უკანსამართლებრივი ინფორმაცია
უკანსამართლებრივი ინფორმაცია

საჯარო ოფერტა


სერვის „მაქსიმის“ მუშაობის წესები

(საჯარო ოფერტი)

 

1. ზოგადი დებულებებ

1.1. მოცემული დოკუმენტი, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის (შემდეგში — «შემკვეთი»), წარმოადგენს სერვისი „მაქსიმის“ (შემდეგში - «სერვისი») ოფიციალურ შეთავაზებას და შეიცავს საინფორმაციო მომსახურების მიწოდების ყველა არსებით პირობას, რომლის საგანი განსაზღვრულია წინამდებარე ოფერტის 2.1 პუნქტში.

1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის შესაბამისად მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს საჯარო ოფერტს. მომსახურებების შეკვეთა არის მისი აქცეპტი, რაც მიიჩნევა მასში გადმოცემული პირობებით ხელშეკრულების დადების ტოლფასად. ოფერტი განთავსებულია ინტერნეტის ქსელში სერვისის საიტებზე https://taximaxim.ge და https://taximaxim.ge/en.

1.3. წინამდებარე საჯარო ოფერტის პირობების მიღებით, შემკვეთი ასევე ეთანხმება სერვისის პოლიტიკას კონფიდენციალური მონაცემების დამუშავების მიმართ, რომელიც განთავსებულია მისამართებზე https://taximaxim.ge/ru/driver/materials/, https://taximaxim.com/ge/ru/term/policy-driver/ და https://legal.taximaxim.ge/privacy/-/policy-client-site/?intl=ka-GE

1.4. შემკვეთი ყურადღებით უნდა გაეცნოს წინამდებარე ოფერტის ტექსტს. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი არ ეთანხმება მის რომელიმე პირობას, მას შეუძლია უარი თქვას სერვისის მომსახურებაზე. თუ შემკვეთს ექნება კითხვები მომსახურების მახასიათებლებთან დაკავშირებით, მან შეკვეთის განთავსებამდე უნდა მიმართოს სერვისის სპეციალისტს კონსულტაციისთვის.

1.5. განსაზღვრებები, რომლებიც გამოიყენება წინამდებარე ოფერტის პირობების შესრულების მიზნით:

1.5.1. მომსახურება - მომსახურებები, რომელთა მიწოდებაც ხდება სერვისის პარტნიორების მიერ და რომელთა შეკვეთაც ხორციელდება სერვისის მეშვეობით.

1.5.2. შეკვეთა - მომსახურების შეკვეთა, რომელიც დამუშავებულია სისტემის მიერ.

1.5.3. სერვისის პარტნიორი - პირი, რომელიც დამოუკიდებლად, საკუთარი ძალით უწევს მომსახურებას შემკვეთს.

1.5.4. პირადი კაბინეტი — სერვისის საიტზე არსებული გვერდი, რომელიც შეიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას გაწეული მომსახურების მოცულობისა და შემკვეთის პირადი ანგარიშის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. პირადი კაბინეტის რეგისტრაციისათვის საჭიროა, მინიმუმ, შემკვეთის სააბონენტო ტელეფონის ნომრის შესახებ მონაცემების წარმოდგენა.

1.5.5. პირადი ანგარიში —  ანგარიში, რომელზეც ფიქსირდება შემკვეთის საავანსო გადახდები და ფულადი სახსრები, რომლებიც მოცემული გადახდებიდან დაქვითულია (ჩამოჭრილია) მომსახურების ანაზღაურების სახით. პირად ანგარიშს, რომელიც ფორმირდება სერვისის მიერ, აქვს უნიკალური ნომერი.

1.5.6. პირადი ანგარიშის ბალანსი — დროის განსაზღვრული მომენტისთვის არსებული სხვაობა პირად ანგარიშზე შეტანილი და პირადი ანგარიშიდან ჩამოჭრილი ფულადი სახსრების ოდენობებს შორის.

