როგორ იმგზავრონ კომფორტულად მშობლებმა ბავშვებთან ერთად  საქართველოში

როგორ იმგზავრონ კომფორტულად მშობლებმა ბავშვებთან ერთად საქართველოში

29 de mayo de 2024

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტაქსის გამოძახების სერვისმა „მაქსიმმა“ ჩაატარა პატარა მგზავრებთან ერთად მგზავრობების ანალიზი და შეაგროვა სასარგებლო რჩევები ბავშვებთან ერთად ტაქსით კომფორტული გადაადგილებისთვის.

სერვისის მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე მეტი მგზავრობა აღნიშვნით „ბავშვებთან ერთად“ განხორციელდა ივლისში და ორჯერ ნაკლები ნოემბერში, ყველაზე არაპოპულარულ თვეში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტურისტულ პერიოდში ქართველი მშობლები დასასვენებლად მთელი ოჯახით მიდიან, რადგან ყველაზე ხშირად ტაქსით მგზავრობა პატარა მგზავრებთან ერთად ადგილობრივ აეროპორტებში სრულდებოდა. პოპულარულთა შორის ერთ-ერთი უჩვეულო მისამართი გახდა ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ჯამე მეჩეთის გაჩერება. თუმცა მგზავრობების უმეტესობა კერძო მისამართებზე მთავრდებოდა - ბავშვები თან მიჰყავთ სტუმრად ახლობლებთან და ნათესავებთან.

ტაქსის გამოძახების სერვისმა „მაქსიმმა“ შეაგროვა რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც თქვენს მგზავრობას კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის.

— თქვენი შეკვეთის სურვილებში მიუთითეთ, რომ ბავშვთან ერთად მგზავრობთ

სამ წლამდე ბავშვებს შეუძლიათ ტაქსით მგზავრობა მხოლოდ სავარძელში ან 16 წელზე უფროსი ასაკის მგზავრთან ერთად შეკრული უსაფრთხოების ღვედით. იმისათვის, რომ შეკვეთაზე მოვიდეს ავტომობილი საბავშვო სავარძლით, აპლიკაციაში დამატებით ინფორმაციაში უნდა მიუთითოთ პირობა. წესების დაუცველობა ამცირებს ბავშვის უსაფრთხოების დონეს და მძღოლს ემუქრება 40 ლარიანი ჯარიმა.

— დაიცავით ბავშვების ავტომობილით გადაყვანის წესები

წესებში ნათქვამია, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებმა უნდა იმგზავრონ მხოლოდ ავტომობილის უკანა სავარძელზე. იზრუნეთ მასზედ, რომ ბავშვს ჰქოდეს შეკრული უსაფრთხოების ღვედი და არ გადაადგილდებოდეს ავტომობილის სალონში.

— შეუკვეთეთ ტაქსი წინასწარ

მძღოლს შეიძლება ყოველთვის არ ჰქონდეს ბავშვის სავარძელი. ტაქსით ძირითადად ზრდასრულები სარგებლობენ და ასეთი მოცულობითი მოწყობილობა მნიშვნელოვნად ამცირებს ავტომობილის შიდა სივრცეს. აპლიკაციაში შეგიძლიათ მონიშნოთ დრო, რომლისთვისაც გჭირდებათ ავტომობილი, და ტაქსი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა პარამეტრს, უფრო სწრაფად მოვა.

— გახსოვდეთ ბავშვის საჭიროებები

არიან ბავშვები, რომლებიც ავტომობილში მოუსვენრად იქცევიან. ზოგს თავბრუ ეხვევა და ცუდად ხდება, ზოგს სწრაფად ბეზრდება მგზავრობები, ზოგს კი ისინი აღიზიანებს. თან წაიღეთ თქვენი შვილის საყვარელი სათამაშოები ან მოიფიქრეთ რაიმე, რითაც ის გაერთობა. თუ თქვენი შვილი მოგზაურობის დროს ცუდად ხდება, თან იქონიეთ პაკეტი. მომზადება მგზავრობას სასიამოვნოს გახდის არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი ბავშვისთვისაც.

სერვის „მაქსიმში“ ბავშვებთან ერთად მგზავრობა ტარიფის მიხედვით არ არის ჩვეულებრივ მგზავრობაზე ძვირი. ბავშვის სავარძლები არის მძღოლების წვლილი თქვენი შვილების უსაფრთხოებაში.