ქუთაისში ტაქსის მძღოლმა მამაკაცი გადაარჩინა

ქუთაისში ტაქსის მძღოლმა მამაკაცი გადაარჩინა

10 dicembre 2018

ახალგაზრდა კაცი რუსთაველის ხიდიდან ცდილობდა გადახტომას, როდესაც იგი გულისხმიერმა ტაქსის მძღოლმა შეაჩერა.

6 ნოემბერს, ღამით, ტაქსის მძღოლი, რომელიც სარგებლობს სერვის «მაქსიმით», მორიგ შეკვეთას ასრულებდა, რა დროსაც დაინახა ხიდის პირას მდგარი ადამიანი. მან გააჩერა ავტომობილი, სასწრაფოდ გაიქცა მასთან და გადმოიყვანა უსაფრთხო ადგილას.

- მე ჩავისვი ახალგაზრდა კაცი მანქანაში და დავიწყე მასთან საუბარი, რომ იმ მდგომარეობიდან გამომეყვანა. როდესაც ცოტათი დამშვიდდა, მითხრა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისაკენ უიმედო სიყვარულმა უბიძგა, - ამბობს ტაქსის მძღოლი ლაშა ჭუმბაძე. - არა მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე. ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა.

- ლაშა უკვე ორი წელია სარგებლობს სერვის «მაქსიმით» და ახორციელებს მგზავრების გადაყვანას ავტომობილი Honda Fit-ით. ამ დროის განმავლობაში მას მიღებული აქვს მაღალი რეიტინგი და დადებითი შეფასებები მგზავრებისგან. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ «მაქსიმით» სარგებლობს ასეთი პატიოსანი, გულისხმიერი და სამაგალითო მძღოლი, - აღნიშნავს ოფისის ხელმძღვანელი ქუთაისში თამაზ ბოჭორიშვილი.