«მაქსიმმა» განაახლა ტაქსის გამოძახების აპლიკაცია Windows Phonе-ისთვის

«მაქსიმმა» განაახლა ტაქსის გამოძახების აპლიკაცია Windows Phonе-ისთვის

13 April 2017

12 აპრილიდან ოპერაციული სისტემა Microsoft-ის მობილური მოწყობილობების მფლობელები მიიღებენ მოწვევას ისარგებლონ აპლიკაციის «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» ახალი ვერსიით.

დღეისათვის ახალი ვერსიის დაყენება ხორციელდება Microsoft Store-დან ცალკე აპლიკაციით. მოწყობილობაზე წინა აპლიკაცია ინახება, მაგრამ მოგვიანებით მისი განახლება ყველა მომხმარებელთან ავტომატურად მოხდება.

Windows Phone-ის მომხმარებლებისთვის ახალ ვერსიაში უკვე ხელმისაწვდომია მთელი ის ფუნქციონალი, რომელიც ადრე რეალიზებული იყო Android-ისა и iOS-ის აპლიკაციაში. შეგახსენებთ მთავარ ცვლილებებს, რომლებითაც ახალი ვერსია გამოირჩევა: მთლიანად შეცვლილი დიზაინი, ფასის ავტომატური დაანგარიშება ტარიფების შესარჩევ სიაში, მისამართის ძებნა რუკაზე, მძღოლისა და შეკვეთის მარშრუტის ადგილმდებარეობა რუკაზე, მგზავრობის ტრეკის გაზიარების შესაძლებლობა, ქალაქის ავტოგანსაზღვრა და ჩატი მძღოლთან.

ფაქტობრივად ეს ახალი აპლიკაციაა, რომელიც შეიცავს მეტ ფუნქციას და ვიზუალურად უფრო ლამაზია. ამავე დროს ტაქსის გამოძახების პროცესი ისევ ისეთია - მაქსიმალურად მარტივი და სწრაფი. მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ფულით, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

მომხმარებლებს შეუძლიათ გამოაგზავნონ კომენტარები აპლიკაციის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით უკუკავშირის საშუალებით, რომლის ფორმაც განთავსებულია გვერდით მენიუში.