Оқиғалар

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» უკვე ირანსა და აზერბაიჯანშია
2017 ж. 11 жел.

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» უკვე ირანსა და აზერბაიჯანშია

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმის» ისტორია დაიწყო 2003 წელს ურალის პატარა ქალაქ შადრინსკში, როდესაც ახალგაზრდა სპეციალისტებმა გადაწყვიტეს საერთო საქმის წამოწყება ტრანსპორტით მომსახურების სფეროში. მათი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მოსახლეობისთვის შეეთავაზებინათ მაქსიმალურად ავტომატიზირებული და მოხერხებელი ტაქსის სერვისი. თავდაპირველად ისინი თვითონ იღებდნენ ზარებს და თვითონვე საკუთარი ავტომობილებით ახორციელებდნენ მგზავრების გადაყვანას და ბარგის გადაზიდვას.


«მაქსიმი» საქართველოში 3 წლისაა
2017 ж. 05 жел.

«მაქსიმი» საქართველოში 3 წლისაა

ტაქსის გამოძახების საერთაშორისო სერვისი «მაქსიმი» საქართველოში მესამე დაბადების დღეს აღნიშნავს. კომპანიაში პირველი ზარი და პირველი შეკვეთა 3 წლის წინ 5 დეკემბერს შემოვიდა.


გეოლოკაციის ნიშანი
2017 ж. 29 қар.

გეოლოკაციის ნიშანი

საქართველოში სერვისი «მაქსიმის» ლოგოტიპი ყველასათვის კარგად არის ცნობილი. ამ ბოლო დროს ბევრი შეამჩნევდა ავტომობილებზე მის ცალკეულ ელემენტს — გეოლოკაციის ნიშანს. ეს არის წითელი ფერის სტიკერი, რომელიც განთავსებულია საქარე მინის მარჯვენა მხარეს ზედა კუთხეში. ის არ უშლის ხელს ხილვადობას არც მგზავრს და არც მძღოლს.