«მაქსიმი» უკვე მსოფლიოს 1000 ქალაქში მუშაობს!

«მაქსიმი» უკვე მსოფლიოს 1000 ქალაქში მუშაობს!

19 იანვარი, 2022

მეათასე დასახლებულ პუნქტად კომპანიის მუშაობის გეოგრაფიაში გახდა ინდოეთის ქალაქი კანპური, რომლის მოსახლეობა დაახლოებით სამი მილიონი ადამიანია.

პირველი შეკვეთა სერვის «მაქსიმის» მეშვეობით ჩრდილოეთ ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატის უდიდეს ქალაქში 12 იანვარს შესრულდა. ეს იყო მოტოციკლით მგზავრობა ჰოსტელიდან რკინიგზის სადგურამდე და მისმა ღირებულებამ შეადგინა 43 რუპია, გზის სიგრძემ — 8,5 კილომეტრი. ამის შემდეგ შესრულდა ავტომობილით და რიქშით მგზავრობების, მზა კერძების, სურსათისა და სხვადასხვა საყიდლების დისტანციური ყიდვისა და მიწოდების პირველი შეკვეთები.

მეათასეულის როლს კიდევ ორი ქალაქი ირგებდა: გიანიარი ინდონეზიაში და ოსტროგოჟსკი რუსეთში, რომლებიც ფრენშაიზინგის მოდელით ემზადებოდნენ მუშაობის დაწყებისთვის. ინდოეთის კანპურმა, რომელშიც შექმნილია საკუთარი ქვედანაყოფი, სულ ცოტათი გაასწრო მათ. კომპანიის ტრადიციით ახალი ქალაქის დაბადებად ითვლება პირველი რეალური შეკვეთის შესრულების დღე.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი