წარმოგიდგენთ ტაქსის ყველაზე პოპულარული ავტომობილების რეიტინგს საქართველოში

წარმოგიდგენთ ტაქსის ყველაზე პოპულარული ავტომობილების რეიტინგს საქართველოში

19 de marzo de 2024

22 მარტს აღინიშნება ტაქსის მძღოლების საერთაშორისო დღე. სწორედ ამ დღისთვის, ტაქსის გამოძახების სერვის „მაქსიმის“ გუნდმა გამოიკვლია, თუ რომელი ავტომობილების მოდელებს ანიჭებენ მძღოლები უპირატესობას. შევადგინეთ ყველაზე პოპულარული ავტომობილების რეიტინგი.

ამ დღესასწაულის ისტორია 1907 წლის 22 მარტს იწყება, როდესაც დიდი ბრიტანეთის გზებზე გამოჩნდა პირველი ავტომობილი აღჭურვილი ტაქსომეტრით. ამ თარიღიდან იწყება ტაქსის მძღოლის პროფესიის დაარსების ათვლა. ტაქსომეტრის ყველა საჭირო ფუნქცია უკვე არის ინტეგრირებული აპლიკაციაში, კლიენტის მომსახურება კი თითქმის ნებისმიერი ავტომობილითაა შესაძლებელი. იხილეთ ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტი პოპულარულობით სარგებლობს საქართველოში.

საქართველოში ტაქსის მძღოლების უკონკურენტო ფავორიტია ჰიბრიდული Toyota Prius. ამ ავტომობილის საჭესთან მძღოლების 29,6%-ს ვიხილავთ. პოპულარობით მეორე ადგილზე გავიდა Opel Astra. ამ კომპაქტური მოდელის ავტომობილს მძღოლების 4,9% ირჩევს. წამყვანი მოდელების სამეულს აგვირგვინებს იაპონური Honda Fit. „მაქსიმის“ მძღოლების 4,5% სწორედ ამ მარჯვენა საჭიან ჰეტჩბეკს თვლის როგორც უფრო მოხერხებულს მუშაობისთვის.

საქართველოში პოპულარულ ავტომობილთა ათეულში პრემიუმ კლასის ავტომობილებიც მოხვდნენ. ესენია Mercedes C-class და Mercedes E-class. მათ მძღოლების 6% ირჩევს.

ტაქსის პოპულარული ავტომობილების სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:

Toyota Prius – 30%

Opel Astra – 5%

Honda Fit – 5%

Ford Fusion Hybrid – 4%

Toyota Camry – 4%

Mercedes C-class – 4%

Mercedes E-class – 3%

Opel Zafira – 2%

Opel Vectra – 2%

Volkswagen Jetta – 2%

ტაქსის მძღოლისთვის მნიშვნელოვანია საიმედო ავტომობილის შერჩევა. მძღოლები სანდო მოდელებს ეძებენ, მაღალი მანევრირებით და საწვავის ოპტიმალური ხარჯით. რეიტინგის ლიდერები საშუალო კლასის ავტომობილებია, რომლებიც არ საჭიროებენ ძვირადღირებულ დეტალებსა და ტექნიკურ მომსახურებას. ჩვენი რეიტინგი დაგეხმარებათ შეარჩიოთ დროით გამოცდილი და მანევრირებადი ავტომობილი ქალაქისთვის.

მგზავრების გადაყვანის გარდა, სერვისის მძღოლები მომხმარებლებს ეხმარებიან ძრავის ამუშავებაში, ავტომობილის ბუქსირებაში, სურსათის შეძენასა და მიტანაში. თუ ამ დღეს ტაქსიში აღმოჩნდებით, არ დაგავიწყდეთ მიულოცოთ მძღოლს ეს პროფესიული დღესასწაული.