საქართველოს მაცხოვრებლები ტაქსის გამოძახების აპლიკაციას მაღალ შეფასებას აძლევენ

საქართველოს მაცხოვრებლები ტაქსის გამოძახების აპლიკაციას მაღალ შეფასებას აძლევენ

ტაქსის გამოძახების სერვისმა „მაქსიმმა“ ჩაატარა პლატფორმის შიდა ანალიზი პერიოდში 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ნოემბრის ჩათვლით. ანალიზში გავითვალისწინეთ, თუ რამდენმა მომხმარებელმა აღნიშნა მგზავრობის მაღალი დონე და რამდენმა „დაალაიკა“ აპლიკაციის ინტერფეისში.

მითითებულ პერიოდში შეფასება დატოვა ათი ათასობით ადამიანმა. ყველაზე კარგ მაჩვენებლებს დემონსტრირებს ქალაქები გორი და ქუთაისი — აქ პოზიტიური შეფასების დონე 97,4%-ს აღწევს. თბილისში და ზუგდიდში დადებითი შეფასებების წილი მიახლოებით 97%-ის დონეზე რჩება, ხოლო ბათუმში — 96%-ზე მაღალია. ლიდერობს ფოთი — მომხმარებლებს შორის დადებითმა შეფასებებმა 97,6%-ს გადააჭარბა.

მომხმარებლის დადებითი შეფასება აპლიკაციაში — ეს არის იმ კონკრეტული მძღოლის რეიტინგი, რომელმაც ხარისხიანად შეასრულა შეკვეთა. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო მეტ შეკვეთას ღებულობს მძღოლი.

უდრო დეტალურ უკუკავშირს მომხმარებლები კომენტარების მეშვეობით გამოხატავენ: შეიძლება მომართვის დატოვება მძღოლის არაკორექტული მოქცევის ან არაშესაფერისი ავტომობილის შესახებ. ყოველ ასეთ მომართვაზე მომხმარებლების მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლები ახორციელებენ შემოწმებას და უკავშირდებიან მძღოლებს პრობლემების გადასაწყვეტად. ამგვარად მომხმარებლები გვეხმარებიან მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაში.

მიმდინარე მაჩვენებლები გამოსახავენ მომსახურების სტაბილურ ხარისხს, მძღოლების პროფესიონალიზმს და ავტომობილების კარგ ტექნიკურ მდგომარეობას. მაღალი შეფასება მომხმარებლების მხრიდან ადასტურებს, რომ კომპანია ამყარებს საკუთარ პოზიციას ბაზარზე, ანვითარებს სერვისს და ნერგავს დამატებით ინსტრუმენტებს მგზავრობების მოხერხებულობისა და უსაფრთხოების ასამაღლებლად.

ტაქსის გამოძახების სერვისი "მაქსიმი" საქართველოში 2014 წლიდან ოპერირებს. ახლა კომპანიის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია 20 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, მარნეულში, ახალციხეში, ახალქალაქში, თელავში, გორში, ხაშურში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ოზურგეთში, ქობულეთში, ზუგდიდში, ფოთში, სენაკში, ჩხოროწყუში, ტყიბულსა და ნინოწმინდაში. სერვისის მოღვაწეობის დაწყებიდან საქართველოში ტაქსის გამოძახების აპლიკაციით უკვე სარგებლობს 800 ათასზე მეტი მომხმარებელი. მძღოლებისთვის განკუთვნილია აპლიკაცია "Taxsee Driver“.

ტაქსის გამოძახების აპლიკაციებმა მოახდინეს მნიშვნელოვანი გავლენა სატრანსპორტო ინდუსტრიაზე საქართველოში. 11 წლის განმავლობაში სერვისების განვითარებამ, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვამ, დინამიურმა ფასებმა და მომხმარებლებთან უკუკავშირმა მოსახლეობის უმრავლესი ნაწილისთვის მგზავრობები უფრო ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და უსაფრთხო გახადა, ხოლო მძღოლებს და კურიერებს მისცა შემოსავლის მიღების ახალი შესაძლებლობები.

Berguna

Kategori