ტაქსის მძღოლი სერიალში "თეთრი, მშრალი ხიდი" „მაქსიმის“ აპლიკაციით სარგებლობს

ტაქსის მძღოლი სერიალში "თეთრი, მშრალი ხიდი" „მაქსიმის“ აპლიკაციით სარგებლობს

13 Desember 2023

მსახიობმა გიორგი გოცირიძემ, რომელიც პოპულარული სერიალის მეორე სეზონში ლევანის როლს ასრულებს, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოხვდა ის კინოსამყაროში და რით არის რთული ტაქსის მძღოლად მუშაობა.

სიუჟეტის მიხედვით ლევანი თბილისში ცხოვრობს და ტაქსის მძღოლად მუშაობს. მას ჰყავს სერვის Maxim-ის ლოგოთი ბრენდირებული Toyota Prius C. სერიალში ლევანი საშუალებას აძლევს ვარშავიდან ჩამოსულ არჩილს შემოსავლის მისაღებად, როგორც მეწყვილემ, მისი ავტომობილით იმუშაოს. გიორგი აღიარებს, რომ ხასიათის ზოგიერთი თვისებით პერსონაჟი მას ჰგავს და, საჭიროების შემთხვევაში, ის რეალურ ცხოვრებაშიც შეძლებდა ტაქსით მუშაობას.

- ტაქსის მძღოლს უწევს სხვადასხვა ადამიანის მომსახურება: თითოეულ მათგანს განსხვავებული ხასიათი და განწყობა აქვს... ამ სფეროში მუშაობისთვის კარგი ნერვებია საჭირო. რა თქმა უნდა, თუ მომიწევდა, ტაქსის მძღოლად მუშაობას შევძლებდი. თუმცა ეს ჩემთვის ადვილი არ იქნებოდა“, - ამბობს გიორგი.

მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად მგზავრობს ტაქსით. დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ძირითადად ის სწორედ Maxim-ის სერვისით სარგებლობს, რომლის აპლიკაციითაც მუშაობს სერიალის სიუჟეტის მიხედვით.

გიორგი იუმორის სიყვარულის დამსახურებით მოხვდა კინოსამყაროში. უნივერსიტეტში ის მხიარულთა და საზრიანთა კლუბში თამაშობდა, შემდეგ "კომედი შოუში" იღებდა მონაწილეობას. ასე დაიწყო მისი, როგორც კომედიური ჟანრის მსახიობის, კარიერა. პროექტი „თეთრი, მშრალი ხიდი“ მისთვის პერსპექტიული და საინტერესო იყო, ამიტომ გიორგი მაშინვე დათანხმდა როლზე.


"თეთრი, მშრალი ხიდი" არის კომედიური ჟანრის სერიალი სიყვარულისა და მეგობრობის შესახებ, რომელიც გადის ყოველ შაბათს 21:00 საათზე TVC არხზე და ყოველ კვირას 22:30 საათზე „მთავარ არხზე“, ასევე ონლაინ YouTube-ზე.