1.5.7. შემკვეთი — პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურების შეკვეთას სერვისის მეშვეობით.

1.5.8. წინასწარი შეკვეთა — მომსახურების შეკვეთა, რომელიც მიღებულია არანაკლებ 60 წუთით ადრე და გულისხმობს მომსახურების გაწევის შესაძლებლობას დროის იმ მომენტში, რომელიც მიუთითა შემკვეთმა.

1.5.9. მიმდინარე შეკვეთა — შეკვეთა, რომელიც გულისხმობს მომსახურების გაწევას «რაც შეიძლება მალე».

1.5.10. ავტორიზებული მობილური აპლიკაცია (მობილური აპლიკაცია) — ელექტრონული გამომთვლელი მანქანებისთვის განკუთვნილი და შემკვეთის მობილურ მოწყობილობაზე დასაყენებელი პროგრამა, რომელიც ინტერნეტის ქსელის მეშვეობით შეკვეთების ფორმირების პროცესის ავტომატიზირების საშუალებას იძლევა.

2. ოფერტის საგანი

2.1. სერვისის საშუალებით შემკვეთს შეუძლია უსასყიდლოდ განათავსოს მომსახურების მიწოდების შეკვეთა. მომსახურებების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია გასაცნობად სერვისის საიტზე ან მობილურ აპლიკაციაში. სერვისი შემკვეთს დამოუკიდებლად არ უწევს რაიმე მომსახურებას, არ იღებს თავის თავზე შემსრულებლის უფლებებსა და (ან) მოვალეობებს ასეთ მომსახურებებთან მიმართებაში.

2.2. შემკვეთის მიერ წინამდებარე ოფერტის პირობების აქცეპტი ხორციელდება სერვისისთვის მიმართვის გზით ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით მომსახურების შეკვეთის მიზნით.

2.3. შემკვეთს ეკისრება პასუხისმგებლობა შეკვეთის განთავსებისას წარმოდგენილი ინფორმაციის შინაარსსა და უტყუარობაზე.

2.4. შეკვეთის განთავსების შემდეგ მონაცემები შემკვეთის შესახებ, ასევე მისთვის საჭირო მომსახურების ხასიათის შესახებ მისი თანხმობის გარეშე არ იცვლება და არ რედაქტირდება.

2.5. სერვისი უსასყიდლოდ აძლევს შეკვეთაზე წვდომას პარტნიორს, რომელიც ირჩევს შეკვეთას, ატყობინებს სერვისს თავისი არჩევანის შესახებ და არჩეული შეკვეთის მიხედვით უთითებს მომსახურების გაწევის დროს. ამავდროულად, სერვისი იძლევა მხოლოდ იმის გარანტიას, რომ უზრუნველყოფს პარტნიორისთვის შეკვეთაზე წვდომას, მომსახურების გაწევაზე პასუხისმგებელია პარტნიორი.

2.6. სერვისი აცნობებს შემკვეთს მისაწოდებელი მომსახურების წესსა და მახასიათებლებს, უთითებს მთელ არსებით ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია პარტნიორის მიერ მომსახურების სწორად და კორექტულად შესრულებისთვის.

2.7. სერვისს შეუძლია მიიღოს წინასწარი შეკვეთები მომსახურების გასაწევად. მომსახურების დროულად გაწევაზე პასუხისმგებელია პარტნიორი, რომელიც სერვისის მიერ წინდაწინ არის ინფორმირებული წინასწარი შეკვეთის შესახებ. ამასთანავე, მომსახურების გაწევა არ არის გარანტირებული.

2.8. სერვისი იტოვებს უფლებას მიზეზის ახსნის გარეშე უარი თქვას იმ შემკვეთის მომსახურეობაზე, რომელიც არ ეთანხმება წინამდებარე ოფერტის პირობებს. 

2.9. სერვისის საქმიანობის შიდა კონტროლის მიზნით სატელეფონო საუბრები შემკვეთსა და სერვისს შორის იწერება.

2.10. მისაწოდებელი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე შემკვეთსა და პარტნიორს შორის ოპერატიული ურთიერთქმედების უზრუნველყოფის მიზნით, შემკვეთს შეუძლია მიაწოდოს სერვისს ინფორმაცია მომსახურების მიწოდებისას პარტნიორის მიერ შემკვეთის უფლებების დარღვევის შემთხვევების შესახებ ელექტრონული უკუკავშირის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით სერვისის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ შემთხვევაში სერვისი ატყობინებს პარტნიორს შემკვეთისგან შემოსული პრეტენზიის შესახებ, აცნობებს მას შემკვეთის საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, აგრეთვე პრეტენზიის შინაარსს. პრეტენზიის შემდგომი დარეგულირება შემკვეთსა და პარტნიორს შორის ხორციელდება სერვისის მონაწილეობის გარეშე. წინამდებარე პუნქტის შინაარსი არ მოწმობს და არ შეიძლება შეფასდეს სერვისის მიერ საკუთარი თავისთვის რაიმე ვალდებულების დაკისრებად, რაც დაკავშირებულია ზიანის ნატურით ან ფულადი ფორმით ანაზღაურებასთან, კომპენსაციების გაცემასთან ან/და სერვისის მიერ საკუთარი თავისთვის სხვა მოვალეობების დაკისრებად, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ოფერტით.

2.11. შემკვეთის პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავებისას, სერვისი ხელმძღვანელობს 2011 წლის 28 დეკემბრის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებებით, ასევე სერვისის პოლიტიკით კონფიდენციალური მონაცემების დამუშავების მიმართ.

3. სერვისის მოვალეობები

3.1. მიიღოს შეკვეთა, მისცეს პარტნიორს შეკვეთაზე წვდომა და მიაწოდოს შემკვეთს ინფორმაცია შეკვეთის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

3.2. მიაწოდოს შემკვეთს ინფორმაცია მომსახურების გაწევის უნებლიე შეფერხების შემთხვევების შესახებ.

3.3. მიაწოდოს შემკვეთს ინფორმაცია მომსახურების გაწევის შეუძლებლობის შემთხვევების შესახებ.

3.4. დროულად ჩარიცხოს შემკვეთის საავანსო გადასახდელები პირად ანგარიშზე.

3.5. დროულად აღმოაჩინოს და აღკვეთოს არასანქციონირებული წვდომის მცდელობები შემკვეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ან/და მისი გადაცემა იმ პირებზე, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული მომსახურების გაწევასთან.

4. შემკვეთის მოვალეობები

4.1. შეუკვეთოს მომსახურება იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია მისი შესრულების უზრუნველსაყოფად.

4.2. მიუთითოს არსებითი პირობები, რომლებიც აუცილებელია პარტნიორის მიერ შეკვეთის სწორი არჩევანისთვის.

5. ანგარიშსწორება შემკვეთსა და პარტნიორს შორის

5.1. სერვისი უსასყიდლოდ აწვდის შემკვეთს მომსახურებებს, რომელთა საგანი განსაზღვრულია წინამდებარე ოფერტის 2.1. პუნქტში.

5.2. მომსახურების გაწევისთვის ანგარიშსწორება ხორციელდება უშუალოდ შემკვეთსა და პარტნიორს შორის. სერვისი აწვდის შემკვეთს ინფორმაციას მომსახურების გაწევის ღირებულების შესახებ. აღნიშნული ღირებულება ანგარიშდება ტარიფების საფუძველზე, რომლებსაც იყენებს შეკვეთის შესასრულებლად მიმღები პარტნიორი. პარტნიორების ფასწარმოქმნა შეიძლება იყოს დინამიური და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე (საგზაო ქსელის მდგომარეობა, გზების გადატვირთულობა, დრო/საათი, წელიწადის დრო, მომსახურებაზე მოთხოვნის დინამიკა, კლიმატური პირობები და ა.შ.), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვაობა სხვადასხვა დროს ერთგვაროვანი მომსახურებების ღირებულებაში. შემკვეთის ინფორმირება მომსახურების საბოლოო ღირებულების შესახებ არ მოწმობს და არ შეიძლება შეფასდეს ისე, რომ  მომსახურება ხორციელდება სერვისის მიერ.

