«მაქსიმი»: რაც უფრო დიდია ქალაქი, მით უფრო ხანგრძლივია მგზავრობა

«მაქსიმი»: რაც უფრო დიდია ქალაქი, მით უფრო ხანგრძლივია მგზავრობა

22 მარტი, 2016

ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმი» მუშაობს რუსეთის 123 ქალაქსა და საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთისა და ბულგარეთის 12 ქალაქში. მათ შორის არის ქალაქები, რომელთა მოსახლეობა შეადგენს 100 ათასამდე ადამიანს, არის მილიონიანი ქალაქებიც. არსებობს შემდეგი კანონზომიერება: რაც უფრო დიდია ქალაქი, მით უფრო ხშირია ხანგრძლივი მგზავრობები.

პატარა და საშუალო ქალაქებში ტაქსით მგზავრობების აბსოლუტური უმრავლესობა გრძელდება არაუმეტეს 15 წუთისა. ამაზე გავლენას ახდენს ქალაქის მცირე ფართობი და საცობების არარსებობა. ერთ საათზე მეტ ხანს ტაქსში ატარებს მგზავრთა 1%-მდე.

დიდ და მსხვილ ქალაქებში 15 წუთამდე ხანგრძლივობის მგზავრობების წილი ნაკლებია. მგზავრობების მესამედი 15-დან 30 წუთამდე გრძელდება.

მილიონიან ქალაქებში 15 წუთამდე მგზავრობები ნახევარზე ნაკლებია — 44%, ამასთან 15-დან 30 წუთამდე მგზავრობების წილი თითქმის ამდენივეს შეადგენს (39,5%). მგზავრების 14,5% ტაქსში ატარებს 30 წუთიდან 1 საათამდე დროს, ხოლო 2% - ერთ საათზე მეტს. მეგაპოლისების მაცხოვრებლები ტაქსში რამდენჯერმე მეტ დროს ატარებენ, ვიდრე პატარა ქალაქების მაცხოვრებლები. ისინი 7-ჯერ უფრო ხშირად მგზავრობენ 30 წუთიდან 1 საათამდე ხანგრძლივობით და 4-ჯერ უფრო დიდხანს არიან ტაქსში 1 საათზე მეტ ხანს.

ტაქსისტები ყოველდღიურად ეხმარებიან მილიონობით მგზავრს მანძილის გადალახვაში და დროულად გადაადგილებაში. ასეთია მათი საქმე — დაეხმარონ ადამიანებს თავიანთი მიზნებისკენ სვლაში. ხანგრძლივი მგზავრობის დროს ყოველთვის გამოჩნდება სასაუბრო თემა. ერთი მძღოლი შეიძლება უბრალოდ კარგი მსმენელი იყოს, მეორე კი— მრჩეველი. ამით მსოფლიოში ყველა ტაქსისტი ერთმანეთს ჰგავს.

ჩვენ ვულოცავთ ტაქსისტებს და ყველას, ვინც მათ მუშაობაში ეხმარება! მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, ავტომობილის აკურატულად მართვისთვის, მგზავრების მიმართ ყურადღებისა და თავაზიანი დამოკიდებულებისთვის. გისურვებთ მშვიდობიან გზას, იღბლიან მგზავრობებს და კარგ განწყობას!

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი