აპლიკაციაში «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» გამოჩნდა სურვილი ხურდის შესახებ

აპლიკაციაში «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» გამოჩნდა სურვილი ხურდის შესახებ

21 სექტემბერი, 2017
города#taximaxim

ნაღდი ფულით მგზავრობის ანაზღაურებისას მგზავრს ხშირად სჭირდება ხურდა. მაგრამ შეიძლება ის ყოველთვის არ ჰქონდეს მძღოლს, როდესაც მგზავრი იხდის თანხას მსხვილი კუპიურით.

ასეთი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, სერვისმა «მაქსიმმა» აპლიკაციაში ახალი ფუნქცია დაამატა. ახლა, სურვილში შეკვეთაზე, მგზავრს შეუძლია მიუთითოს როგორი კუპიურით განახორციელებს ანგარიშსწორებას. მძღოლი ნახავს ამ ინფორმაციას შეკვეთის მონაცემებში და წინასწარ მოამზადებს ხურდას.

ოპცია ხელმისაწვდომია ყველა ქვეყანაში, სადაც მუშაობს სერვისი. საქართველოში მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ხურდა 20, 50, 100 და 200 ლარიდან, რუსეთში — 500, 1000 ან 5000 რუბლიდან, ყაზახეთში — 5000, 10 000 და 20 000 ტენგედან, უკრაინაში — 200 და 500 გრივნიდან, ბელარუსში — 20, 50 და 100 ბელარუსული რუბლიდან, ტაჯიკეთში - 50, 100, 200 და 500 სომონიდან, ბულგარეთში კი — 20, 50 და 100 ლევიდან.

სხვა მეთოდებით ტაქსის გამოძახებისას შესაძლებელია კუპიურის ნომინალის მითითება, რომლითაც გადახდილი იქნება მგზავრობის ღირებულება. საიტიდან ტაქსის გამოძახებისას კუპიურის ნომინალი მიეთითება შეკვეთის ფორმაში, ხოლო ტელეფონით გამოძახების შემთხვევაში - უნდა ეცნობოს ოპერატორს.

სერვისი «მაქსიმი» ისწრაფვის იმისკენ, რომ მგზავრებისთვის მოსახერხებელი იყოს არა მარტო ტაქსის გამოძახება, არამედ მგზავრობის ანაზღაურებაც. ადრე მძღოლების აპლიკაცია Taxsee Driver-ში სერვისმა შესაძლებელი გახადა უნაღდო ანგარიშსწორებით ხურდის გადარიცხვა მძღოლის ანგარიშიდან მგზავრის ანგარიშზე. ახალი ფუნქცის საშუალებით მგზავრობის ანაზღაურება «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება»-ში უფრო სწრაფი და მარტივი იქნება. გამგზავრების დროა!

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი