"შავ პარასკევს" საქართველოში სავაჭრო ცენტრებს 3-ჯერ უფრო ხშირად სტუმრობენ

"შავ პარასკევს" საქართველოში სავაჭრო ცენტრებს 3-ჯერ უფრო ხშირად სტუმრობენ

21 November 2023

ტაქსის გამოძახების სერვის "მაქსიმში" საშოპინგოდ მგზავრობაზე მოთხოვნილების ზრდა 18 ნომბრიდან შეიმჩნევა.

ნოემბრის ბოლოს მრავალი მაღაზია ტრადიციულად გრანდიოზულ გაყიდვებს აწყობს, ფასდაკლებამ შეიძლება 90%-მდეც მიაღწიოს. ხალხი ამ დროს ელოდება იმისათვის, რომ სარფიანად შეიძინოს საყიდლები, მათ შორის საშობაო საჩუქრები, და აქციების პერიოდში სავაჭრო ცენტრებში მეტ დროს ატარებს. სერვის "მაქსიმის" სტატისტიკის მიხედვით, სავაჭრო ცენტრების მიმართულებით მგზავრობებზე მოთხოვნილების ზრდა ნოემბრის დასაწყისში იწყება და მაქსიმუმს თვის ბოლო პარასკევს, "შავი პარასკევის" ოფიციალურ თარიღს აღწევს.

ასე, მაგალითად, გასული წლის ნოემბერში სავაჭრო ცენტრებში წასასვლელად ან უკან დასაბრუნებლად ადამიანები 63%-ით უფრო ხშირად იძახებდნენ ტაქსის, ვიდრე ოქტომბერში. "შავ პარასკევს" კი ასეთი შეკვეთები ჩვეულებრივზე 3-ჯერ მეტი იყო. პიკი 12:00-14:00 და 17:00-20:00 საათებში დაფიქსირდა: ხალხი მაღაზიებში სადილის დროს და სამსახურის შემდეგ მიდიოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქალები უფრო ხშირად დადიან საშოპინგოდ, ვიდრე მამაკაცები. სავაჭრო ცენტრებში ან უკან მგზავრობების 58% სწორედ ქალების მიერ იყო განხორციელებული. მამაკაცებმა კი ამ მარშრუტით შემთხვევათა 42%-ში იმგზავრეს.

თუ ყველაზე პოპულარულ მაღაზიებზე ვისაუბრებთ, თბილისში აბსოლუტური ლიდერი სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთია", რომელზეც შოპინგთან დაკავშირებული შეკვეთების 20% მოდიოდა. მეორე ადგილს "გლდანი მოლი" და "საბა" ინაწილებენ. ბათუმში პირველი ადგილი სავაჭრო ცენტრმა "ბათუმი პლაზამ" დაიკავა — მას, სამეულში შემავალ სხვა მაღაზიებთან შედარებით, 10-ჯერ მეტი ხალხი სტუმრობდა. შემდეგ, დიდი ჩამორჩენით, მოდის სავაჭრო ცენტრი "მაქსიმა" და ავეჯის სახლი "პაპილონი". ჩვენი მოლოდინით, ტენდენცია შენარჩუნდება.

- ყოველ წელს გამოვდივარ სამუშაოდ შავ პარასკევს, რადგან ვიცი, რომ ბევრი შეკვეთა იქნება. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრებამდე მგზავრობა მოსახერხებელია - არ არის საჭირო ეზო-ეზო სიარული ამა თუ იმ სახლის მოსაძებნად. მგზავრები შენაძენით კმაყოფილები და კარგ ხასიათზე არიან. ერთი-ორჯერ მანქანიდან გადმოსვლაც მომიწია, რომ კლიენტისთვის კარი გამეღო, რადგან ბევრი ჩანთა ჰქონდა ხელში", - ამბობს სერვის "მაქსიმის" მძღოლი.