სად მგზავრობს თბილისის მოსახლეობა კორონავირუსის დროს

სად მგზავრობს თბილისის მოსახლეობა კორონავირუსის დროს

16 აპრილი, 2020
#ტაქსი#მაქსიმი#თბილისი

კორონავირუსისგან შექმნილი საგანგებო ვითარების გამო, ადამიანებს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ცხოვრების წესის შეცვლა მოუწიათ. შეიცვალა მათი აქტივობები, შესაბამისად, გადაადგილების სიხშირე და მიმართულებებიც. ტაქსის გამოძახების სერვის „მაქსიმის“ ანალიტიკოსებმა გასული სამი კვირის განმავლობაში თბილისის მასშტაბით ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტები გამოიკვლიეს.

საქართველოს დედაქალაქში შეკვეთების საერთო რაოდენობა დაახლოებით 50 პროცენტით არის შემცირებული. იმის გათვალისწინებით, რომ სამსახურების უმეტესობა დროებით დაკეტილია და მოქალაქეები შინიდან იშვიათად გადიან, ეს მაჩვენებელი ლოგიკურია.

მგზავრთა უმრავლესობა(27 %)კლინიკებისა და საავადმყოფოების მიმართულებით გადაადგილდება. ამ მაჩვენებელში ყველაზე მეტი, დაახლოებით მეათედი, თოდუას სამედიცინო ცენტრს უჭირავს, შემდეგ მოდიან რესპუბლიკური საავადმყოფო, იაშვილისბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და მე-5 კლინიკური საავადმყოფო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 31 მარტიდან სრულიად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. ამ რეგულაციის დაწესებამდე მეტროსადგურები ტაქსით მგზავრობისას დანიშნულების ერთ-ერთ მთავარი პუნქტი იყო. ჩვენი მომხმარებლების 25 პროცენტი სწორედ მეტროსადგურების მიმართულებებით გადაადგილდებოდა. ამ მხრივ ყველაზე მოთხოვნადი „ვარკეთილის“, „ახმეტელის“ და „ისნის“ მეტროები გახლდათ.

ასევე, თბილისის მაცხოვრებლების გადაადგილების ერთ-ერთი ხშირი მიმართულება სუპერმარკეტები და სავაჭრო ადგილებია. ჩვენი ანალიტიკოსების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ მგზავრთა 10 პროცენტი სწორედ მსგავსი ტიპის დაწესებულებებში დადის. ხშირია ტაქსის გამოძახება ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სავაჭრო ცენტრ „უნივერსამის“ მიმართულებებით.

ამ სტატისტიკაში სავაჭრო ცენტრებს მოჰყვება სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებები(6%), ეკლესიები(5%), ავტოსადგურები(3%), კაფე-რესტორნები(2%), ბანკები-სავალუტო ჯიხურები(2%).

„არსებული ეპიდემიის პირობებში, ადამიანები მაქსიმალურად ერიდებიან უცხო პირებთან კონტაქტს, ამიტომაც აკრძალულია ტაქსებში წინა სავარძელზე დაჯდომა და ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა.ჩვენი სერვისი საკუთარ მძღოლებს მუდმივ რეჟიმში აწვდის მსოფლიო ჯანდაცვის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.მგზავრებს კი ვურჩევთ მოერიდონ ფულთან შეხებას და ისარგებლონ უნაღდო ანგარიშსწორებით.“ - აცხადებს თორნიკე კირკიტაძე, ტაქსის გამოძახების სერვის «მაქსიმის» რეგიონალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ სერვისმა „მაქსიმმა“ ახალი ტარიფი - „მიტანა“ დაამატა. ახლა უკვეშესაძლებლია სახლიდან გაუსვლელად ისარგებლოთ კურიერის მომსახურებით ან მიუთითოთ თუ რისი ყიდვა გსურთ, მძღოლი ყველაფერს გიყიდით და სახლში მოგიტანთ.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი