ვინ სარგებლობს ტაქსით საქართველოში: შედგენილია მგზავრის პორტრეტი

ვინ სარგებლობს ტაქსით საქართველოში: შედგენილია მგზავრის პორტრეტი

10 de noviembre de 2023

სერვის "მაქსიმის" სპეციალისტებმა გააანალიზეს სტატისტიკა და გაარკვიეს ტაქსის გამოძახების აპლიკაციის ტიპიური მომხმარებლის სქესი, ასაკი და სმარტფონის ოპერაციული სისტემა.

აღმოჩნდა, რომ საქართველოში მამაკაცები თითქმის 2-ჯერ უფრო ხშირად იძახებენ ტაქსის, ვიდრე ქალები. კომპანიის აპლიკაციის მომხმარებელთა წილი, რომლებმაც მამრობითი სქესი მიუთითეს, მთლიანი რაოდენობის 65%-ია, ქალები კი მომხმარებლების 35%-ს შეადგენენ.

ყველაზე აქტიური ტაქსის მგზავრები არიან 25-35 წლის ადამიანები: რაოდენობის მიხედვით ეს ასაკობრივი ჯგუფი პირველ ადგილზეა, მისი წილი 37%-ია. მეორე ადგილს ინაწილებენ 24 წლამდე და 36-45 წლის პირები, შესაბამისი შედეგებით - 22% და 25%. 46 წელზე მეტი ასაკის მგზავრები საერთო რაოდენობის დაახლოებით 16%-ს შეადგენენ.

თუ ვისაუბრებთ სმარტფონების ოპერაციულ სისტემებზე, შემთხვევათა 80.5%-ში ტაქსის გამოძახების აპლიკაციას Android-ზე აინსტალირებენ. iOS-ის წილი 19.5%-ს შეადგენს. ამგვარად, Android-ი 4-ჯერ უფრო პოპულარულია, ვიდრე Apple-ის ოპერაციული სისტემა. ამავე დროს, ორივე ოპერაციული სისტემის მომხმარებლები ერთნაირად ლოიალურები არიან და აპლიკაციებს ხშირად აძლევენ მაღალ შეფასებას. ასე, "მაქსიმის" საშუალო რეიტინგი მარკეტებზე 4.8-ია.

ამრიგად, ვის შეხვდებით საქართველოში ყველაზე ხშირად ტაქსის მგზავრის სავარძელში?დიდი ალბათობით, ეს იქნება 25-35 წლის მამაკაცი Android-ის სმარტფონით ხელში.

- აპლიკაცია "მაქსიმი" საქართველოში მილიონზე მეტჯერ არის დაინსტალირებული. ის საშუალებას გაძლევთ საჭიროებიდან გამომდინარე გამოიძახოთ სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტი: განსხვავებული კლასის ავტომობილები, მინივენები, სატვირთო ავტომობილები, ევაკუატორები. ასევე, აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ ისარგებლოთ კურიერის დახმარებით მიტანის სერვისისა და საყიდლების შესაძენად, მტვირთავის, პირადი მძღოლის მომსახურებით, შეუკვეთოთ ძრავის ამუშავება ან ბუქსირება. თანამედროვე ადამიანისთვის ეს არის უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში დაგეხმარებათ. მაგალითად, გინდათ შეხვდეთ მეგობარს სადგურზე, გაუგზავნოთ წამალი ასაკოვან ბებიას, გადახვიდეთ სხვა ბინაში, წახვიდეთ სადმე საკუთარი მანქანით იმ დროს, როდესაც თვითონ ვერ ჯდებით საჭესთან... ჩამონათვალი დიდია. მოხარული ვართ, რომ შევძელით შეგვექმნა სერვისი, რომელსაც საქართველოს 19 ქალაქში უკვე ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს“, – ამბობს სერვის "მაქსიმის" ხელმძღვანელი თორნიკე კირკიტაძე.

ანალიზში გამოყენებულია გაუპიროვნებული სახის ინფორმაცია, რომელიც აპლიკაცია "მაქსიმის" მომხმარებლებმა თავიანთ პროფილებში მიუთითეს, ასევე მონაცემები აპლიკაციების მარკეტებიდან ჩამოტვირთვების შესახებ.