ტაქსის ტოპ-5 საქალაქთაშორისო მარშრუტი საქართველოში

ტაქსის ტოპ-5 საქალაქთაშორისო მარშრუტი საქართველოში

15 de septiembre de 2023

სერვის "მაქსიმის" სპეციალისტებმა შეადგინეს 50 კმ-ზე მეტი სიგრძის მარშრუტების რეიტინგი, რომლითაც ადამიანები ყველაზე ხშირად მგზავრობენ ტაქსით.

რეიტინგში ლიდერობს ბათუმი - ქუთაისის მარშრუტი, რომლითაც გადაადგილდება ყველა საქალაქთაშორისო მგზავრის 12%, ვინც ტაქსის დიდ მანძილზე მგზავრობისთვის იძახებს. ამ ქალაქებს შორის მანძილი 150 კმ-ს, მგზავრობის დრო კი დაახლოებით 2,5 საათს შეადგენს. აღნიშნული მიმართულების პოპულარობას დიდწილად განაპირობებს ტურისტებისა და საქართველოს მოსახლეობის გადაადგილება საკურორტო ქალაქ ბათუმის შავი ზღვის სანაპიროსკენ. ზაფხულში, შვებულებების პერიოდში, ამ მიმართულებით მგზავრთა ნაკადი 1,5-ჯერ იზრდება.

მეორე ადგილზეა მარშრუტი ქუთაისი — ზუგდიდი. რომელიც, 50 კმ-ზე მეტ მანძილზე მგზავრობების საერთო რაოდენობის მიხედვით, შეკვეთების 10%-ს შეადგენს. გზის სიგრძე არის დაახლოებით 115 კმ, მგზავრობის დრო კი თითქმის 1,5 საათია. მითითებული ქალაქები ერთმანეთთან შედარებით ახლოს მდებარეობს, ამიტომ ზუგდიდიდან ზოგიერთი მგზავრს ურჩევნია საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაცვლად ტაქსით ჩავიდეს. ბევრი მიდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც თითქმის 3-ჯერ უფრო ახლოსაა, ვიდრე დედაქალაქის აეროპორტი.

მესამე ადგილს ზუგდიდი - ბათუმის მგზავრობები იკავებს, მათი წილი საქალაქთაშორისო შეკვეთების საერთო რაოდენობის 7%-ს შეადგენს. ტაქსი 130 კმ-ს დაახლოებით 2 საათში გადის. მარშრუტი მოთხოვნადია იგივე მიზეზების გამო, რაც რეიტინგში მოწინავე მიმართულების შემთხვევაში.

ხუთეულში ასევე შესულია უფრო ხანგრძლივი მარშრუტები. პოპულარობის მიხედვით მეოთხე ადგილზეა მგზავრობები თბილისიდან ზუგდიდში. დასახლებულ პუნქტებს შორის 330 კმ-ანი მანძილის დაფარვას თითქმის 5 საათი სჭირდება. ხუთეულს ხურავს მარშრუტი თბილისი - ქობულეთი 345 კმ სიგრძით და მგზავრობის ანალოგიური დროით. თბილისი, რომელიც არის ქვეყნის გული და მთავარი სატრანსპორტო კვანძი, მიზიდულობის წერტილია საქართველოს ყველაზე შორეული რეგიონების მცხოვრებლებისთვისაც კი.

ანალიზი მოიცავს სერვის "მაქსიმის" მიერ 2023 წლის დასაწყისიდან მიღებულ საქალაქთაშორისო შეკვეთებს. ზოგადად, ასეთი მგზავრობების წილმა მათი საერთო რაოდენობის 15% შეადგინა.

ტაქსი, პირველ რიგში, საქალაქო სერვისია. მაგრამ ისეც ხდება, რომ ადამიანები საქალაქთაშორისო მგზავრობებისთვისაც ტაქსის იძახებენ. ზოგიერთი მგზავრი გადაადგილების ამ მეთოდს ირჩევს იმისათვის, რომ დანიშნულების ადგილზე უფრო სწრაფად მივიდეს და არ უწევდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის რეჟიმზე მორგება. სხვებისთვის ასე უფრო მოსახერხებელია ბარგის გადატანა ან შორ მანძილზე კომფორტულად გადაადგილება. მგზავრობის ღირებულება მარტივად შეიძლება გამოითვალოს სერვის აპლიკაციაში მარშრუტის მისამართების მითითებით, - აღნიშნავს "მაქსიმის" ხელმძღვანელი საქართველოში თორნიკე კირკიტაძე.