სერვის „მაქსიმში“ მოგვიყვნენ საქართველოში დასასვენებლად ყველაზე პოპულარული მარშრუტების შესახებ

სერვის „მაქსიმში“ მოგვიყვნენ საქართველოში დასასვენებლად ყველაზე პოპულარული მარშრუტების შესახებ

ზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოში საქალაქთაშორისო მგზავრობებზე მოთხოვნა ტრადიციულად სამჯერ გაიზარდა — განსაკუთრებით იმ ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის, რომლებიც მიემგზავრებიან დასასვენებლად ან მივლინებებში. ტაქსის გამოძახების სერვისმა „მაქსიმ“-მა გაანალიზა, თუ სად მგზავრობენ ყველაზე ხშირად მგზავრები.

ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის აღმოჩნდა ძირითადი სატრანსპორტო კვანძები და ტურისტული ლოკაციები:

• აეროპორტი თბილისი — წამყვანი მიმართულებაა ყველა საქალაქთაშორისო მგზავრობებს შორის. მგზავრები აქტიურად იძახებენ ტაქსს ადრიანი და გვიანი რეისებისთვის, რომ კომფორტულად იმგზავრონ აეროპორტამდე.

• აეროპორტი ქუთაისი (კოპიტნარი) — კიდევ ერთი მოთხოვნადი მარშრუტია ბიუჯეტურ მოგზაურთათვის, რომლებიც სარგებლობენ ლოუკოსტერით.

• ჯვარი — მიმართულება მოგზაურობებისთვის საქართველოს მთიან და ბუნებრივ რეგიონებში.

• ქარელი, კასპია, ხობი, ტირძნისი — პოპულარული ადგილები ქვეყნის შიდა ტურისტულ რუკაზე.

• ანაკლია — საზღვაო კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ყველაზე აქტუალურია ზაფხულში.

• მუხრანი — ღვინის ტურიზმის და გასტრონომიული მოგზაურობების ცენტრი.

იღებული მონაცემებიდან გამომდინარე, საქალაქთაშორისო მგზავრობებზე მოთხოვნა იზრდება ცხელი დღეების დადგომისთანავე. პერიოდში ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, ავტომობილი 37%-ზე მეტმა მგზავრმა გამოიძახა, ვიდრე პერიოდში დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით. ეს მხოლოდ მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ოჯახები ზაფხულში ამჯობინებენ მშობლიური ქვეყნის სილამაზეების შესწავლას.

გამოკვლევად პერიოდში ყველაზე გრძელმა დაფიქსირებულმა მგზავრობამ შეადგინა 378,75 კმ. — მგზავრი გაემგზავრა ბათუმიდან თბილისის აეროპორტში.

«ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ სერვის „მაქსიმით“ არამარტო ქალაქის ფარგლებში მგზავრობებისთვის, ასევე კომფორტული და უსაფრთხო საქალაქთაშორისო მარშრუტებისთვის. ზაფხულში ტრადიციულად იზრდება ინტერესი დასვენებასთან, მოგზაურობებთან და საოჯახო მგზავრობებთან დაკავშირებულ მიმართულებებზე. ამ წელს ძალიან დიდი მოთხოვნაა მიმართულებებზე ზღვისკენ და აეროპორტებში.» — აღნიშნა სერვის „მაქსიმის“ ხელმძღვანელმა თორნიკე კირკიტაძემ.

Օգտակար

Ռուբրիկաներ