერატორის შესახებ არ შეიცავენ შემკვეთის პერსონალურ მონაცემებს.

24. ფიჭური კავშირის ოპერატორის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზანი არის მობილური აპლიკაციის პარამეტრებში შემკვეთის ადგილმდებარეობის ქვეყნისა და აპლიკაციის ინტერფეისის ენის შესახებ მონაცემების ავტომატური დაყენება.


შეკვეთების ისტორია

25. სერვისი ინახავს შემკვეთის მგზავრობების ისტორიას, კერძოდ შეკვეთის შექმნის დროს, ავტომობილის მიწოდების ადგილის მისამართს, მარშრუტის შუალედურ და საბოლოო მისამართებს, გამოყენებად ტარიფს, გადახდის მეთოდს, და შეკვეთის შექმნისას მითითებულ სხვა მონაცემებს.

26. შეკვეთების ისტორიის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზანი არის პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში შემკვეთის შეკვეთის შეტანის შესაძლებლობის ხარისხის გაუმჯობესება შეკვეთის პარამეტრების ავტომატური შევსების გზით ადრე წარმოდგენილი მონაცემების გამოყენებით, რაც იძლევა შეკვეთის შექმნის დროის შემცირების საშუალებას.