რატომ გეკითხებათ ოპერატორი: "სად მიბრძანდებით?"

რატომ გეკითხებათ ოპერატორი: "სად მიბრძანდებით?"

29 сентября 2017 г.
#taximaximсервисы

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ადამიანი რეკავს ტაქსის გამოძახების სერვისში, უხსნის ოპერატორს, სად უნდა მივიდეს მძღოლი, მაგრამ თვითონ სად გეგმავს წასვლას არ ეუბნება, ან ეუბნება არაზუსტად, დაახლოებით ასე: «მივდივარ საბურთალოზე» ან «ვაკეში» და ხანდახან კლიენტებისთვის გაუგებარია, რატომ ეკითხება ოპერატორი მოსაუბრეს კონკრეტულ მისამართს.

კითხვები, რომლითაც ჩვენთან დაკავშირებისა და ტაქსის გამოძახების შემთხვევაში მოგმართავენ ოპერატორები, ნაკარნახევია ჩვენი სურვილით სრულვყოთ და გავაუმჯობესოთ სერვისის მომსახურება თქვენი მოთხოვნილებების მაქსიმალური გათვალისწინებით.

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» არის დამაკავშირებელი რგოლი მძღოლსა და მგზავრს შორის. ჩვენ ვიღებთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სასურველი მგზავრობის შესახებ და გადავცემთ ამ ინფორმაციას მძღოლებს, რომლებიც დამოუკიდებლად ინიშნებიან შეკვეთებზე და გიწევენ მომსახურებას.

მარშრუტის მისამართების ცოდნა აუცილებელია იმისათვის, რომ:

1) ოპერატორმა მიიღოს სრული და უტყუარი ინფორმაცია მგზავრობის შესახებ და შექმნას შეკვეთა;

2) სწორად დაანგარიშდეს მგზავრობის საფასური (გამოითვლება ავტომატურად);

3) წინასწარ გაიგოთ მგზავრობის ღირებულება;

4) მძღოლმა, რომელიც დაინიშნება შეკვეთაზე, მიიღოს დეტალური ინფორმაცია;

5) როდესაც ცნობილია, საიდან და სად მიემგზავრებით, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ მძღოლი დაინიშნება, რადგან მას ზუსტად ეცოდინება რა მარშრუტით უნდა იმგზავროს და რა თანხას მიიღებს თავის მომსახურებაში.

გარდა ამისა, როდესაც ეუბნებით ოპერატორს სასურველი მგზავრობის საბოლოო მისამართს, თქვენ თავიდან იცილებთ არასასიამოვნო მოულოდნელობებს — შეცდომით სხვა მისამართზე მისვლას, საჭირო ქუჩის, სახლის ძებნაში დროის ხარჯვას და ზედმეტი თანხის გადახდას. ამიტომ, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევა და ტაქსის გამოძახებისას მიაწოდოთ ოპერატორს სრული ინფორმაცია საწყისი და საბოლოო მისამართების შესახებ, ასევე იმ მისამართების შესახებ, სადაც უნდა შეიაროთ.