ქალი ტაქსის მძღოლი საქართველოში: როგორია ის?

ქალი ტაქსის მძღოლი საქართველოში: როგორია ის?

5 Maret 2021

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სერვის „მაქსიმის“ სპეციალისტები გვიყვებიან ტაქსის მძღოლი ქალბატონის შესახებ: დაასახელეს მისი სახელი, ასაკი და ავტომობილის მარკა.

აღმოჩნდა, რომ ტაქსის მძღოლ ქალებს შორის ყველაზე გავრცელებული სახელია ნინო - 6,2%. მეორე ადგილზეა ნათია - 3,1%, მესამეზე კი - ნანა - 2,5%. ყველაზე გავრცელებული სახელების ათეულში ასევე შევიდა სახელები: თეა, თამარი, მაია, ანა, მარიამ, თინათინ და ხათუნა.

უმეტეს შემთხვევაში ტაქსის მძღოლებად მუშაობენ 21-დან 35 წლამდე ასაკის ქალები. ისინი შეადგენენ საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს - 62,7%-ს. უფრო ნაკლები არიან 36-დან 45 წლამდე ასაკის მძღოლები - 20,5%. 65 წლამდე მძღოლების წილი კი 16,8 % შეადგენს.

ავტომობილის მოდელებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს Toyota Prius-ი, რომლითაც ქალი მძღოლების მთლიანი რაოდენობის 25,6 % ასრულებს შეკვეთებს. მეორე ადგილზეა Honda Fit-ი - ავტომობილი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს 5,7%. Honda Insight-ს 3,5 % ირჩევს. ყველაზე პოპულარული ავტომობილი ტაქსების რიცხვში ასევე შედის Mercedes A-class, Nissan Note, Nissan Tiida, Ford Fusion, Toyota Vitz, Opel Astra და Volkswagen Jetta.

ამგვარად, როდესაც ტაქსის გამოძახებთ და თქვენს შეკვეთაზე ქალი დაინიშნება, დიდი ალბათობით თქვენთან მოვა Toyota Prius-ით 35 წლამდე ასაკის ნინო.