«მაქსიმის» სერვისით სარგებლობა ყველას შეუძლია

«მაქსიმის» სერვისით სარგებლობა ყველას შეუძლია

1 ნოემბერი, 2016

ტაქსის გამოძახების სერვის «მაქსიმთან» მრავალი მძღოლი თანამშრომლობს. კომპანიის შესახებ მათ სხვადასხვა წყაროებიდან შეიტყვეს. ზოგმა ტრანსპორტზე გაკრული რეკლამა ნახა ქუჩაში მოძრაობისას, ზოგმა ინტერნეტში წაიკითხა ჩვენს შესახებ, ზოგიც მეგობარმა მოიყვანა. თითოეულ მათგანს ავტომობილის მართვის დიდი გამოცდილება აქვს. ისინი კომპანიაში მოვიდნენ იმ მიზნით, რომ მიიღონ დამატებითი შემოსავალი და გამოიმუშაონ მეტი თანხა.

ბევრი მათგანისთვის ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმის» მიერ მიწოდებული შეკვეთები შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს, სხვებისთვის კი, ვისაც აქვს ძირითადი სამსახური, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა გაზარდონ თავიანთი შემოსავალი თავისუფალ დროს. მათ შორის არიან მძღოლები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, ისეთი პროფესიის ადამიანები, როგორებიც არიან ექიმები, იურისტები, პედაგოგები, მენეჯერები, ინჟინერები, IT-სპეციალისტები, მხატვრები, დისტრიბუტორები, ქარხნის მუშები და სხვა.

ჩვენ მივმართეთ კითხვებით ერთ-ერთ მათგანს:

— ბატონო ლადო, გვიამბეთ თქვენს შესახებ.

— პროფესიით იურისტი გახლავართ და ამჟამად ადვოკატის თანამშემწედ ვმუშაობ. რამდენიმე თვის წინ ჩემს ოჯახში სასიხარულო მოვლენა მოხდა — ტყუპების მამა გავხდი. ბედნიერების განცდასთან ერთად პასუხისმგებლობის გრძნობა გამიორმაგდა და დავფიქრდი იმაზე, რომ კარგი იქნებოდა ჩემი ძირითადი სამსახურიდან მოუწყვეტელად დამატებითი შემოსავლის წყარო მომეძებნა.

— გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ პატარებს და მათ მშობლებს! როგორ გაიგეთ ტაქსის გამოძახების სერვისის «მაქსიმის» შესახებ?

— ერთ დღეს, დილით, როდესაც ჩემი ავტომობილით სამსახურში მივდიოდი, ჩემს წინ მიმავალ სამარშრუტო ტაქსს დავაკვირდი. მასზე ეწერა, რომ «მაქსიმი» იწვევს მძღოლებს. კომპანიის ტელეფონის ნომერი ადვილი დასამახსოვრებელია და, როგორც კი გამიჩნდა თავისუფალი დრო, ამ ნომერზე დავრეკე, ცოტა ხანში კი მენეჯერი დამიკავშირდა, ჩაიწერა ჩემი მონაცემები და ოფისში დამიბარა.

— როგორ დაიწყეთ სერვისით სარგებლობა?

— ოფისში მენეჯერმა ამიხსნა, რომ კომპანიას გააჩნია გარკვეული მოთხოვნები — მძღოლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1-წლიანი მართვის გამოცდილება, კარგ მდგომარეობაში მყოფი საკუთარი ავტომობილი და უნდა იცოდეს ქალაქის ქუჩები. მას შემდეგ, რაც წარვუდგინე ყველა საჭირო საბუთი, რომელიც მე თან მქონდა, მან დაათვალიერა ჩემი ავტომობილი, მომცა აუცილებელი ინსტრუქციები და სმარტფონზე ჩამიტვირთა მძღოლებისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაცია Taxsee driver , რომლის საშუალებითაც ვხედავ, ვიღებ და ვასრულებ შემოსულ შეკვეთებს.

— შეკვეთებზე ყოველ დღე გადიხართ?

— ეს ჩემს სურვილზეა დამოკიდებული.

— «მაქსიმის» სერვისით სარგებლობასთან დაკავშირებით, რას აღნიშნავდით განსაკუთრებით?

— პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მძღოლისთვის კარგი პირობებია — არავითარი გირაო და გრაფიკი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით ისე, რომ თავის ძირითად საქმიანობას და პროფესიას არ მოწყდეს. მაგალითად, მე ვსარგებლობ პროგრამით ყოველთვის, როცა მაქვს თავისუფალი დრო — სამსახურში მივდივარ თუ სახლში ვბრუნდები, ასევე შაბათ-კვირას, ვრთავ აპლიკაციას, ვირჩევ სასურველ შეკვეთას და მიმყავს მგზავრები. კომპანიას კი შეკვეთის ღირებულების მხოლოდ 10 პროცენტს ვუხდი.

— თქვენს ნაცნობებს შორის არიან ისეთი ადამიანები, ვინც თქვენსავით, სხვა პროფესიის არიან, მაგრამ ტაქსის მძღოლობით იღებენ დამატებით შემოსავალს?

— დიახ, რა თქმა უნდა! მაგალითად, ჩემი კოლეგა. მან ჩემგან გაიგო სერვისის შესახებ, რომელსაც «მაქსიმი» სთავაზობს მძღოლებს. ჩემი ოჯახის ახლობელიც, რომელიც ერთ-ერთი კლინიკის ექიმია, თავისუფალ დროს სარგებლობს მძღოლების აპლიკაციით და იღებს შეკვეთებს. ეს ხომ ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ გამოიმუშაო სასურველი თანხა. თანაც ამისათვის არ არის საჭირო ზედმეტად დროის ხარჯვა და გადაღლამდე ან იძულებით მუშაობა.

— და ბოლოს, ბატონო ლადო, რას ეტყოდით მკითხველს?

— მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც სურს დამატებითი შემოსავლის წყაროს მიღება, რომ კომპანია «მაქსიმის» მიერ შემოთავაზებული სერვისის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ არა მარტო აანაზღაუროთ თქვენი ყოველდღიური ხარჯები, არამედ დაიწყოთ თანხის დაგროვება თქვენი მიზნების განსახორცილებლად, რაც ასე მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისათვის. მე ძალიან კმაყოფილი ვარ სერვისით და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ მის გამოყენებას.

მძღოლები, რომლებიც სარგებლობენ ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმის» მიერ მიწოდებული ინფორმაციით, იყენებენ მათთვის განკუთვნილ მობილურ აპლიკაციას Taxsee driver. მათი განმარტებით, ამ პროგრამაში მუშაობა ძალიან მოსახერხებელია. 2016 წლის მონაცემებით ზემოთ აღნიშნული აპლიკაციის სმარტფონებზე დაყენების რაოდენობა რამდენიმე ათასს აღემატება.

ჩვენი კომპანია მძღოლებს სთავაზობს სერვისის მიწოდებას ხელსაყრელ პირობებზე. მათ თვითონ შეუძლიათ განკარგონ თავიანთი დრო, საკომისიო კი მხოლოდ 10 %. ყველას მოსწონს შეკვეთების არჩევის საშუალება, მენეჯერების მხრიდან ყურადღება, ნემისმიერი საკითხზე დროულად რეაგირება და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შემოსავლის მიღების რეალური შესაძლებლობა, იმიტომ რომ ბევრი შეკვეთებია!

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი