კვლევა: რომელი კომფორტული ავტომობილებია პოპულარული საქართველოში

კვლევა: რომელი კომფორტული ავტომობილებია პოპულარული საქართველოში

10 de agosto de 2023

ტაქსის გამოძახების სერვის "მაქსიმის" სპეციალისტებმა გაზრდილი კომფორტის ტარიფებით მომუშავე ავტომობილების ბრენდები გააანალიზეს და ყველაზე მოთხოვნადი მოდელების ტოპ-10 შეადგინეს.

რეიტინგში ლიდერობენ Mercedes-ის ბრენდის ავტომობილები — ეს არის კლასიკა პრემიუმ ავტოსეგმენტის სამყაროში. საერთო ჯამში მათ იყენებს მძღოლების 32%, რომლებიც თანამშრომლობენ სერვისთან "კომფორტ" და "პრემიუმ" ტარიფებით. ამავდროულად, პირველი ადგილი ისტორიაში ყველაზე გაყიდვად Mercedes E-კლასის მოდელს ეკუთვნის, ამ ავტომობილით მძღოლების 17% სარგებლობს. პროცენტული მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა კომპაქტური წარმომადგენლობითი Mercedes C-class (16%).

მესამე ადგილს იკავებს ბიზნეს კლასის სედანი Toyota Camry: ამ მოდელის წილი 9%-ს შეადგენს. ხუთეულში ასევე შედის Ford Fusion Hybrid სედანი (7%) და Subaru Forester კროსოვერი (3%). სხვა ავტომობილების წილი რეიტინგში უმნიშვნელოა: 1-2%. ტოპ-10-ში ასევე მოხვდნენ ბრენდები Volkswagen და Hyundai.

ტაქსებს შორის უნიკალური ეგზემპლარებიც იყო. მაგალითად, საქართველოში მგზავრთან, რომელმაც სერვის "მაქსიმში"გამოიძახა ტაქსი, შესაძლოა მივიდეს Tesla-ს, Porsche Cayenne-ის, Lexus GX-ის სხვადასხვა მოდელის ავტომობილი, ასევე Cadillac-ისა და Bentley-ს ვინტაჟური მოდელებიც კი.

რეიტინგი შედგენილია საქართველოს იმ 17 ქალაქის მონაცემების საფუძველზე, სადაც სერვისი "მაქსიმი" ოპერირებს. ამონაკრები მოიცავდა 800-ზე მეტ განსხვავებული მარკის ავტომობილს. უნდა აღინიშნოს, რომ ამონაკრებიდან მძღოლების აბსოლუტური უმეტესობა საკუთარი მანქანით მუშაობს. ამიტომ მოცემული რეიტინგის საშუალებით შეგვიძლია გავიგოთ, კომფორტისა და ბიზნეს კლასის რომელი ავტომობილი გვხვდება ყველაზე ხშირად არა მხოლოდ ტაქსებს შორის, არამედ ზოგადად საქართველოს გზებზე.

კომფორტული ავტომობილების ტოპ ათეული საქართველოში:

1. Mercedes e-class - 17%

2. Mercedes C-class -16%

3. Toyota Camry - 9%

4. Ford Fusion Hybrid - 7%

5. Subaru Forester - 3%

6. Volkswagen Passat - 2,5%

7. Ford Escape - 2,3%

8. Mercedes Benz - 2%

9. Hyundai Sonata - 2%

10. Toyota Voxy - 1,5%