„მე ვირჩევ თავისუფლებას“: ტაქსის მძღოლი ქალბატონი საზღვრებს გარეშე მუშაობის შესახებ

„მე ვირჩევ თავისუფლებას“: ტაქსის მძღოლი ქალბატონი საზღვრებს გარეშე მუშაობის შესახებ

ჯერ კიდევ ახლო წარსულში ტაქსის მძღოლად მუშაობა ითვლებოდა ექსკლუზიურად მამაკაცის პროფესიად, და დღეს უფრო და უფრო მეტი ქალბატონი იწყებს მოღვაწეობას ამ მიმართულებით — თავდაჯერებულად, თამამად და სტერეოტიპების გარეშე. ქალთა საერთაშორისო დღეს ლელა შუკვანი, ტაქსის მძღოლი და სერვის „მაქსიმის“ პარტნიორი, გვიყვება, თუ რატომ გადაწყვიტა ამ პროფესიის არჩევა და რას აძლევს მას დამოუკიდებლობა.

ლელა 54 წლისაა, და უკვე ორი წელია წარმატებით თანამშრომლობს სერვისთან.

„ — ტაქსიში მუშაობის შესახებ მე წავიკითხე სოციალურ ქსელში. თავდაპირველად ვიყავი აქტიური მომხმარებელი, ხოლო მოგვიანებით გავიგე, რომ სერვისი იწვევს მძღოლებს. მე მაშინვე მომეწონა, რომ აქ არ არის არავითარი შეზღუდვა სქესისა და წლოვანების მიხედვით და ასევე გათვალისწინებულია მოქნილი გრაფიკი. გადავწყვიტე მომესინჯა, დავრეგისტრირდი, და უკვე ორი წელია ვთანამშრომლობ სერვისთან“, — გვიყვება ლელა.

რა გააკეთოს ქალმა ტაქსის საჭესთან? დაამსხვრიოს სტერეოტიპები!

„ — მუშაობის დაწყებისთანავე ხშირად ვხედავდი მგზავრების გაკვირვებულ სახეებს. ბევრისთვის მოულოდნელი იყო ტაქსის საჭესთან ქალის დანახვა, და ისინი არ მალავდნენ გაკვირვებას. ხშირად მეკითხებოდნენ: რამ მიბიძგა ამ პროფესიის არჩევა? რატომ გადავწყვიტე ტაქსიში მუშაობა?

ლელა ყოველთვის ღიმილით პასუხობდა, რომ ასეთი არჩევანი მიზანმიმართული იყო. ის ეძებდა თავისუფალ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას, მკაცრი გრაფიკისა და ხელმძღვანელობის ზეწოლის გარეშე. ამის გარდა, მას მოსწონს სამუშაო ატმოსფერო: ყოველ ცვლაში ეცნობა ახალ ადამიანებს, ისმენს საინტერესო ისტორიებს, ურთიერთობს მრავალფეროვან მგზავრებთან.

„მაქსიმი“ არ აკეთებს განსხვავებას მძღოლებს შორის და ყველას სთავაზობს მუშაობის თანაბარ პირობებს. ამის წყალობით ლელას გაუჩნდა საკუთარი ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა. მან მიაღწია არა მარტო ფინანსურ დამოუკიდებლობას, ასევე თავდაჯერებულად იგრძნო თავი საჭესთან და დაამტკიცა, რომ მძღოლი ქალი — ეს ნორმალურია.

„ — ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ქალბატონი თანამშრომლობს ჩვენთან. უპირატესად ბათუმში, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ტურისტულ ქალაქს. მას ცოტათი ჩამორჩება თბილისი და ქუთაისი. ჩვენთან შეიძლება არასრული განაკვეთით მუშაობა, რაც იზიდავს ქალბატონებს. გვიერთდებიან ახალგაზრდა დედები, რომლებსაც ესაჭიროებათ ფინანსური დამოუკიდებლობა და მოქნილი გრაფიკი, აქტიური პენსიონერები, რომლებსაც მობეზრდათ სახლში ჯდომა და ამავე დროს არ სურთ მთელი დღის განმავლობაში მუშაობა. ასევე სერვისი საშუალებას აძლევს სტუდენტებს გადაიხადონ სწავლის საფასური და შეათავსონ ტაქსიში მუშაობა ლექციებზე დასწრებას.

ამიტომ, თუ 8 მარტს თქვენ გამოიძახებთ ტაქსს და საჭესთან აღმოაჩენთ მანდილოსანს, არ დაგავიწყდეთ მიულოცოთ მას ეს შესანიშნავი გაზაფხულის დღესასწაული!“ — გვესაუბრა სერვის „მაქსიმის“ ხელმძღვანელი თორნიკე კირკიტაძე.

Útil

Categorías