“მაქსიმში” ტაქსის გამოძახებისას აუქციონი ამოქმედდა

“მაქსიმში” ტაქსის გამოძახებისას აუქციონი ამოქმედდა

11 დეკემბერი, 2019
#აუქციონი#ტაქსი#მაქსიმი

საქართველოს 8 ქალაქში მძღოლებს აუქციონის მეშვეობით შეუძლიათ შესთავაზონ მგზავრებს საკუთარი ფასები. ინოვაციის მიზანია კლიენტისთვის ავტომობილის მიწოდების დაჩქარება.

შეიძლება რომელიმე თქვენგანი ყოფილა სიტუაციაში, როდესაც აპლიკაციაში გააფორმეთ შეკვეთა, მაგრამ მძღოლი არ დაინიშნა. ასეთ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ ეჩქარება, მას შეუძლია დაელოდოს ავტომობილს ან თვითონ გაზარდოს მგზავრობის ღირებულება იმისათვის, რომ მძღოლი უფრო მალე მოვიდეს. ახლა კი ამ შესაძლებლობას დაემატა კიდევ ერთი — მგზავრს შეუძლია მოითხოვოს ფასები მძღოლებისგან, შემდეგ კი აირჩიოს მათგან ის შემოთავაზება, რომელიც მისთვის ყველაზე მოსაწონია.

ეს მუშაობს შემდეგნაირად: თბილისში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისში, რუსთავსა და ზესტაფონში აპლიკაცია «მაქსიმი» გაძლევთ საშუალებას შეკვეთის შექმნისას ისარგებლოთ აუქციონით. ამისათვის უნდა დააჭიროთ «ძებნის დაჩქარებას», შემდეგ კი - «OK»-ს (გამოსული ფანჯრის ქვედა კუთხეში). აუქციონის ჩართვით თქვენ შემოგდით მძღოლების შემოთავაზებები, რომლებშიც მითითებულია მგზავრობის ღირებულება, მანძილი, ავტომობილის მარკა და მოსვლის მიახლოებითი დრო. ჩამონათვალიდან შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი შემოთავაზება.

მძღოლის აპლიკაციაში (Taxsee Driver) აუქციონიანი შეკვეთები სპეციალური ნიშნით არის მონიშნული. როდესაც მღოლი აირჩევს ასეთ შეკვეთას, პროგრამა აჩვენებს საწყის საბაზრო ღირებულებას. მძღოლს შეუძლია ისარგებლოს ფასის ავტომატური გამოთვლით, რომელიც დამოკიდებულია ავტომობილის კლასზე, მომსახურების სახეობაზე და მანძილზე. მაგრამ, თუ მძღოლს არ აკმაყოფილებს ეს ფასი, მას შეუძლია მიუთითოს სხვა, მისთვის უფრო მისაღები ფასი.

- აუქციონი არის სიახლე, დამატებითი საშუალება, რომელიც ემსახურება ავტომობილის მიწოდების დაჩქარებას მგზავრისთვის, როდესაც შემოთავაზებული ფასი არ ამართლებს მძღოლების მოლოდინს სიშორის, იმ მომენტში დიდი მოთხოვნილების და სხვა მიზეზების გამო, რასაც პროგრამა ფასის გაანგარიშების საწყის ეტაპზე ვერ ითვალისწინებს, - ამბობს თორნიკე კირკიტაძე, ტაქსის გამოძახების სერვის «მაქსიმის» რეგიონალური დირექტორი.

სასარგებლო

რუბრიკები

არქივი