5.3. მომსახურების გაწევისთვის ანგარიშსწორების განხორციელების ფორმა განისაზღვრება შემკვეთის მიერ სერვისის მონაწილეობის გარეშე.

5.4. სერვისი არ აძლევს შემკვეთს რაიმე სახის მითითებას გაწეული მომსახურებისთვის ანგარიშსწორების განხორციელების ფორმასა და წესთან დაკავშირებით.

5.5. სერვისი უზრუნველყოფს მომსახურების შემკვეთის მიერ ანაზღაურების ტექნიკურ შესაძლებლობას შემდეგი ფორმით:

5.5.1. პირადი ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრის მეშვეობით;

5.5.2. უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო ბარათების ან სხვა უნაღდო გადახდის მეთოდების გამოყენებით (თუ ტექნიკურად შესაძლებელია).

5.6. შემკვეთსა და პარტნიორს შორის ანგარიშსწორებისას პირადი ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრის გზით, სერვისი გამოდის როგორც პარტნიორის აგენტი, რომელიც მოქმედებს პარტნიორის სახელითა და მის ხარჯზე, შემკვეთის ფულადი სახსრების მიღების ნაწილში. სერვისი კისრულობს პარტნიორის აგენტის ვალდებულებებს მხოლოდ შემკვეთის ფულადი სახსრების მიღების უზრუნველყოფის ნაწილში. შემკვეთის მიერ პირად ანგარიშზე შეტანილი ფულადი სახსრები, ირიცხება სერვისის ანგარიშსწორების ანგარიშზე და არ არის ელექტრონული ფულადი სახსრები. სერვისი არ აწვდის შემკვეთს ფულადი სახსრების გადარიცხვის მომსახურებას (ფულადი სახსრების ელექტრონული გადარიცხვა), შემკვეთს არ აქვს უფლება დაავალოს სერვისსშესასრულებლად სავალდებული განკარგულება ფულადი სახსრების გადარცხვის თაობაზე. ფულადი სახსრები, შეტანილი პირად ანგარიშზე, შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ მომსახურების ასანაზღაურებლად.

5.7. უნაღდო ანგარიშსწორება საბანკო ბარათების გამოყენებით ხორციელდება Visa და MasterCard-ის საგადახდო სისტემების საკრედიტო ან სადებეტო ბარათების მეშვეობით.

5.8. პარტნიორების მომსახურების საბანკო ბარათების გამოყენებით უნაღდო ანგარიშსწორებით ანაზღაურების შესაძლებლობის მისაღებად საჭიროა პირადი კაბინეტის რეგისტრაცია, ასევე შემკვეთის პირადი ანგარიშის ნომერზე საბანკო ბარათის მიბმა. 

5.9. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საერთაშორისო საგადახდო სისტემების წესების შესაბამისად კონფიდენციალურობის დაცვისა და გადახდის ოპერაციის შესრულების უსაფრთხოების პრინციპებით. შემკვეთის მიერ წარმოდგენილი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება საგადახდო ბარათების ინდუსტრიის მონაცემების უსაფრთხოების სტანდარტის (Payment Card Industry Data Security Standart) მოთხოვნებთან პროცედურების შესაბამისობით და არავის, სერვისის ჩათვლით, არ შეუძლია მათი მიღება. საბანკო ბარათის მონაცემთა შეყვანა ხორციელდება იმ ბანკი-ეკვაიერის გადახდის დაცულ გვერდზე, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების უნაღდო ანგარიშსწორებით ანაზღაურების შესაძლებლობას.

5.10. უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდის შესაძლებლობის დადასტურების მიზნით, ფულადი სახსრები შესაბამისი მომსახურების ღირებულების ოდენობით შეიძლება დარეზერვებული იქნეს შემკვეთის საბანკო ბარათზე შეკვეთის განთავსების მომენტში. განთავსებული შეკვეთის შემკვეთის მიერ გაუქმების შემთხვევაში, ასევე სხვა შემთხვევებში, როდესაც შემკვეთისთვის არ იყო გაწეული მომსახურება, ბარათზე დარეზერვებული ფულადი სახსრები უბრუნდება შემკვეთს.

5.11. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთმა შეცვალა მოთხოვნილი მომსახურების მოცულობა, მათ შორის მას შემდეგ, რაც პარტნიორი შეუდგა მომსახურების გაწევას, ღირებულება ექვემდებარება გადაანგარიშებას. შემკვეთის მიერ შეკვეთა ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მოცულობის შესაბამისად.

5.12. შემკვეთს და პარტნიორს უფლება აქვთ შეათანხმონ მომსახურების გაწევისთვის ანგარიშსწორების სხვა ფორმები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ოფერტით,  მათ შორის მომსახურების ანაზღაურება ნაღდი ფულადი სახსრებით და სხვა მეთოდებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

5.13. პარტნიორს უფლება აქვს დააწესოს გადასახდელი შემკვეთისთვის დამატებითი მომსახურების მიწოდებისთვის, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: მომსახურების განხორციელების შესაძლებლობის 5 წუთზე მეტი დროის განმავლობაში ლოდინი პარტნიორის მიერ, მსხვილგაბარიტიანი ნივთების გადატანა და ა.შ. წინასწარი შეკვეთის შექმნისას უფასო ლოდინის დრო გამოითვლება ავტომობილის ფაქტობრივი მოსვლისა და ამის შესახებ შემკვეთის ინფორმირების მომენტიდან. ამასთანავე, უფასო ლოდინის დრო არ შეიძლება იყოს 5 წუთზე ნაკლები და ამოიწუროს იმ დროზე უფრო ადრე, რომლისთვისაც შეიქმნა წინასწარი შეკვეთა.

5.14. პარტნიორს უფლება აქვს დააწესოს პირგასამტეხლო შემკვეთის მიერ მომსახურებაზე უარის თქმისთვის მას შემდეგ, რაც შემკვეთს ეცნობება პარტნიორის მოსვლის შესახებ. პირგასამტეხლოს ოდენობა გამოითვლება შეკვეთის შექმნის მომენტში მოქმედი მომსახურების მინიმალური ღირებულების ოდენობისა და პარტნიორის ადგილსამყოფელიდან შემკვეთის მიერ შეკვეთის შექმნის მომენტში მითითებულ ადგილამდე მანძილის პროპორციულად.

5.15. სერვისი ატყობინებს შემკვეთს პარტნიორის მიერ დაწესებული დამატებითი მომსახურების ღირებულებისა და პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ. ამასთანავე,  დამატებითი მომსახურების მიწოდების საფასურს და პირგასამტეხლოს შემკვეთი უხდის უშუალოდ პარტნიორს შემკვეთსა და პარტნიორს შორის შეთანხმებული ფორმით.

6. მხარეთა პასუხისმგებლობა

6.1. მხარეებს თავიანთი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.2. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა წინამდებარე ოფერტის 2.1. პუნქტში მითითებული მომსახურებების გაწევის შეფერხებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ან იმ მოწყობილობის გაუმართაობის შემთხვევაში, რომლებიც არ ეკუთვნის სერვისს.

6.3. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა წინამდებარე ოფერტის 2.1. პუნქტში მითითებული მომსახურებების გაწევის სრული ან ნაწილობრივი შეწყვეტისთვის, რომელიც დაკავშირებულია მოწყობილობის, პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლასთან ან სხვა სამუშაოების ჩატარებასთან, რაც გამოწვეულია სერვისის ტექნიკური საშუალებების განვითარებისა და მუშაობისუნარიანობის შენარჩუნების აუცილებლობით.

6.4. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მიუღებელი სარგებელისა და პირდაპირი ზარალისთვის, რომელიც შემკვეთს მიადგა პარტნიორების მიერ გაწეული მომსახურების სარგებლობის შედეგად.

6.5. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა პარტნიორის მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობისთვის.

6.6. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა რაიმე გეოგრაფიული ობიექტის რუქაზე აღნიშვნასა და აღწერილობაზე, აგრეთვე მათ სისწორესა და ნამდვილობაზე. სერვისი არ არის საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე და ვერ ადგენს სახელმწიფო საზღვრებს.

7. ცალკეული სახის მომსახურების შეკვეთის თავისებურებები

7.1. შემკვეთი, მომსახურებაზე განაცხადის განთავსებით, რათა პარტნიორმა შეასრულოს მოქმედებები შემკვეთის სახელით, იღებს და თანხმდება მასზედ, რომ მას (მარწმუნებელსა) და მომსახურების შესრულებელ (მინდობილ) პირს შორის წარმოიშობა ვალდებულებები დავალების ხელშეკრულების მიხედვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლი). უფლებები (მათ შორის საკუთრების უფლება), ვალდებულებები და პასუხისმგებლობა მინდობილი პირის მიერ განხორციელებულ გარიგებებზე მარწმუნებელს წარმოეშობა. მინდობილი პირის უფლებამოსილება ვითარებიდან გამომდინარეობს და არ საჭიროებს მინდობილობით დადასტურებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე, 107-ე მუხლები).

7.2. შემკვეთი არასამედიცინო (კოსმეტიკური) მასაჟის მომსახურებაზე განაცხადის განთავსებით იღებს და თანხმდება მასზედ, რომ ის ინფორმირებულია, რომ მოცემული სერვისი არ არის სამედიცინო მომსახურება, ანუ არ გულისხმობს სამედიცინო ჩარევას ან სამედიცინო ჩარევების კომპლექსს, ასევე არ არის მიმართული დაავადებების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისკენ, სამედიცინო რეაბილიტაციისაკენ. პარტნიორები, რომლებიც უთითებენ არასამედიცინო (კოსმეტიკური) მასაჟის მომსახურებას, არ არიან მედიცინის მუშაკები.

8. დავის გადაწყვეტის წესი

8.1. წინამდებარე ოფერტის შესრულებასთან დაკავშირებულ დავებს და უთანხმოებას მხარეები გადაწყვეტენ მოლაპარაკების გზით.

8.2. თუ დავების გადაწყვეტა მოლაპარაკების გზით შეუძლებელი აღმოჩნდება, ისინი გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9. განსაკუთრებული პირობები

9.1. წინამდებარე რედაქციით არსებული ოფერტის პირობებზე დათანხმებით, შემკვეთი გამოხატავს თანხმობას თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი თანხმობის მიღება საჭიროა 2011 წლის 28 დეკემბრის „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, ასევე საინფორმაციო შეტყობინებების მიღებაზე, სარეკლამო ინფორმაციის ჩათვლით, მათ შორის თანხმობას ასეთი შეტყობინებებისა და ინფორმაციის მიღებაზე «Viber»--ის, «WhatsApp»-ის, «Telegram»-ისა და მსგავსი ინტერნეტ-მესენჯერების შეტყობინებების საშუალებით, რომელიც საკომუნიკაციო ქსელებში ვრცელდება იმ მიზნითა და შემთხვევებში, როდესაც ასეთი თანხმობის აუცილებლობა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით რეკლამის შესახებ. https://taximaxim.ge/en